27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:05

==============================================================================================================
მეგრული ტური:

ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი


მარშრუტი:

თბილისი - სენაკი - ციხეგოჯი - ნოქალაქევი - სენაკის ღვთისმშობლის შობის მონასტერი - სენაკი - თბილისი


გეგმა:

I დღე: 27 თებერვალი - პარასკევი ღამე

ღამით გასვლა მატარებლით - ან თბილისი-ზუგდიდი ან თბილისი-ფოთო ან თბილისი-სენაკი.

ჩასვლა დილაბნელს სენაკში.

II დღე: 28 თებერვალი - შაბათი

გამთენიიდან ფეხით ლაშქრობა ციხეგოჯისკენ.

ციხეგოჯის დათვალიერება.

დღის მეორე ნახევარში ციხეგოჯთან, ნოქალაქევში (სავარაუდოდ) ღამისთევა და გაზაფხულის მოსვლის აღნიშვნა, გულიანი მოლხენა დილამდე.

III დღე: 1 მარტი - კვირა

ფეხით წამოსვლა სენაკისაკენ.

სენაკის დედათა მონასტრის მონახულება... სენაკში ჩასვლა. სენაკის დათვალიერება -მენჯის ტაძარი და ა.შ.

შემდეგ კი, სავარაუდოდ, ღამის მატარებლით დაბრუნება უკან თბილისში.


===============================================================================================================


მეგობრებო, მატარებლის ბილეთების ბრონირების საკითხიც გავარკვიე:

მე ჯგუფური ბრონის შეკვეთა გადავწყვიტე და პირობები უკეთესია:

ფულის აგროვების შემდეგ, დავრწმუნდები რა წამომსვლელთა რაოდენობაში, დავწერ წერილს შპს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის" დირექტორის, ბ-ნ თემურ ბულიას სახელზე, რომელიც მდებარეობს ვაგზლის მოედანზე, IV სართულზე.

წერილში წარმოვადგენ პასუხისმგებელ პირს (საკუთარ თავს), ასევე იმას, თუ რამდენ ადამიანზე გვნებავს ბრონი და მივუთითებ მათ ვინაობებს... ასევე როდის გვსურს რომელი მატარებლით წასვლა და შესაბამისად, დაბრუნება...

თითო ბილეთზე დაემატება ბრონის ფასი 1 ლარი...

ჩვენთვის ბილეთები გაიყიდება სავარაუდოდ, 5 დღით ადრე... თუმცა, დეტალებს ბ-ნ თემურ ბულიასთან გავარკვევ განცხადებით მიმართვის დროს...

===============================================================================================================


ხარჯები:

(1) მატარებლის ფული იქით-აქეთ დაახლოებით 20 - 22 ლარი

(2) სამწვადისა და სასმელის ფული = რა ვიცი, ალბათ 5-7 ლარი...
მარხვაზე მყოფთათვის კი შესაბამისი სამარხო სასუსნავი იმავე ანგარიშით...

ჯამში: სავარაუდოდ, 30 ლარამდე.

საჭიროებები:

(1) საძინებელი ტომრები.
(2) კარვები.
(3) თბილი ჩასაცმელები.
(4) საჭმელ-სასმელი, რომელიც მოგვაქვს სახლიდან 2-3 დღის ვარაუდით.
(5) ფანრები.
(6) საწვიმრები.

ტრანსპორტი:

(1) მატარებელი თბილისი-ზუგდიდი 22:00 / 04:32 ჩადის სენაკში.
თბილის-ფოთი 23:35 / 04.46 ჩადის სენაკში.

(2) მატარებელი ზუგდიდი-თბილისი 22:35 / 07:10 ჩამოდის თბილისში.
ფოთი-თბილისი 23:30 / 06.05 ჩამოდის თბილისში.


გაფრთხილება:

(1)რეკომენდაცია მოგვცეს, რომ სადგურში ერთი საათით ადრე ვიყოთ.

