თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Mrs. Robinson » 28 სექ 2005, 15:10

შაბათს, 1 ოქტომბერს წავიდეთ ლაშქრობაში:
თელათგორი-ლავრისხევი-ლავრა-ქვათახევი-წინარეხი.

მარშრუტი არის საკმაოზე მეტად გრძელი, გთხოვთ გაითვალისწინოთ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან მთელი დღე მოგვიწევს ფეხით სიარული. თუმცა გზაზე სირთულე არ გველოდება.

მაშ ასე, მივყვებით რეისის მარშუტკას "თბილისი-წინარეხი" დინამოს სტადიონიდან დილის 9-ის ნახევარზე, 7-8 კაცი.
ჩამოვდივართ სოფ. თელათგორში, სოფლის ცენტრში არის წმ. გიორგის ეკლესია, გვიან ფეოდალური ხანის, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი "ობოლი კლდისკენ".
20 წუთში ავდივართ სოფ. ლავრისხევში და ტყის ბილიკით 1,5 ან 2კმ მივდივართ ლავრამდე. აქ ვნახავთ ჯვრის ფორმის X საუკუნის პატარა ეკლესიას.
აქედან ისევ ბილიკით მივდივართ ქვათახევში, რომელიც XII-XIIIს.-ის ულამაზესი ტაძარია.
და ბოლო ეტაპი: სოფ. წინარეხამდე მოგვიწევს 6-7კმ. გავლა, გზაზე შევხვდებით მაღალაანთ ეკლესიას, ამასთან უნდა მივუსწროთ 6 საათიან მარშუტკას.
აღნიშნული მარშრუტი ჩემთვისაც ისევე უცხოა, როგორც თქვენთვის და სამწუხაროდ კონსულტანტებიც ვერ მოვიძიე. მივყვებით ბ-ნ რეზო ჟღენტის მიერ აღწერილ გზას.
ხვალ საღამომდე სამწუხაროდ ვერაფერს დავამატებ. იმედია ამინდი არ გვიღალატებს......

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by tekla » 28 სექ 2005, 15:14

მოვდივარ, მოვრბივარ!!!! :) მოვფრინავ!!! :)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Nika » 28 სექ 2005, 16:46

ახლავე რუკას მოგართმევთ.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Nika » 28 სექ 2005, 16:54

მთლიანობაში სიმაღლეში ასე 500 მეტრამდეა მგონი აღმართი. არც ისე ძნელია (ადვილიც არაა ცხადია). მერე უკვე ეშვები ქვევით ქვათახევისკენ. მთლიანად 15-18 კილომეტრი გამოდის სასიარულო. იმედია დროს სწორად მოზომავთ და მარშუტკაზე არ დააგვიანებთ. მარშუტკა ვთქვათ იქ 0.5-1.0 საათში მივა. ანუ სადღაც 8.5 საათი გექნებათ დრო. არც ისე ბევრია. მთავარია ტორმუზები არ გყავდეთ თან. ძაან საინტერესო მარშუტია მარა მე ვერ მოვდივარ :(

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Mrs. Robinson » 28 სექ 2005, 17:25

ნიკა დიდი მადლობა. მეც მაგ რუკებით ვსარგებლობ ყოველთვის. ცუდია რომ ვერ მოდიხარ.......
ქვათახევიდან წინარეხისკენ ადვილად დავეშვებით. ეგ გრუნტის სამანქანო გზაა და კარგად მახსოვს, თან თავდაღმართია. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ლავრისხევიდანდან ქვათახევამდე გზა....
მჯერა საინტერესო თავგადასავალი გველის, ვნახოთ!!!!!!!!!!!!!!!!!!

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by tekla » 28 სექ 2005, 17:35

Mrs. Robinson


რა ჯობია გზის უცოდნელად წასვლას... :) სამხიარულოდ დამატებითი მიზეზმიგვექნება :D
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Mrs. Robinson » 28 სექ 2005, 17:36

თეკლა პირველი მერცხალი ხარ! :D :D

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by tekla » 28 სექ 2005, 17:45

Mrs. Robinson

გინდა სხვებიც მოვაჭიკჭიკო? ;) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი რამდენი იქნება? :)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
ma_g_ua
Posts: 1
Joined: 28 სექ 2005, 18:21
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by ma_g_ua » 28 სექ 2005, 18:27

ძალიან კაი. მე თქვენთან ერთად მიგულეთ!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Mrs. Robinson » 28 სექ 2005, 21:10

ანუ: 1)2) Mrs. Robinson +1
3) tekla
4) ma_g_ua
თეკლა ვაცადოთ ჯერ კარვის ხალხს, და მერე სხვები მოვაჭიკჭიკებთ აბა რა!
ამინდი ურევს ნამეტნავად.......

გზაზე იქეთ-აქეთ 6-ს ლარზე მეტი არ დაგვეხარჯება....... + საჭმელი.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Mrs. Robinson » 28 სექ 2005, 21:52

მეორე ვარიანტიც შეიძლება განვიხილოთ, ანუ დაქირავებული მარშუტკით წასვლის ვარიანტი, იმ შემთხვევაში თუ მსურველები გამოჩნდებიან
(15-16 კაცი).
მაგ შემთხვევაში ფეხით სასიარულო შემოკლდება და ამის ხარჯზე დაემატება ქვათახევიდან თავკავთის ციხეზე ასვლა, რომლის ნახვაც გვალვამ დაჟინებით მირჩია.

გაუმარჯოს გულახდილობას და ამ ჯერზე, გარემოებათა გამო, მე მაინც პირველი მირჩევია, თუმცა თქვენს სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებ...........
გთხოვთ, ხვალისთვის უკვე ჩამოვყალიბდეთ :!: :!: :!:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by Gvalva » 29 სექ 2005, 11:18

თუ თავკავთაზე ასვლას აპირებთ შეიძლება ვერ მოასწროთ, იქნებ მძღოლი წინასწარ ნახოთ და უთხრათ რომ დაგელოდოთ, თუ ზუსტად 6-ზე ვერ ჩამოხვდით. შეიძლება არ იყოს წინააღმდეგი :)

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by tekla » 29 სექ 2005, 11:34

Gvalva


OK... დაგველოდება აბა რას იზამს, ტყეში ხომ არ დატოვებს საქართველოს მომავალს... ;) თუ დაგვტოვებს კიდევ - მაგას რა ჯობია, 1-2 დათვს მოვკლავთ, ცეცხლს დავანთებთ და დათვიოს მწვადებზე გავათენებთ ;)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by navigator » 29 სექ 2005, 11:37

მე მგონი არ მივდივარ ბუჩიანში და თქვენთან წამოვალთ მე და თამთა.
რამდენი კილომეტრია? იქნებ მარშუტკა ვიშოვოთ იაფად.
აცხა ღორებო Image

User avatar
igdrasilis-kata
ბილიკზე მოარული
Posts: 54
Joined: 14 ივნ 2005, 10:11
Location: kombosto
თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Post by igdrasilis-kata » 29 სექ 2005, 11:43

tekla
რამდენი ხანია მწვადი მწვადის გავიძახი, მაგრამ ვინაა პატრონი?! (შეკითხვა რიტორიკულია :D )
წყალზე მოსიარულე

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]