22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by pataputina » 02 აპრ 2009, 20:39

პარასკევ-შაბათ- კვირას წამომსვლელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან ნოქალაქევში:

1. პაუნა
2. ინტელიგენტი
3. პატაპუტინა
4. მირანდა
5. ჩიტუციო
6. თეო
7. ხაო (შეუძლია ითევზაოს კიდეც, მეც შევუერთდები ჩასულზე)
8. ელოიზა

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Trouter
მაწანწალა
Posts: 676
Joined: 17 ოქტ 2006, 13:06
Location: Tbilisi
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Trouter » 02 აპრ 2009, 20:41

ულამაზესი მდინარეა წყაროს წყლითა და უამრავი ჩანჩქერებით! ხეობაში ორი კილომეტრის მოშორებით კი ძირითადი სათავე აქვს! პატარა ზურმუხტისფერი ტბიდან წამში 3.5 კუბური მეტრი ამოდის! ტბა ძაბრს წარმოადგენს! ამის მერე ხეობა 40 მეტრის მანძილზე მშრალია. ზევით კი მეორე ძაბრია, რომელშიც მდინარის ზედა დინებებით მოტანილი წყლები ჩაედინება. ამგვარად დაღმავალ და ამომავალ ძაბრებს შორის მანძილი 40 მეტრია. ჩამავალ ძაბრში დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები წყალი ჩადის ვიდრე ქვემო ძაბრიდან ამოდის! ე.ი. ამ 40 მეტრის მანძილზე ძალიან ძლიერი მიწისქვეშა წყლები უერთდებიან!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 02 აპრ 2009, 20:41

წამომსვლელები:

ტრული - შემოგვიერთდება სავარაუდოდ მარტვილში.

1. არჩილი
2. ლოლა
3. სიფრა
4. ლოლას პლიუსი ამირანი
5. სმაილი
6.


თუ სალხინო-მარტვილში ცოტა ვიქნებით წასასვლელები, მაშინ წავალთ ავტოსტოპით :)

მსურველები:



1. მალვოლიო
2. ლამა
3. ქსოვრელი
4. თეო_
5. ჯიმი (ჯემალ ბიბილეიშვილი)
6. ნინი 85
7. მამუკა....
8.

პარასკევ-შაბათ- კვირას წამომსვლელები, რომლებიც შემოგვიერთდებიან ნოქალაქევში:

1. ელოიზა
2. ინტელიგენტი
3. პატაპუტინა
4. მირანდა
5. ჩიტუციო
6. თეო
7. ხაო (შეუძლია ითევზაოს კიდეც, მეც შევუერთდები ჩასულზე)
8. თავადი
9.


თქვენი ადგილის შესახებ სიაში, გთხოვთ, დაპოსტოთ და სიაში ცვლილებას თავად შევიტან...

ჰო...

პარასკვვ-შAბათ-კვირიანებისათვის მჭირდება ადამიანი, ვინც დამეხმარება ამის ორგანიზებაშუც, რადგანაც ორჯგუფიანი გასვლა გამოდის :) მადლობა...
Last edited by ARCHILI on 04 აპრ 2009, 14:27, edited 4 times in total.

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by Lola » 02 აპრ 2009, 21:31

წამომსვლელებში გადამსვი ბრატ... =)
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 02 აპრ 2009, 22:25

Lola wrote:წამომსვლელებში გადამსვი ბრატ... =)
5 დღიანში მოდიხარ? - იქ ჩაგსვი.


და ამირანს და სმაილს არ ეტყვი?

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by tavadi » 03 აპრ 2009, 00:50

ესეიგი პარასკევს წამსვლელებში მიმაწერეთ
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

sifra
ასფალტზე მოარული
Posts: 15
Joined: 20 თებ 2009, 13:38
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by sifra » 03 აპრ 2009, 01:38

გამარჯობა ყველას მსურველებში ჩამსვით მეც თან ხუთ დგიანში

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by XAO » 03 აპრ 2009, 02:59

მეც პარასკევს წამსვლელებში მიმაწერეთ. 80% მოვდივარ მარა ვინაიდან და რადგანაც ფეხით გვაქვს სასიარულო ჩემ კარავს ვტოვებ :|
იმედია ვინმე შემიკედლებს :) თუ არა და კოცონთან დავიძინებ ;)
ტყის ბრძენი
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 04 აპრ 2009, 14:14

საინტერესო ინფორმაცია გავიგე წაჩხურობასთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, ეს დღესასწაული წარმართობიდან მოდის და გადმოქრისტიანებულია. ამ დღეს, გარდა იმისა, რომ მთელი სანათესაოები ჩამოდის, მნიშვნელოვანია, რომ ტაძარში ერთ-ერთ (ჯერ არ ვიცი, რომელ) წმინდანს ავედრებენ უშვილო ოჯახები გამრავლებას ან ავადმყოფი შვილების გამიოჯანმრთელებას და ა.შ.

