ბუჩიანი - მთავართა
Posted: 14 სექ 2005, 08:59
გთავაზობთ მომავალ შაბათ-კვირას (24-25 სექტემბერს) წავიდეთ ბუჩიანისა და მთავრთას სანახავად.
ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ვარ მანდ ნამყოფი. სოფ. ბუჩიანი ფასანაურამდე არ მისული არაგვის მარცხენა სანაპიროზეა. სოფლის ზემოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორიოდ კილომეტრში არის ეკლესია. ეს ეკლესია მოხატულია, რაც დიდზე დიდი იშვიათობაა ხევში. სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით, ასე 5-8 კმ-ში, სერის თავზე დგას მთავართას ციხე. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხეა რაც კი მინახავს. არა იმდენად სიდიდით, არამედ იმით თუ როგორაა აშენებული - წყობა სამხრეთამერიკულ ნაგებობებს მოგაგონებთ, დიდრონი ლოდები მშრალი წყობით. აი დაახლოებით ისეთი როგორიც გოგიჩაანთ ღელეშია.
პრინციპში ეს ყოველივე ერთ დღეშიც მოსწრებადია. ჩვენზეა დამოკიდებული გვინდა ბანაკი დავცეთ და უბრლოდ ვისიამოვნოთ გარემოთი თუ ავიდეთ ვნახოთ და ჩამოვიდეთ ერთ დღეში.
და კიდევ ერთი იდეა ველო ტურების მოყვარულთათვის: ნაწილი შეიძლება ბუჩიანამდე მანქანით წავიდეთ, ველიკების პატრონები კი შეიძლება თბილისიდანვე თავის რაშებით გამოემგზავრონ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მთავართაზე ველიკებით აისვლება, მაგრამ ალბათ მოინახება გამოსავალი. მაგ. ველიკები საფელში ვინმეს მივაბაროთ (იმედია სანამ მთავრთადან ჩამოვალთ არ იჯირითებენ და არ დააზიანებენ).
აი რუკაც (იგივეა რაც ავენისითვის გამოვდე). ბუჩიანი და მთავართა რუკია მარცხენა ზედა ნაწილშია.