Page 1 of 11
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 04 მარ 2009, 23:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
ავდრის გამო, ამჯერად გუდარეხის 2 დღიანი ლაშქრობა არ გამოგვივა.
წვიმა იქით იყოს და, უბრალოდ, ღამით, -4 გრადუსი ყინვაც ემთხვევა.
თუმცა, ვისაც გული გვერჩის, კვირას, 2009ის 8 მირკანს, ქალთა სა1აშორისო დღეს, გუდარეხში მაინც წავიდეთ.
შეკრების დრო და ადგილი:
8 მირკანი, 08.58
სასტუმრო "ივერიის" წინამდებარე მოედანი
ფასი:
მინიბუსის ფასი 120 ლარი
მგზავრებზე გადანაწილდება.
სა1ო ხარჯი, ალბათ, სამწვადე და არაყიც განაპირობებს.
თუმცა, მათი ყიდვა ადგილზე გადავწყვიტოთ.
გასათვალისწინებელი რჩევები:
საწვიმარი, გამოსაცვლელი და თბილი სამოსი და ფეხსაცმელი,
საკუთარი საგზალი, ტალახში სასიარულო ფეხსაცმელი.
ფანარი.
სავალი გეზი:
თბილისი-თეთრიწყარო-გუდარეხი-მადანი-აბრამეთი-თბილისი.
სა1ო ჯამში, 14 კმს გავივლით
საქმე ის არის, რომ გეზის მრავალფეროვნებისთვის, აგრეთვე, სირთულის გაწონასწორებულად გადანაწილებისთვის, წავალთ თეთრი წყაროს გავლით (6კმ) და ჩამოვალთ აბრამეთით(8კმ)
თუ ჯგუფისთვის გადაადგილება რთული იყო ან ბინდის შემოპარვას ვიგრძნობთ, კვლავ თეთრი წყაროს მხრიდან ჩამოვალთ.
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 04 მარ 2009, 23:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვფიქრობდი, მონასტერზე ჩემს ხელთ არსებულ ცნობებს დავდებ-მეთქი, მაგრამ "კარავზე"
თამუნა-გუდარეხს ისე კგდ აქვს აღწერილი, რომ რამის დამატება არ სჭირდება
აი, მისის კარავული წერილი:
tamuna_gudarexi wrote:ლაშქრობის და საქართველოს მოყვარულებს დააინტერესებთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ არ ჰქონია გუდარეხის ნახვის ბედნიერება, მათაც, ვინც ყოფილა-კიდევ ერთხელ გაიხსენებენ იქ გატარებულ სასიამოვნო წუთებს.
მაშ, ასე: (გვალვას რეკომენდაციით

)
შარშან მაისში ვიყავით 'მეპახოდეები' წასული გუდარეხში. ქართულ მიწას და სამშობლოს წარსულს ისე არსად მოვფერებივარ, როგორც იქ! თითოეული ფოთოლი და ქვა საქართველოს წარსულით სუნთქავს!
გუდარეხი თეთრიწყაროს რაიონშია. თეთრიწყაროდან ფეხით რვა კილომეტრის გავლა გიწევს ტყეში. აღმართ-დაღმართი ერთამნეთს ცვლის. ცოტა ხანში გადიხარ პატარა სოფელთან, იქ მე-17 საუკუნის (თუ არ მეშლება) 'ღორისთავის' ორბელიანთა კოშკი დგას. შემდეგ კვლავ ტყეში მიდის გზა. პატარა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია გხვდება, თითქოს გამზადებს დიდი აღმოჩენისთვის. ცოტას გაცდები და, მართალია, მხრებჩამოშლილი, მაგრამ მაინც აღიმართება უძველესი გალავანი... მთელი ანსამბლი ყოფილა იქ (XII-XIII საუკუნეების)... ეკლესია, სასახლე, საჯინიბო, მარანი... ეკლესიაში ფრესკებიც შემორჩენილია. დახვეწილი და საუცხოო ჩუქურთმებითაა შემკული.
საოცარი სამრეკლო აქვს გუდარეხის ეკლესიას, სხვათაშორის პირველი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში (1278 წ.) - ორსართულიანი, პატარა ულამაზესი კიბით... აქა-იქ ყავისფერი ქვით ნაშენი (პირველად ვნახე ასეთი რამ). სამრეკლოს მეორე სართულიდან ალგეთის წყალსაცავის მიდამოები ჩანს გადაშლილად. ეს ყველაფერი შუაგულ ტყეშია შემაღლებულ ადგილას. ახლოსვე ჩამოდის გუდარეხის წყალი. და ეს ყველაფერი არ არის!
გუდარეხის წყლის გადაღმა გადადიხარ და ისევ აღმართს მიუყვები. გზადაგზა უზარმაზარი, გოლიათი ლოდები გხვდება, საიდან გაჩნდნენ იქ, კაცმა არ იცის. ისე მიხვალ გუდარეხის ციხესთან, რომ ვერც მიხვდები - კლდესთან და ტყესთან არის ბუნებრივად შეზრდილი... დაბალი და ვიწრო შესასვლელი კარი (თაღი) აქვს. მართალია, ჩამოშლილი აქვს კედლები აქა-იქ, მაგრამ ციხე მაინც ციხეა! ციხის თავიდან საოცარი ხედი იშლება, მწვანეში ჩაფლული მოჩანს გუდარეხის ეკლესია და სამრეკლო, შორს კი ალგეთის წყალსაცავი...
მოკლედ, უნდა წახვიდე და განიცადო.
ამისთვის საჭიროა კ ა რ ა ვ ი, რამდენიმე მოლაშქრე, ცოტა სანოვაგე და ორი დღე. და რაც მთავარია, სურვილი
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 04 მარ 2009, 23:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა კი, სია შევადგინოთ.
გავითვალისწინოთ, რომ ლაშქრობა ტალახში მოგვიწევს.
და კიდევ, იმედია, სხვა ბიჭები შემომი1დებიან, გოგონებს ყოჩივარდებს დაგიკრეფთ
და ქალთა დღეს მოგილ20ავთ
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:01
by burdula
ანუ ასე გამოდის საღამოსვე ჩამოვალთ

გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
burdula wrote:ანუ ასე გამოდის საღამოსვე ჩამოვალთ

1დღიანი იქნება.
მოგვიწევს გვარიანად, მაგრამ ლამაზ გარემოში სიარული, ისეთში,
სადაც ყოჩივარდებისა და იების ფარდაგებია
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:06
by burdula
GAMARJOBA SAKARTVELO
90 % მოვდივარ,კაი იდეააა

გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
burdula wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
90 % მოვდივარ,კაი იდეააა

კგ, მალე 91%მდე აიყვანე, შემდეგ კი - 100მდე და წამოსასვლელად გაემზადე
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:09
by burdula
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:burdula wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
90 % მოვდივარ,კაი იდეააა

კგ, მალე 91%მდე აიყვანე, შემდეგ კი - 100მდე და წამოსასვლელად გაემზადე
ხო აი სატალახე ფეხსაცმელიღა მინდა და ჩათვალე მზად ვარ

101%
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:14
by Sarajistka
ორდღიანი ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუმცა უნდა გამოვტყდე, ერთდღიანი გასვლა ამჯერად უფრო მაწყობს. ასე რომ, თუ რამე ხელისშემშლელი არ მოხდა, მოვდივარ.
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
ბმულზე, რომელიც
ინტელამ შემოგვთავაზა,
იხილეთ 8 მირკანის გუდარეხის ამინდის მდგომარეობა:
http://freemeteo.com/default.asp?pid=22 ... 14&nDate=3
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
burdula wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:burdula wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
90 % მოვდივარ,კაი იდეააა

კგ, მალე 91%მდე აიყვანე, შემდეგ კი - 100მდე და წამოსასვლელად გაემზადე
ხო აი სატალახე ფეხსაცმელიღა მინდა და ჩათვალე მზად ვარ

101%
5ლარიანი ბოტები და მაგის ჯანი.
ბაზრობაზე იყიდება.
სხვა ლაშქრობებშიც გამოგადგება
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:27
by burdula
GAMARJOBA SAKARTVELO
საინტერესო რჩევააა,აუცილებლად გავითვალისწინებ

გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:42
by anano
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:burdula wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:burdula wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
90 % მოვდივარ,კაი იდეააა

კგ, მალე 91%მდე აიყვანე, შემდეგ კი - 100მდე და წამოსასვლელად გაემზადე
ხო აი სატალახე ფეხსაცმელიღა მინდა და ჩათვალე მზად ვარ

101%
5ლარიანი ბოტები და მაგის ჯანი.
ბაზრობაზე იყიდება.
სხვა ლაშქრობებშიც გამოგადგება
ზუსტად რა ადგილას იყიდება ხომ ვერ მეტყვით?
გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:51
by burdula
anano
სავარაუდოდ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია

გუდარეხი ქალთა სა1აშორისო დღეს (2009)
Posted: 05 მარ 2009, 00:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
anano
burdula
დაბალფასიანი ტები იყიდება ყველა ბაზრობაზე.
ფართო არჩევანია ლილოში.
შეეცადეთ, მალე იყიდოთ, რომ გუდარეხში შეუფერხებლად წამოხვიდეთ