მრავალმა ადგილობრივმა მოსახლემ არაერთი სასწაული მომიყვა და ძლიერ დავინტერესდი.

კიდევ საინტერესო ისაა, რომ დილის ხუთ საათზე თურმე იღება ყველა ოჯახის ეზოს ჭიშკარი და სტუმრებს იღებენ, ვინც მათ კართან გაჩერდება ან მანქანას გააჩერებს (ბევრი ხალხი იცისო ამ დღემ) ან შესავენებლად, ის ოჯახი იღებს თავისთავზე ვალდებულებას უმასპინძლოს.

ამ დღიდან მოყოლებული კი თუ ეს სტუმარი წაჩხურობაზე კიდევ ჩავა უკვე ამ ოჯახის სტუმარი უნდა იყოს.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და ნოყიერი იქნება ჩვენი წაჩხურობა ვგრძნობ. რამდენიმე ჩიპისა და ელემენტის წაღება მომიწვეს ფოტოაპარატისათვის...

:)

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ninola » 04 აპრ 2009, 19:19

გაუმარჯოს კარაველებს :) ძალიან მომენატრეთ და გული მწყდება რომ სამეგრელოში თქვენთან ერთად ვერ წამოვალ :cry:
Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 04 აპრ 2009, 19:51

ninola


იქნებ, ძალიან მოინდომო და მანამდე სამსახურში საქმეები ჩააწყო?

მე რაღაც-რაღაცეებს გადაგდებას ვუპირებ...

:wink:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 05 აპრ 2009, 13:28

ცოტა რამ სალხინოს, სალხინოს დადიანების სასახლისა და წაჩხურობის შესახებ:

დღესასწაულები:

კუთხის დღესასწაულებიდან გამორჩევა: ჭყონდიდობა, ალერტობა, გიორგობა, წაჩხურობა, ქეჯვარობა.

25 სექტემბერი აღინიშნება დღესასწაული ,,ჭყონდიდობა”. ყოველ წელს მღვდელმთავრებთან ერთად წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. ეს დღე უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩევა. საქართველიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან ცნობილი ადამიანები და მომლოცველები. ამ დღეს იმართება სხვა კულტურული ღონისძიებებიც.

გიორგობა აღინიშნება სოფლ ალერტის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელსაც ხალხში ,,ალერტობას” უწოდებენ.ამ კუთხის ხალხი წმიდა გიორგის განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. აქ ძველი წარმართული ადათის თანახმად ჩვილ ბავშვებს გათვალვისაგან დასახსნელად ვერცხლის ჯაჭვის რგოლში ატარებენ, ასევე წირავენ შესაწირავს.

2 აგვისტოს სოფელ კურზუში ნაჭყებიების საგვარეულო აღნიშნავს დღესასწაულს ,,ქეჯვარობას”. ადათის თანახმად იკვლება შესაწირი ხარი და იშლება სადღესასწაულო სუფრა.

მეკვლეს ამ კუთხეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 15 იანვარს ,,ბედობა” დღეს პირველი ოჯახში შედს ოჯახის უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკით და სავსე ხონჩით, რომელიც ლოცვით შემოივლის მთელ სახლს.


სოფელ სალხინოში აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს აღინიშნება
დღესასწაული ,,წაჩხურობა”. ამ დღეს ყველა ოჯახში სტუმრიანობაა, სტუმრიანობაში ეჯიბებიან ერთმანეთს. ადათის თანახმად უშვილო ცოლ-ქმარი თავიანთ მშობლებს პატარა აკვნით ხელში ფეხშიშველა აყავთ წაჩხურუს მთავარანგელოზების ეკლესიაში სალოცავად, რათა შვილი აჩუქოს ღმერთმა.