(2)რაც შეეხება თბილისში ჩამოსვლას, როგორც ვხედავთ, მატარებლით წამოსვლის შემთხვევაშიც თავისუფლად მოვასწრებთ სამსახურში წასვლას, ორშაბათს, სამსახურებში ყველა უნდა ვიყოთ, უბრალოდ, ცოტა უძილობას დავიჩივლებთ და ეგ არის :wink: ...

მნიშვნელოვანი დეტალები:
Last edited by ARCHILI on 22 თებ 2009, 00:59, edited 30 times in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:06

ფოტოინფორმაცია თამუნა გუდარეხისაგან:
tamuna_gudarexi wrote:ციხე-გოჯის გალავანი

Image

Image

Image

ხედი ზემოდან

Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:07

tamuna_gudarexi wrote:ასეთი ხედია იმ მაღლობიდან, სადაც ასევე მრავლადაა შემორჩენილი უძველესი ნაგებობების ნაშთები

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:10

ფოტოინფორმაცია გიოჰორუსისაგან:
Gio-horus wrote:გაჩერება მეხუთე...........

უძველესი ციხესიმაგრე, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ცნობილი დასახლება....

სენაკის რაიონი.....

ციხეგოჯი.....

იგივე ნოქალაქევი....

და იგივე არქეოპოლისი........
Gio-horus wrote:დიდებული და საიდუმლოებით მოცული...

Image
Gio-horus wrote:Image
Gio-horus wrote:Image

ეკლესია ციხექალაქის შიდა ტერიტორიაზე
Gio-horus wrote:Image


მდინარე ტეხურა.... სწორედ მის პირას არის აშენებული ციხესიმაგრე...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:18

ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რაიონში). VI-VIII საუკუნეებში ეგრისის დედაქალაქი.

იატორიის გადმოცემის თანახმად დააარსა ძვ. წ. III საუკუნეში ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (მისი სახელისაგან არის სახელწოდება "ციხეგოჯი" - ქუჯის ციხე; ბერძნული სახელი - "არქეოპოლისი" ნიშნავს ძველ ქალაქს).

ციხეგოჯის სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა - გაშენებული იყო მდ. ტეხურით სამი მხრიდან მოსაზღვრულ პლატოსა და მისგან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აღმავალი მთის თხემზე. 532 ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა ირან-ბიზანტიის ომისათვის მზადებისას (ეგრისის დიდი ომი 542-562), გაამაგრა ციხეგოჯი. 551 ირანის ლაშქარმა მერმეროეს სარდლობით სცადა ქალაქის აღება, მაგრამ უშედეგოდ (არქეოპოლისის ბრძოლა 551). 555 ციხეგოჯთან ბრძოლაში დამარცხდა ირანის ლაშქარი ნახორაგანის სარდლობით. VIII საუკუნის დასაწყისში ციხეგოჯში არაბთა გარნიზონი იდგა. 30-იან წლებში ქალაქი დაარბია არაბთა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). IX-X საუკუნეებში ციხეგოჯი ისევ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. შემდგომში აქ უკვე მცირე დასახლებაა. XVI-XVIII საუკუნეებში ციხეგოჯი ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენციაა.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:21

ფოტო და არამარტო ფოტოინფორმაცია იმერხეველისაგან:
imerkhevli wrote:ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. · გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონპერემ ("F. Diobua de Monpereoux)წამოაყენა
ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს. ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდება, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I ს.ს.) ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ასევე გამოვლენილია ამ პერიოდის მდიდარი კერამიკული მასალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამფორები.
ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი ("ქუჯის ციხე").
ახ. წ. IVს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. V და VI ს.ს-ში ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. 3 კმ-ის სიგრძის გალავნებით გარშემოტყმული ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ქალაქის გალავნის სამხრეთი ნაწილი მიემართებოდა მდინარის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთით და მიჰყვებოდა ფერდობს.ციტადელის ჩრდილოეთ კედელი კი მთის მწვერვალის გასწვრივ იყო აშენებული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა.



