27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 00:00

Image

დიდი Fიშ-ტური 1 - სიონის Fიშ-ტური


27 მარტი - პარასკევი

1. გასვლა საღამოს სიონში - პლიაჟებთან ტყეში კარვების გაშლა.

2. დაბანაკება, შეშის მოძიება ფანრებით, ცეცხლი.

3. აღნიშვნა.

პაუნას შერჩევით, ეს ადგილი დაახლოებით აქ უნდა იყოს:

Image

და, თუ იქ დავბანაკდებით, სადაც პაუნა ამბობს, მაშინ ხედი ასეთი გვექნება:

Image


28 მარტი- შაბათი

1. ნაწილი თევზაობს დილიდან.
2. ნაწილი დგება მოგვიანებით, გადის საყდრიონის და ნადოკრას ტაძრების დასათვალიერებლად.
3. საღამოსკენ საერთო შეხვედრა ბანაკში.
4. აღნიშვნა.

29 მარტი - კვირა

1. მოვინახულებთ ალოტთან ახლოს მდებარე ჟალეთის ტაძარს.

კოტეტბელის ხედვითა და გაანგარიშებით, სიონის გადასახვევი საიდანაც იწყება, იქიდან დააახლოებით 12 კილომეტრია, თიანეთის მიმართულებით.

თვითონ სიონიდან ტყე-ტყე გადასვლით საკმაოდ ახლოსაა:

Image


ასე თუ ავალთ 10 კმ გამოდის დაახლოებით

Image

2. ალოტთან მარშრუტკას დავიბარებთ და თბილისის მიმართულებით მარშრუტკით წამოვალთ დღის მეორე ნახევრისაკენ.
3. გზაში საბადურებზე გავჩერდებით ტყეში.
4. მოვინახულებთ თბილისთან არ მოსული, მშრალხევასთან, მამკოდის ტყეში მდებარე მონასტერს.
5. სავარაუდოდ, გვიან საღამოს ჩამოვალთ თბილისში.


1. ტრანსპორტი: კოტეტბელი შეგვპირდა, რომ ჩვენი ტრანსპორტის ორგანიზებას მოახდენდა (თავად უკეთ იცის სიონის მარშრუტკების ამბავი, რადგან ნახევრად იქაურია :) ), მაგრამ ძალიან დაკავებულია და ალბათ ვერ მოახერხა.

მე ან პაუნა იმ კვირის ბოლომდე ვეცდებით გავარკვიოთ და შემოგთავაზებთ...

2. ტენტი: როგორც ზემოთ ვთქვი, დაკოტას აქვს და ან თავად წამოიღებს ან მოგვცემს ან წავართმევთ :lol:

3. ანკესები: მე -1 ცალი, ხაოს 1 ცალი, კიდევ?

4. საძილეები: აქ დავწერ ვის არ ექნება, უფრო პრაქტიკული იქნება, ამისათვის წამომსვლელებმა დაპოსტეთ თუ არ გაქვთ საძინებელი ტომარა დააქ დაგაფიქსირებთ, ამასთან, შევეცდებით, პრობლემა მოვხსნათ :)

5. კარვები: ხაო (+4), პაუნა (+4), ქავთარაძე (+2), ინტელიგენტი (+3)

6. სათადარიგო რესურსები (საძინებლები, კარვები და ანკესები): ჯიმი - საძინებელი და ანკესი (1.0) ზღარბს აქვს კარავი (+4), ლამას (+2).

7. ხარჯები: გზის ფული + საერთო (ზოგს წვენი, ზოგს სოკო, ზოგს წვადი და ა.შ.)

გზა, სავარაუდოდ 10-12 ლარი ორივე მხარე, + საერთო საკვების თანხა...

ალბათ 20 ლარს ავაგროვებთ.

საჭმელს ყველა წამოვიღებთ 2 დღის ანგარიშით.

საერთო ფულიდან, როგორც წესი, ვიყიდით, არამმარხველებისათვის სამწვადეს და ეგეთებს და მარხვიანებისათვის სოკოსა და აეგეთებს, ერთჯერად ჭურჭელს და ა.შ. სტანდარტულ საჭიროებებს...

8. საჭიროებები:

თბილი ტანსაცმელი და ერთი ხელი გამოსაცვლელი მაინც
საწვიმრები (მაინც)
ფანრები
საჭმელ-სასმელი

საჭმელ-სასმელი მოგვაქვს სახლებიდან ორი დღის გათვლით.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


ძეგლები, რომლებსაც ლაშქრობაში ვნახავთ:

ჟალეთის ტაძარზე მცირე ინფორმაცია მოვიძიე:

1. ჟალეთის ბაზილიკა / IX-X ს/ს / დაბა სიონი, ნასოფლარ საყარაულოსთან.

2. ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
1. დარბაზული ეკლესია
2. კოშკი
3. გალავანი
4. სხვა ნაგებობები

ჟალეთის ტაძარი

Image

Image

რაც შეეხება ნადოკრას და საყდრიონის ეკლესიებს, იხილეთ ბმული:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2320

არჩილის მონასტერი ნადოკრაში:

Image

ტაძარი:

Image

წმინდა არჩილის საფლავი

Image


საყდრიონი

Image

აი, ასეთი მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გამოვა ჩვენი Fიშ-ტური...

:)


Image


ჰო... კიდევ საჭირო ინფორმაცია:

Image

და

Image

წყალი იქვეა... ზაფხულში ცოტა მოდიოდა ეხალ ალბათ ბევრიიქნება :D

ეს ადგილი ალბათ ეხლა ესე გამოიყურება

Image

ტრადიციული კარავული წინასწარი შეხვედრა

სია, ალბათ, ჯობია დავხუროთ 22-თვის, ამ დროისათVის მსურველები, იმედია, ჩამოყალიბდებიან, რომ ტრანსპორტის საკითხსა და სხვა დანარჩენში ჩამოვყალიბდეთ...

შემდგომ შევხვდეთ და კარგად ჩამოვყალიბდეთ, ავაგროვოთ ფული და ხაო და მე წავალთ შესაბამის საყიდლებზე...

თუ ვინმე დაგვემატება დაუგეგმავად (ასე ვთქვათ), დიდი სიხარულით მივიღებთ, ცხადია, რაც გვექნება, სიამოვნებით გავუყოფთ...

:)



და...

27.03.09-ს მონაცემები

წამსვლელები:

ლოლა (სულიერად ჩვენთანაა). :)
ქეთუნა4 (პლიუსით და ბავშვებით) და ხაო ( დღეს მიდიან შუადღისას და შეშას დაგვახვედრებენ ჩამსვლელებს :) )


მარშრუტკის შემადგენლობა:

1. არჩილი
2. პაუნა
3. ქავთარაძე
4. პატაპუტინა
5. თავადი
6. სიფრა
7. ელოიზა
8. გაგარინა
9. თებრო
10. Ketis
11. Ketis პლიუსი
12. ტრული
13. პაუნას პლიუსი - მაია "მწარე"
14. ნუსა
15. ტრულის პლიუსი
16. ზვიოსული
17. თებროს პლიუსი

კარვების საკითხი:

ხაო (+5), პაუნა (+5), ინტელას კარავი თებრო(+3), ქავთარაძე (+2), სიფრა (+2) ქეთუნა 4-ის რეზერვები.

ერთი სიტყვით, ვეტევით.

================================================

ჰო, ქეთუნა 4-მა გთხოვათ, ვისაც მინუსიანი საძილე გაქვთ, იქნებ მათხოვოთო და თუ შეგიძლიათ დახმარება, ეგება დაპოსტოთ ან ქეთუნას შეეხმიანოთ.

Last edited by ARCHILI on 16 აპრ 2009, 12:48, edited 30 times in total.

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Linda » 09 თებ 2009, 00:04

ოჰჰჰ რა სიცივე იქნება სიონზე მაგ დროს :D

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by nataliko-nataliko » 09 თებ 2009, 00:05

ამ თემამ ძალიან დამანტერესა, თუმცა 27 მარტამდე დიდი დროა... :roll:
все к лучшему

User avatar
nataliko-nataliko
მაწანწალა
Posts: 702
Joined: 29 აგვ 2008, 21:32
Location: მზის და ვარდების მხარე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by nataliko-nataliko » 09 თებ 2009, 00:07

ARCHILI wrote:არსებობს მესამე ვარიანტიც - ესაა ჯიპ-ფიშ-ტურის მოწყობა, რაც კიდევ უფრო გაადვილებს პროცესს.
ვფიქრობ, მსუბუქი მანქანაც საკმარისია :roll:
все к лучшему

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 00:10

ლინდა, სიცივე ექსრიმას მივათვალოთ :wink:

ხოლო მანქანები მართალია, ხაომაც დაწერა და ვერარ გავასწორე მაგ ნაწილში... ნატალიკო, მადლობა :)


ძალიან კარგი, აი, უკვე დავიწყეთ მუშაობა...

ნელ-ნელა დავხვეწავთ და მივიღებთ შესანიშნავ პროდუქტს :)


ქავთარაძეს დამიძახეთ ვინმემ რააა....


არ გამოვა უმისოდ...


არც ვიზამ...

:D
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by pataputina » 09 თებ 2009, 00:12

ააა....მარტიი??

