Page 2 of 15

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 00:38
by ARCHILI
მარტვილში რომ ჩავალთ, ვნახავთ აი, ასეთ ჩანჩქერებს:

Image

Image


დიდი მადლობა პაუნას, რომელთან ერთადაც ახლა მარშრუტის რუკებზე ვმუშაობთ...

:D

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 00:53
by Int3lig3nt
3. აღნიშვნა.
2. წაჩხურობის აღნიშვნა.
7. აღნიშვნა.
5. აღნიშვნა.
ტიტუ :D

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 01:33
by ARCHILI
ძალიან დიდი მადლობა პაუნას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის :) :

Image

NEW

თბილისი - სალხინო (დადიანების სასახლე)- წაჩხური (საყოველთაო ზეიმი წაჩხურობა, რომელიც აღდგომის კვირეულში ხუთშაბათ დღეს იმართება, ამჟამად 23 აპრილს) - მარტვილის მონასტერი - ნოქალაქევის გოგირდის წყლები - ციხეგოჯის ზემო ციხეები - სენაკის დედათა მონასტერი - თბილისი.

დღე 1 ოთხშაბათი 22 აპრილი

1. საღამოს, სამსახურის შემდეგ მარშრუტკით ჩასვლა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში.
2. დაბანაკება. კარვების გაშლა.
3. აღნიშვნა.

დღე 2 ხუთშაბათი 23 აპრილი

1. დილით მონასტერში ასვლა მთაზე, სადაც დიდი დღესასწაული იქნება წაჩხურობა. ეს არის ძალიან საინტერესო დღესასწაული, ამ დღეს სოფელში ყველა კარი ღიად ითვლება. ჩამოდიან გათხოვილი და სხვა სოფელში მცხოვრები მოსახლეები და ერთად დილიდან ადიან მთაზე ტაძარში ფეხით (იქ მანქანა არ ადის)

2. წაჩხურობის აღნიშვნა.

დღე 3 პარასკევი 24 აპრილი

1. სალხინოში დადიანების სასახლის დათვალიერება.
2. გამომგზავრება მარტვილისაკენ ფეხით, 3-4 საათის სავალია დაახლოებით 15-17 კილომეტრი..

სალხინოდან მარტვილში წამოვალთ ასე:

Image

3. ჩასვლა მარტვილში.
4. დაბანაკება. კარვების გაშლა.
5. ულამაზესი ჩანჩქერების ნახვა.
6. მარტვილის მონასტრის მონახულება.
7. აღნიშვნა.

მარტვილში ასე ვიმოძრავებთ:

Image

მარტვილში კიდევ ერთი ტაძარია:

Image

დღე 4 შაბათი 25 აპრილი

1. საუზმე. კარვების აღება.
2. ფეხით დაძვრა ციხეგოჯის მიმართულებით. 3-4 საათის სავალია. სასიარულოა დაახლოებით 17 კილომეტრამდე.
3. ნოქალაქევში ჩასვლა. დაბანაკება.

ნოქალაქევში წავალთ ასე:

[1:50 AM] gio: Image

4. ცხელი წყლების მონახულება. ნოქალაქევის ქვედა ციხეებისა და კომპლექსის დათვალიერება.
5. აღნიშვნა.

ყურადღება:

ვინც ოთხშაბათს ვერ შეძლებს ჩვენთან ერთად წამოსვლას სალხინო (წაჩხურობის აღნიშვნა, დადიანების სასახლე) - მარტვილში (მონასტერი, ჩანჩქერები და სხვა მრავალი, ულამაზესი ბუნება, ხეობები და ა.შ.), შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერთდეთ ნოქალაქევში (შაბათს) და დათქმულ ადგილას შევხვდებით შაბათს ნოქალაქევში, შემდეგ კი ერთიანად გამოვემგზავრებით.


ციხეგოჯში ვნახავთ ციხეებს, ცხელ წყლებს და არამარტო:

Image

დღე 5 კვირა 26 აპრილი

1. ციხეგოჯის ზედა ციხეების მონახულება.
2. საღამოსკენ 17:00-თვის ნოქალაქევი-სენაკის ავტობუსს გამოყოლა და სენაკის დედათა მონასტრის ნახვა.
4. ღამის მატარებლით თბილისში გამომგზავრება.

====================================================================================================
წამომსვლელები:

1. ლოლა
2. არჩილი
3. ლოლას პლიუსი - ამირანი
4.

მსურველები:

1. ლამა
2. ქსოვრელი
3. თეო_
4. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
5. ნინი 85
6. მამუკა....
7.

პარასკევ-შაბათ- კვირას წამომსვლელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან მარტვილში:

1. პაუნა
2. ინტელიგენტი
3. პატაპუტინა
4. მირანდა
5.


