მინდა მადლობა გადავუხადო ინტელიგენტს, რომელიც მიუხედავად ავადმყოფიბისა და ტურში ვერ წამოსვლისა, მაინც ჩვენს გვერდით დგას.
მომდევნო გეგმა ასეთია:
1. ხვალ 12:00 ვხვდებით ვაგზალზე - ბავშვთა სამყაროსთან.
2. შევკრიბავთ უკან დასაბრუნებელ სენაკი-თბილისის ბილეთის ფულს.
3. მე და ინტელა ავალთ რკინიგზაში და დავწერთ განცხადებას.
4. მეორე ან მესამე დღეს კი ინტელა შეიძენს ამ ბილეთებს სადგურზე.
5. ხვალვე მოვილაპარაკებთ ზეგინდელ გასვლის ადგილსა და დროს.
6. ჩემთან და ინტელასთან კოორდინირებით, პარასკევ-შაბათ-კვირიანების წამოსვლას უზრუნველყოფს თავადი.
7. თავადი წამოიღებს ინტელასგან დასაბრუნებელ ბილეთებსაც და ინტელას კარავსაც.
8. თავადი, დაეკონტაქტება პუტინებსაც და თავის პლიუსებსაც. შეაგროვებს თბილისი-სენაკის მატარებლით მგზავრობის ფულს. პარასკევს დილით გავა სადგურში და შეიძენს ბილეთებს დილასვე (რომ მერე პრობლემა არ იყოს). თუ დასჭირდათ, ინტელაც გაყვება.
პარასკევს 24 აპრილს, 23:15 შეხვდებიან რკინიგზის სალაროებთან (როგორც ძველ გასვლაზე) და გამოემგზავრებიან თბილისი-ფოთის მატარებლით სენაკში. იქიდან კი ჩავლენ ციხეგოჯში.
ხვალვე ჩამოვყალიბდეთ - სად აჯობებს დაბანაკება, რომ მერე ჩვენი ჯგუფიც ბანაკშიშევუერთდეთ.
გამახსენეთ, კიდევ რამე ხომ არ არის საჭირო?