აქ, მთავარ-ანგელოზის ეკლესიაში სალოცავად მიდიოდნენ, ვისაც შვილი არ ჰყავდა ან ვაჟი არ უჩნდებოდა. ილოცებოდნენ ასე: ...სკი გამიბრალი, მოსკე წაჩხური, ჩქიმი ნაბრალით, ჩქინი გური გაახარი, სქანი სახელი ხვამილ. ოში წანაში ხვამა სი ქოდმაცალი -- ვაჟი გამიმრავლე, ვაჟიანობის წაჩხურო, ჩვენი ნამრავლით ჩვენი გული გაახარე, შენ სახელდალოცვილო, ასი წლის ლოცვა შენ დაგვაცადე!


ფლორა და ფაუნა

მარტვილის მთიან ზონაში ვხვდებით წიწვიანი და ფოთლოვანი ხეების ხშირ ტყეებს. ეს მცენარეებია: ურთხელი, თხმელა, მუხა, წაბლი, ნაძვი, ბზა, ევკალიპტი, რცხილა. ადრე გაზაფხულზე ამოდის ყოჩივარდა, ია, ენძელა, გვირილა. ხარობს ვარდი. მრავალ სამკურნალო მცენარეს შეხვდებით ტყეში, მთებში. მედიცინაში ცნობილი წამალი ,,სალხინო” ამ კუთხეში მოპოვებული მცენარეებისაგან მზადდება.

შინაური ცხოველებიდან აღსანიშნავია "ლეცეს" ჯიშის თხა და კვარაცხელიას ჯიშის ძროხა. თებში ბინადრობენ ტყის ცხოველები: დათვი, მგელი, ტურა, მელა. ფრინველები: არწივი, ქორი, ორბი,ძერა. ჭაობებში: ყანჩა, გარეული იხვი. მინდვრებში მწყერი, გარეული ქათამი. ყანებში: მაჩვი და თრითინა.
ცივ და ჩქარ მდინარეებში ტეხურასა და წაჩხურუში ბინადრობს კალმახი.


ღვინო და ვაზი

სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში ოჯალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი და მშრალი, ჯიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჯალეში".

სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოში დამზადებული ღვინო `ოჯალეში" გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჯილდოთი `გრან-პრი"-თი დაუჯილდოებიათ.


დადიანი-მიურატის მეურნეობა სალხინოში

XX საუკუნის დამდეგიდან სალომე დადიანი-მიურატის მეურნეობა გაფართოვდა. 1902 წლისათვის მის მამულში ვენახის 60 დეს., ხოლო ახლად კულტივირებული რამის პლანტაციას 20 დეს. ეკავა. რამის კულტურისადმი ინტერესი გამოიჩინეს ფრანგებმა. ერთ-ერთმა კომპანიამ ს. დადიანთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სალხინოში უნდა აგებულიყო რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა. მაგრამ უფრო გვიანდელ მასალებში ასეთი წარმოს კვალი არ ჩანს. ფრანგები ალბათ ნედლეულის გატანას დასჯერდნენ. შესაძლოა, ს. დადიანის პლანტაციებიდან მიღებული ნედლეულის გადამუშავება ხდებოდა სენაკის მაზრის სოფ. ქვიტანჭალაში, სადაც ნ. ლორთქიფანიძის რამის პლანტაციების (80 დეს.) გვერდით ერთ-ერთ ფრანგ კაპიტალისტს რამის გადამმუშავებელი ფაბრიკა ჰქონდა

ს. დადიანი თავის ძმის ნ. მინგრელსკისაგან ყოველწლიურად 30 ათას მანეთს დახმარებას იღებდა. ამიტომ ნ. მინგრელსკის გარდაცვალების (1903 წ.) შემდეგ იგი კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავრდა და მთავრობას სთხოვა დახმარება. 1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვის შუამდგომლობით ს. დადიანს მართლაც დაენიშნა ყოველწლიური 30 ათას მანეთიანი სუბსიდია, რასაც მეურნეობის გაფართოებისათვის იყენებდა. ერთი ცნობით 1912 წლისათვის ს. დადიანს სენაკის მაზრაში ჰქონდა 425 დეს. ვენახი. სამეგრელოს მასშტაბით ს. დადიანი-მიურატის მეურნეობა ყველაზე მსხვილი, სანიმუშო კაპიტალისტური მეურნეობა იყო, რომელიც ძირითადად დაქირავებულ შრომას ემყარებოდა.