ნოქალაქევის დედაქალაქობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორები - იუსტინიანეს "ნოველა", პროკოფი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებიც პირველად მოიხსენიებენ ამ ქალაქს, სახელით "არქეოპოლისი" ანუ "ძველი ქალაქი." VI საუკუნის ირან-ბიზანტიის ომის აღწერისას ეს ავტორები არქეოპოლისს იხსენიებენ როგორც "უდიდეს და ძველს "მთავარ და უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში." რაც თავისთავად არქეოპოლისის დედაქალაქობას გულისხმობს. ამ ავტორებთან დაცული ინფორმაციის თანახმად არქეოპოლისი (ნოქალაქევი) ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისის სამეფოში. მისი აღება ვერ შესძლო ირანელთა სარდალმა მერმეროემ, რომელიც რამდენიმე ათასი მეომრით, სპილოებით და კრიო-მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას.



ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა ("მურვან ყრუმ") მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და "ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა." აღსანიშნავია, რომ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას

XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევში იყო ციხე და დადიანების სასახლე, ამას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ნაპოვნია XVI-XVIII ს.ს-ის მცირე ზომის სასახლე და ასევე გამოვლენილია ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.


აი,ეს რაც ვიცოდი
Image
Image
Image

Image
Image


Image
Image
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by Int3lig3nt » 09 თებ 2009, 20:24

ვაა, მაგარია :).
სამეგრელოში მხოლოდ მარტვილში ვარ ნამყოფი.

მე მინდა წამოსვლა. იმედია იქამდე რამე არ შემიშლის ხელს :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:28

როგორც ზემოთ, გეგმაში წერია, კვირას ბანაკიდან შეგვიძლია სენაკის დედათა მონასტერში ავიდეთ. თამუნა გუდარეხმა მოგვაწოდა ფოტომასალა ამ მონასტრის შესახებ, რისთვისაც დიდი მადლობა მას:

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by ARCHILI on 09 თებ 2009, 21:21, edited 1 time in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:32

ტურის დაგეგმვის პრიცესში, მთავარია, გავარკვიოთ დეტალები...

რამდენი კილომეტრია სენაკიდან ფეხით სავალი?

სად არის სასურველი დაბანაკება?

სენაკის დედათა მონასტერი ზუსტად სადაა და რამანძილია იქამდე?

იქიდან რამდენი იქნება სავალი სენაკამდე?

და ა.შ.


იქნებ, გვალვამა ც მოგვაწოდოს ინფორმაცია რუკით, როგორი ტრაექტორიები უნდა გავიაროთ, რომ ეს ერთიან სისტემაში მოვაქციოტ და გეგმაც დავხვეწოთ...

ასევე, გიოჰორუსს, იმერხეველს, თამარი გუდარეხს და სხვებს, ვინც კი ამ მხარეს იცნობთ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეკომენდაციები ამ ტურის დასახვეწად,

დიდი მადლობა

არჩილი
Last edited by ARCHILI on 09 თებ 2009, 21:22, edited 1 time in total.
Image

ketuna4
მაწანწალა
Posts: 804
Joined: 18 სექ 2007, 12:17
Location: თბილისი
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ketuna4 » 09 თებ 2009, 20:40

ციხეგოჯი პირველად 2 წლის წინ ვნახე და აღფრთოვანებული დავრჩი. სამწუხაროდ ფირის აპარატი მქონდა და მთელი ლენტი კოდაკმა შეიწირა.
ულამაზესია. ყველა ნანგრევი დავირბინე. სამწუხაროდ მე ვერ წამოვალ მაგრამ აღდგომას სამარგალოში ვატარებ ხოლმე და იდევ ავალ.
თეკლათის მონასტერი კი არ მინახია და რა ლამაზიაააააა. სად არის???

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by tamuna_gudarexi » 09 თებ 2009, 21:16

ARCHILI wrote:როგორც ზემოთ, გეგმაში წერია, კვირას ბანაკიდან შეგვიძლია თეკლათის დედათა მონასტერში ავიდეთ. თამუნა გუდარეხმა მოგვაწოდა ფოტომასალა ამ მონასტრის შესახებ, რისთვისაც დიდი მადლობა მას:

Image

Image

Image

Image

Image
ეს არ არის თეკლათის დედათა მონასტერი. რამდენადაც ვიცი, ეს უნდა იყოს სენაკის ღვთისმშობლობის შობის სახელობის ეკლესია. მენჯის მონასტრიდან წამოსულმა დედებმა აღმოაჩინეს ეკლესიის ნანგრევები და შემდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში ახალი ტაძარი ააგეს.
ფოტოებით გადმოცემული ემოცია მასთან ახლოც ვერ მივა, ადგილზე რა განწყობასაც იწვევს! :)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 21:23

tamuna_gudarexi


თამუნა, შეცდომები გავასწორე უკვე...

