15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 14 თებ 2009, 19:20

lama

შე მაგარო, ახლა კიდე ვკითხულობდი ამ სვეტებს და ეგაა რაცაა...


თითქოს ვაჟას ლექსების სვეტებზე დგას ჩვენი სამშობლო და ამ სვეტებიდან რაც უფრო მეტი დაგვავიწყდება და გაქრება, სვეტებიც ქვემოთ დაიწევს და ჩვენი სამშობლოც...



(,,სამშობლო" პრაქტიკულ-ყოველდღიური ცხოვრების გაგებით :wink:)
Last edited by kotetbeli on 15 თებ 2009, 01:45, edited 2 times in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by lama » 14 თებ 2009, 19:28

გენიალურად სრულდება

საოცარი პოემა "სტუმარ-მასპინძელი"

XV


იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა

მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,

ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა

ზვავისგან ნაგალს გორაში:

კლდის თავს წადგება ჯოყოლა,

სასაფლაოსკე იძახებს:

“ზვიადაურო, ძმობილო,

რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!”

სასაფლაოდამ წამოვა

აჩრდილი ფარ-ხმალიანი,

გულზე უწყვია დაკრეფით

მკლავები სამკლავიანი.

მივა და მიესალმება

თავის ძმობილსა მდუმარედ.

იქვე აღაზაც ამოდის

სახე მოწყენით, მწუხარედ.

ენთება ცეცხლი მათს გვერდით,

მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;

იმათ ჰმასპინძლობს აღაზა,

ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.

ვაჟკაცობისას ამბობენ,

ერთურთის დანდობისასა,

სტუმარ-მასპინძლის წესზედა

ცნობის და და-ძმობისასა.

როცა მათ ჰხედავს ერთადა

კაცი, ვერ ძღება ცქერითა;

მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ

კურუმად შავის ფერითა,

დაეფარება სანახავს

წერა-მწერელის წერითა.

ზედ აწევს ჯადოსავითა,

არ დაიმტვრევა კვერითა,

ვერც შეულოცავს მლოცავი,

არც აიხდება ხელითა.

მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,

დაბლა მიქანავს ხველითა

და უფსკრულს დასცქერს პირიმზე

მოღერებულის ყელითა..
.


1893 წ.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by lama » 14 თებ 2009, 19:55

"ბახტრიონი"

ბოლო თავი

იტყვიან: მაღლის მთის ძირსა,

უღრანს, უდაბურს ტყეშია,

ლუხუმი იწვა დაჭრილი,

ნატყვიარი სჭირს მკერდშია.

იქვე მაღალი კლდე იყო,

გამოქვაბული შავადა,

ხავსით მორთული, პირქუში,

მრისხანე სანახავადა.

იქა ბუდობდა ვეება

გველი, მორთული ჯაგრითა,

ბევრისა ცოდვის მოქმედი,

პირზე დორბლების დაყრითა.

ბევრი ჩაენთქა ტიალსა

მონადირე და მხეცები.

იწვა, უცდიდა დავლასა

თვალებით დანაცეცები.

გადამთხვალიყვნენ იქიდამ

ნადირნი გულის თრთოლითა.

ვერ გაჰხედნებენ იმ ალაგს,

ისე ეშინისთ შორითა.

ერთს დღესა გველი, ვით ნისლი,

გაწოლილიყო ხეზედა,

წიოდა გულჯავრიანი,

თანაც თბებოდა მზეზედა.

ამ დროს შაესმა კვნესის ხმა

ჯაგარ-აშლილსა გვერდზედა.

გაჰხედა, ნახა, - კაცი წევს,

სულის მაბრძოლი, ეული,

გასცქერის ცისა სივრცესა

სასომიხდილი, სნეული;

მკერდზე ატყვია მიმხმარი

სისხლი წყლად ამორწყეული.

გველს შაებრალა ლუხუმი,

მისკე წავიდა ზლაზვნითა,

მიაშრიალებს ხმელს ფოთოლს

დიდრონის ტანის გლარზვნითა,

ზედ დააშტერდა სნეულსა

თვისის გველურის სახითა,

დასცქერის სულის მაბრძოლსა

გულის მზარავის თვალითა.

დაფიქრდა გველი ძლიერად,

გული ევსება ბრალითა.

ბევრის ცოდვების მოქმედსა

გადაუბრუნდა გუნება:

რა სიბრალულით იმსჭვალვის

მისი გველური ბუნება!

ზედ გადააწვა მკერდზედა,

წყლულსა ულოკდა ენითა.

თან მკერდს უსველებს მხედარსა

ცრემლების ჩამოდენითა.

აყრუებს ტყესა და ველსა

ოხვრითა რამოდენითა!

მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა

ადამის ტომის მტერია,

ბოროტების გზა გაუშვა,

კეთილი დაუჭერია!

საჭმელსაც თვითონ უზიდავს,

ასმევს წყალს ლაღის მთისასა,

ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს

ორის ობოლის ძმისასა.

ამბობენ: შააძლებინა

სნეულსო ფეხზე დადგომა;

ეღირსებაო ლუხუმსა

ლაშარის გორზე შადგომა!



1892 წ.
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kiki » 14 თებ 2009, 21:31

კეთილი მგზავრობა ხალხ......

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by KINALOKO » 14 თებ 2009, 21:32

ანუ, ხვალ, სპორტის სასახლესთან თერთმეტის ნახევარზე???
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 14 თებ 2009, 21:36

ხვალ, სპორტის სასახლესთან 10:30 საათზე
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by gobe » 14 თებ 2009, 23:06

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, ხალხნო! ძალიან მინდოდა წამოსვლა და ვგეგმავდი კიდეც, მაგრამ წინა წუთებში ყველაფერი ალამარიყ დადგა :(

გაიხარეთ!

:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by ARCHILI » 14 თებ 2009, 23:53

ჩემმა რამდენიმე სტუდენტმა ვეღარ მოვდივართო-იმედია, ხვალ არ გამაწითლებენ..

:)
Image

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by Gamge » 15 თებ 2009, 00:30

მეც მინდა წამოსვლა მაგრამ ვერ მოვახერხებ :(((

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 15 თებ 2009, 00:33

ARCHILI


სამაგიეროდ მე დამემატა 2+ კიდე
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by kotetbeli » 15 თებ 2009, 00:34

gobe

ეეჰ :(
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by namcecuna » 15 თებ 2009, 09:14

გავიღვიძე და მოვდივარ :D

იმედია მზესაც გაახსენდება რომ უნდა ადგეს და გამოგვყვეს :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by GOGONA » 15 თებ 2009, 17:01

namcecuna

ადგა და გამოგყვათ :D
Who is John Galt?

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
15.02.2009 ვაჟა-ფშაველას აქცია ჩარგალში

Post by imerkhevli » 15 თებ 2009, 22:01

9-ზე უკვე სახლებში ვიყავით.ნაწილი მაინც.ძალიან კარგი დღე იყო,ფრიად ვისიამოვნეთ......ერთ-ორ ფოტოს დავდებ ,მერე ალბათ ორგანიზატორები გახსნიან შესაბამის თემას .....


ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]