ვინც დააპირებთ ამ ლაშქრობაზე წამოსვლას, გთხოვთ, განაცხადოთ პოსტით და სიას თავად გავუწევ ფორმირებას, როგორც უწინ, სიის ფორმირებაში გაუგებრობისაგან თავის ასაცილებლად :)

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 01:42
by lama
ARCHILI
ძალიან კარგი დაგეგმილია

მომწოინს

შევა ნომინაციაში

აბა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება აღწერა მარშრუტისა

მოკლედ კაი დასაწყისია

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 01:44
by ARCHILI
lama wrote:ARCHILI
ძალიან კარგი დაგეგმილია

მომწოინს

შევა ნომინაციაში

აბა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება აღწერა მარშრუტისა

მოკლედ კაი დასაწყისია

ისა, მორიდებით უნდა შევნიშნო, რომ ნომინაციებში არ ვთანამონაწილეობ არცერთი მიმართულებით...

იმედია, არ გეწყინება...

ისე კი მადლობა...

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 02:03
by lama
გავოგნდი

ეს დიდი ზომის რუქები, რომ ვნახე

ბრავოოოოოოოოოო

გიო და არჩილ

მეამაყებით

თვალდახუჭულს შემიძლია სიარული ამ გზებზე

მადლობა დიდი

დიდზე დიდი :)

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:24
by ARCHILI
მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ისტორია

უხსოვარ დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ.

პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა მოაქცია მეგრელები, რომელთაც მოჭრეს ეს მძლავრი ბომონი, წარმართი ქურუმები განდევნეს, და მუხის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია ააგეს.

გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.

მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი - ჰიმნოგრაფი.

მარტვილის მონასტერი ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ბაგრატ მე-4 მარტვილის მონასტერშია დამარხული.

მარტვილი არა მარტო სამეგრელოს საგანმანათლებლო ცენტრი იყო, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსი. მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:
სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10ს
გიორგი ჭყონდიდელი - მე-11ს
იოანე ჭყონდიდელი - მე-11ს
სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12ს - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
არსენ ჭყონდიდელი - მე-13ს
ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმა ლოღიკის სახელმძღვანელო)
რომანოზ მესვეტე - მე-19ს



Image

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:25
by ARCHILI
მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და "თანაგამკაფელი ყოველთა გზათა" იყო.

მარტვილის სამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც მთელი იმერეთ-სამეგრელო ხელის გულზე მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. თავი ტაძარი ხვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ისე სასტიკად დააზიანა ტაძარი, რომ მე-10 საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა აღადგინა იგი. ამიტომ მიაწერს "ქართლის ცხოვრება" გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს, მოუშენდა ეკვდერები, მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით.


Image

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:26
by ARCHILI
ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი - ხელოვნების უბადლო ნიმუში.

Image

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:28
by ARCHILI
თავი ტაძრიდან, ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატურული ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, "ჩიქვანებისად" სახელდებული. ეკლესია სამსართულოვანია. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: "სილამაზე ამ ეკლესიისა სწორედ მომხიბლავია და მარტო ამის სანახავად ღირს რომ კაცი გაემგზავროს მარტვილში".

Image

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:28
by ARCHILI
დასავლეთით, მთავარ ტაძართან ახლოს, დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. დიუბუას ცნობით ხალხი ადიოდა და ლოცვა-კურთხევას იღებდა მესვეტისაგან. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.

Image




მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ იყო მამათა ლავრა და წირვალოცვა რამდენიმე ადგილას აღევლინებოდა. რამდენიმე ათეულ წლიანი იძულებით უმოქმედობის შემდეგ მარტვილის მონასტერი 1998 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

2007 წლიდან ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს ლოცვა-კურთხევით მარტივილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება. მონასტრები ამჟამად მშენებარე პრეცესშია. შენდება მონასტრის კელიები, სასტუმრო სახლი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, მონასტერს აქვს მცირე მეურნეობა, დედები ქარგავენ, აკეთებენ სანთლებს და ამზადებენ სხვადასხვა სუვენირებს.

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:34
by ARCHILI
ძალიან საინტერესო ფოტოს წავაწყდი - ნატო ვაჩნაძე, მ. გელოვანი, ი. პერესტიანი, 1924 წელს ფოტოგადაღებები მრტვილის რაიონში.

Image

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:36
by MIRANDA
მე ჩამწერეთ პარასკევ-შაბათ-კვირას წამოსვლის მსურველებში :D
ანდა თუ მასეთი სია არ არის, მაშინ - პარასკევ-შაბათ-კვირას წამომსვლელებში
:D

ისე... სამწუხაროა, რომ რისი ნახვაც ყველაზე მეტად მინდა, ის უკვე ნანახი გექნებათ, მე რომ ჩამოვალ .. თუმცა ზედა ციხეების და სენაკის დედათა მონასტრის (და გოგირდის ცხელი წყლების კიდევ ერთხელ) ნახვის ხათრით მოვდივარ...

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 13:36
by namcecuna
ARCHILI

შენ აღარ ხუმრობ :shock:

22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Posted: 09 მარ 2009, 20:55
by pauna
MIRANDA

მე შაბათს დილას ვაპირებ... ჩასვლას სიხეგოჯში კვირად ღამე გავალ ალბათ :) ან დილას 9 სათზეე :)