შენ თუ ნამყოფი ხარ, გვირჩიე, აბა, როგორ და სად უნდა გადავუხვიოთ, უკანა გზაზე რომ წამოვალთ კვირას? ანუ როგორ მივაგნოთ და ა.შ.?

:)

ანუ... როგორც ვხვდები, სენაკში უნდა ჩამოვიდეთ და მენჯის გზას გავუყვეთ, არა?

თუ როგორ?

დიდი მადლობა
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by tamuna_gudarexi » 09 თებ 2009, 21:39

ARCHILI
სენაკიდან უნდა ავუყვეთ ზემოთ გზას. დაწვრილებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. კარგი ორიენტირების უნარით არ გამოვირჩევი და სამი წლის წინანდელი მარშრუტიც კარგად არ მახსოვს. შეცდომების გამოსარიცხად გადავამოწმებ.

ჰოდა, მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით. იმედია, რამე ხელს არ შემიშლის! :wink:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 21:44

tamuna_gudarexi wrote:ARCHILI
სენაკიდან უნდა ავუყვეთ ზემოთ გზას. დაწვრილებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. კარგი ორიენტირების უნარით არ გამოვირჩევი და სამი წლის წინანდელი მარშრუტიც კარგად არ მახსოვს. შეცდომების გამოსარიცხად გადავამოწმებ.

ჰოდა, მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით. იმედია, რამე ხელს არ შემიშლის! :wink:
ველით შენს ინფორმაციას და უკვე ძალიან გვიხარია, რომ გვიერთდები, ჰოდა... იქნებ, აბა, სრული მარშრუტი ნახო ჩვენს მიერ დაგეგმილი და სადაც შეგიძლია, დაგვეხმარო...

მერე შენ გამოცდილ კარაველ გიდს მიგაბარებთ და ჩვენი ექსკურსიამძღოლიც გახდები... აი, როგორც ახლა ვქენით პუტინა-ლამას ტანდემის მსგავსად...

:)
Image

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
27.02/28.02/01.03 ლაშქრობა ციხეგოჯი-მეგრული ტური

Post by imerkhevli » 09 თებ 2009, 21:46

ARCHILI wrote:ტურის დაგეგმვის პრიცესში, მთავარია, გავარკვიოთ დეტალები...

რამდენი კილომეტრია სენაკიდან ფეხით სავალი?

სად არის სასურველი დაბანაკება?

სენაკის დედათა მონასტერი ზუსტად სადაა და რამანძილია იქამდე?

იქიდან რამდენი იქნება სავალი სენაკამდე?

და ა.შ.


იქნებ, გვალვამა ც მოგვაწოდოს ინფორმაცია რუკით, როგორი ტრაექტორიები უნდა გავიაროთ, რომ ეს ერთიან სისტემაში მოვაქციოტ და გეგმაც დავხვეწოთ...

ასევე, გიოჰორუსს, იმერხეველს, თამარი გუდარეხს და სხვებს, ვინც კი ამ მხარეს იცნობთ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეკომენდაციები ამ ტურის დასახვეწად,

დიდი მადლობა

არჩილი
არჩილ,დასაბანაკენელად ალბათ, ნოქალაქევი აჯობებს,სენაკიდან 17 კმ-ია,თუმცა როგორც ვიცი შხეფშიც ბანაკდებიან ხოლმე... (თუმცა მე მხოლოდ ექსკურსიაზე ვყოფილვარ ბავშვობაში.... თეორიულად შემიძლია ინფორმაციის მოწოდება....... სასიამოვნოც კია.. :D :) :) :) :) ..

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]