თუმცა თებერვალს სად აქვს 29

კი არა და

ჰხუხ

მანამდე მაცოცხლა ჯერ......... :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by XAO » 09 თებ 2009, 00:17

სიცივე არაფერია მთავარია წვიმა არ იყოს. :)
მსუბუქი მანქანითაც ახვალ უპრობლემოთ. ასე რომ არაა აუცილებელი ჯიპი იყოს.
ესეთ რამეზე რას იტყვით. 2 ოთახი რო ვიქირაოთ. არც შეგვცივდება და არც წვიმა შეგვაწუხებს. მართალია დონკაზე ვერ დავდოვებთ ანკესებს მარა პაპლაუკზე ვითევზავებთ :)
ტყის ბრძენი
Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Kavtaradze » 09 თებ 2009, 19:55

არჩილიკუნა დიდი მადლობა მოწვევისთვის :)
XAO
ჩვენც ვივარაუდოთ, რომ წვიმა არ იქნება და თუ იქნება კარავი და მისი ჯანი :) მაგასაც აქვს მუღამი, საწვიმარი, ბოლო-ბოლო მანქანაში შევაფარებთ თავს... არის გამოსავალი... ოთახის ქირაობის იდეა რაღაც არ "მესექსუალურა" :D ვგონებ კარავი უფრო კარგი იქნება.
სიონი გამოირჩევა თავისი მოულოდნელობით და შეიძლება თევზი არც გაგვეკაროს , ამიტომ დაგვჭირდება თევზის იმიტატორი და დარდის განმაქარვებელი ორაყი და ბლომად სამწვადე :D
გამოცდილ მეთევზეებსაც დავეკითხები(ბრმად რო ვენდობი ისეთებს) და ადგილს ისინი დაგვაზუსტებინებენ, :) სულ 4-5 ჯერ ვარ ნამყოფი მანდ და სულ სხვადასხვა ადგილებში :) ვკითხავ ძიაკაცებს :) და გაგაგებინებთ პასუხს :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 20:17

Kavtaradze

დიდი მადლობა შენ, რომ შემიგვიერთდი...

:)

მეც ვფიქრობ, რომ ჩვენებურად კარვულად - კარვებით ჯობია...

:)

ამინდზე გობე გადარეკავს თუ არა და - ეგეთები გადაგვიტანია? :wink:

ასე, რომ...

არჩილი, ხაო და ქავთარაძე...

წარმოგიდგენთ ამ ტურს (იხ. სათაური ზემოთ) :wink: და მსურველები არა სიაში, არამედ, ჯერჯერობით ისე გამოგვეხმაურეთ... შეთავაზებებითა და ამ ტურის კიდევ უფრო "გასაინტერესოების" წინადადებებით...

:D
Image

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Bivrili » 09 თებ 2009, 22:33

Image


ალბათ უმაგრესი გასვლა გამოვა...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 22:51

Bivrili wrote:Image


ალბათ უმაგრესი გასვლა გამოვა...

იმედია, შემოგვიერთდები...

:D
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Int3lig3nt » 09 თებ 2009, 22:59

ვახ, კარავის მენეჯერი რა კარგ გასვლებს გვთავაზობს თურმე :).

მე მინდა წამოსვლა.
შარშან გული დამწყდა, რომ ვერ წავედი :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 თებ 2009, 23:09

Int3lig3nt wrote:ვახ, კარავის მენეჯერი რა კარგ გასვლებს გვთავაზობს თურმე :).

მე მინდა წამოსვლა.
შარშან გული დამწყდა, რომ ვერ წავედი :).

მხოლოდ თქვენი დახმარების მეშვეობით... ძმობილო...

მეგობრებო:

რამდენადაც წამომსვლელთა სიის ფორმირება ჯერ შეუძლებელია "ნაადრევობის" გამო, ამიტომ ჩვენ ალბათ მსურველების სიას შევადგენთ ჯერ... თუმცა, თუ გეცოდინებათ, რომ ნამდვილად წამოხვალთ, იმიტომ, რომ დროის კი არ ანაწილებთ რომელ ტურზე წახვალთ, არამედ ტურის მიხედვით გაანაწილებთ დროს, მაშინ მოფიქრებული მოდელით მოვიქცეთ აქაც:

============================================

წამომსვლელები (!!!):

1. არჩილი
2. ხაო
3. ქავთარაძე
4.


მსურველები (???):

1. ბივრილი
2. ინტელა
3.
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Int3lig3nt » 09 თებ 2009, 23:21

ARCHILI
იქამდე კი დიდი დროა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ტურის არჩევანზე არ არის საუბარი...
27-ში ჩემი ძმის დაბადების დღეა, ამ დროს ჩამოდის ხოლმე საქართველოში.
თუ ვერ ჩამოვიდა, წამოვალ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by lama » 10 თებ 2009, 00:14

მოვდივააააააააააარ !!!!!!!!!!!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]