XX საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეუნეობის სათავეში ედგა უკვე სალომეს ვაჟი. “მოსავლის” კორესპონდენტის ცნობით, 1911 წ. 17 ნოემბერს პრინც მიურატის თაოსნობით ლონდონში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საზოგადოება, რომლის ძირითადი კაპიტალი 5 მლნ მანეთს უდრიდა. ამ აქციონერულ საზოგადოებას მიზნად დაუსახავს ამიერკავკასიაში მოღვაწეობა და სენაკის მაზრაში დადიანების, წულუკიძეებისა და სხვ. მემამულეებისაგან უყიდია 20300 დეს. მიწა. კაპიტალით უზრუნველყოფილმა საზოგადოებამ სამეგრელოში საფუძველი ჩაუყარა გრანდიოზულ მეუნეობას, რომლის ზრდა-განვითარება შემდგომში ომმა შეაფერხა.
Last edited by ARCHILI on 05 აპრ 2009, 13:42, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ციხეგოჯი,სენაკი/მეგრული ტური2

Post by ARCHILI » 05 აპრ 2009, 13:30

ეს მხარე დაკავშირებულია სამეგრელოს გლეხთა აჯანყებასთან 1856-1857 წლებში

სამეგრელოს გლეხთა აჯანყება 1856-1857, ბატონყმური ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება. XIX საუკუნის 30-იან წლებიდან განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სამეგრელოში, როდესაც თავადების, აზნაურებისა და სამღვდელოების მიერ ყმა გლეხების აშკარა ძარცვას, თვითნებობასა და ძალადობას დაერთო ყირიმის ომის მძიმე შედეგები. ომიანობის მთელი სიმძიმე მშრომელ მოსახლეობას დააწვა (ომისათვის ხარჯებს გლეხებისაგან იღებდნენ). გლეხები საბატონო გადასახადებს ვერ იხდიდნენ და დავალიანება იზრდებოდა.

ოსმალთა თარეშისაგან დარბეული და გაჩანაგებული გლეხები, რომლებიც ფიზიკურ განადგურებას გადარჩნენ, ტყეში გაიხიზნენ, საძოვარ მიწებს ფარულად ყანებად ამუშავებდნენ, ხშირად კი იქვე სახლდებოდნენ. ამასთან უკიდურესად დაქვეითდა წარმოება, გაჩანაგდა მეურნეობა, მოიშალა ვაჭრობა, დაეცა ფულის კურსი. თავადაზნაურობამ სცადა ომისაგან მიყენებული ზარალი გლეხთა გაძლიერებული ექსპლუატაციით აენაზღაურებინა. 1856 ივლისის ბოლოს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი პეტერბურგს გაემგზავრა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე დასასწრებლად. სამთავროს მართვა-გამგეობა განსაკუთრებული ინსტრუქციით თავის მაზლს გრიგოლ დადიანს ჩააბარა. სახლთუხუცეს ჩიქოვანს უბრძანა მოეწესრიგებინა სამოურავო მამულები, ჩამოერთმია გლეხებისათვის მათ მიერ მიტაცებული ყანები და აეყარა ისინი იქიდან.

მღელვარება დაიწყო სოფ. სალხინოში (ახლანდელი მარტვილის რაიონი), სადაც სახლთუხუცეს ჩიქოვანის მიერ შევიწროებულმა გლეხებმა გადაწყვიტეს სასახლის მშენებლობაზე მუშაობის შეწყვეტა. მღელვარებას სათავეში ჩაუდგა ფარული სათათბირო ორგანო "სხუნუ". 1856 მიწურულს სალხინოში მეზობელი 7 სოფლის 1000-ზე მეტმა გლეხმა მოიყარა თავი. ისინი წაჩხურის ეკლესიის გალავანში ფიცის მიღების შემდეგ უტუ თოდუას მეთაურობით კიწიისაკენ (ახლანდელი მარტვილის რაიონი) გაემართდნენ და იქვე ახლოს დაბანაკდნენ, ამ დროს სალიპარტიანოს 16 სოფლის 2 ათასი კომლი აჯანყებულთ შეუერთდა. მეამბოხეთა ლაშქარი 4 ათას კაცამდე გაიზარდა.

სალიპარტიანო აჯანყების პირველ ბანაკად იქცა, აჯანყების მეორე კერა იყო ჯვარი (ახლანდელი წალენჯიხის რაიონი). ჯვარში ბრძოლის სათავეში ჩაუდგა მჭედელი უტუ მიქავა, რომელიც თავისი რაზმით სოფ. საჩინოსაკენ (ახლანდელი წალენჯიხის რაიონი) გაემართა. აქ მათ აჯანყებულთა ახალი რაზმი შეუერთდა. აქედან აჯანყებულები წალენჯიხაში შეიჭრნენ. საჭილაოსა და სუჯუნის მაზრების აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა კოჩა თოდუა. ეს იყო აჯანყების მესამე რაიონი. მეოთხე რაიონს ქმნიდა ზუგდიდის მაზრაში მოქმედი გლეხთა რაზმი, რომელსაც გლეხი კეზუა მეთაურობდა.


1857 გაზაფხულზე აჯანყებულთა ეს კერები გაერთიადნენ და საერთო ხელმძღვანელად აირჩიეს უ. მიქავა. აჯანყებულებმა შექმნეს დროებითი მმართველობა. აპრილის მიწურულს პეტერბურგიდან დაბრუნდა ეკატერინე დადიანი. მან მოლაპარაკებით სცადა საქმის მოგვარება, მაგრამ უშედეგოდ. წარმატებით დამტავრებული რამდენიმე ოპერაციის შემდეგ 12 მაისს, აჯანყებულებმა დაიკავეს ზუგდიდი.

13 მაისს სცადა აჯანყებულთა დაწყნარება, მაგრამ მოლაპარეკება ხელჩართული შეტაკებით დამთავრდა. დედოფალი იძულებუყლი გახდა დახმარება რუსეთის ხელისუფლებისათვის ეთხოვა. რუსეთის მთავრობა, ამ მოვლენის თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, ეკატერინეს დახმარებას შეჰპირდა. ქუთაისის გუბერნატორი ნ. კოლიუბაკინი სამხედრო ძალით სამეგრელოში შევიდა. 20 მაისს იგი აჯანყებულებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე უ. მიქავამ მას მშრომელი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და აჯანყების ნამდვილი მიზეზები გააცნო და 8 მუხლისაგან შემდგარი მოთხოვნა ჩამოუყალიბა: აკძალულიყო გადასახადების თვითნებური გადიდება, დაწესებულიყო კანონზე დამყარებული მმხართველობა, მოსპობილიყო ტანჯვა-წამების მეთოდები და სხვა.

კოლიუბაკინმა გლეხებს დახმარება აღუთქვა, თუ ისინი დაიშლებოდნენ. გლეხები დაიშალნენ, მაგრამ იარაღი არ დაუყრიათ. მღელვარება გრძელდებოდა. ქუთაისიდან დამხმარე ძალის ჩასვლი შემდეგ მთავრობამ გლეხებს საბატონო ვალდებულებათა შესრულება მოსთხოვა, ამასთან მებატონეებს უბრუნებდა აჯანყებულთა მიერ ჩამორთმეულ მოახლე-მოსამსახურეებს. მაისში მთავრობამ დააწესა ცხენოსანთა პატრული და ამით ერთგვარად არადგინა საპოლიციო ძალაუფლება. ივნისში ჯვარსალიპარტიანოს ოლქი კვლავ ამბოხების ცენტრი გახდა. მღელვარება გაძლიერდა საჭილაოს, ხობის, სუჯუნუს, თეკლათის და სხვა რაიონებში.

მთავრობამ მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა, აგვისტო-სექტემბერში სისხლისმღვრელი ბრძოლები გაიმართა ქვალონთან (ახლანდელი ხობის რაიონი), ჯვართან, თეკლეთში (ახლანდელი სენაკის რაიონი), მარტვილის მონასტერთა, ნახუნუში (ახლანდელი მარტვილის რაიონი), ზუმში (ახლანდელი ჩხოკოწყუს რაიონი). ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს აჯანყების ჩასაქრობად. ჯარისკაცები აჩანაგებდნენ მშრომელ მოსახლეობას. ოჯახებში ეგზეკუცია ჩააყენეს. ხელისუფლებამ აჯანყებულთაგან 41 რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადაასახლა 3-იდან 10 წლამდე ვადით.

მეფის მთავრობამ სამეგრელოს გლეხთა აჯანყება თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მოსპო სამთავროს ავტონომია, აჯანყებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი გავლენით საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოეწყო გლეხთა მასობრივი გამოსვლები ბატონყმური ჩაგვრის წინააღმდეგ. აჯანყება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]