Page 1 of 15

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 13:04
by navigator
მაინტერესებს იმ ადგილების ნახვა სადაც გათხრები მიმდინარეობს.
ვინმე ხომ არ გეგმავს უახლოეს მომავალში იქითკენ რამე ოპერაცია-აქციას? :)

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 13:11
by mika
navigator
შენ დაგეგმე და ჩვენც აგყვებით..............

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 13:47
by David
navigator

ვინმე რა, ჩვენ დავგეგმათ და წავიდეთ....მე წამოვალ...

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 13:55
by navigator
დავგეგმოთ, უბრალოდ თუ ვინმე არის ნამყოფი, კარგს იზამს თუ გამოცდლებას გაგვიზიარებს :)

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 14:13
by David
კახა იქნება მანდ ნამყაფი აუცილებლად...

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 14:14
by Gvalva
navigator

ნამყოფი მე ვარ. ძალიან ლამაზი ადგილია, დმანისის სიონთან არის, თვითონ გათხრების ადგილიც კარგია მარა ირგლივ ციხეა საკმაოდ შტამბეჭდავი. დიდი ტერიტორიაა და კარგი მივლა-მოვლა უნდა. მე ცოტა ვჩქარობდი როცა ვიყავი. თვითონ დმანისის სიონის ადგილმდებარეობაც საკმაოდ საინტერესოა, რაღაცით მომაგონა სამშვილდე, მარა ეხლა ვერ ვიხსენებ რით :)

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 14:19
by David
Gvalva
navigator

მერე ამ შაბათ-კვირას რა წავიდეთ რა მახდება?

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 14:42
by navigator
წავიდეთ რა. თუ ტრანსპორტი მიდის ხო კაი, თუ არა და უნდა შევგროვდეთ საკმარისი რაოდენობა რომ ვიქირავოთ რამე.

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 14:48
by Guest
გაგიკვირდებათ მე არა ვარ ნამყოფი :oops:

მეც დიდი სიამოვნებით წამოვალ.

ამ შაბათს ვაპირებ ჩემი მასწავლებლის იულონ გაგოშიძის გათრების ნახვას - ორი კვირის წინ გავიდა ველზე და 29 სექტემბრამდე იქ იქნება. ამ ძეგლს დედოფლის გორა შეარქვეს. მდებარეობს ქარელის რაიონში. გორი ხაშურის მონაკვეთში სოფელ საღოლაშენს რომ გაცდებით ტრასიდან მარცხნივ (ჩრდილოეთითაა გადასახვევი). ძეგლი ტრასიდან ასე ერთ კილომეტრში ან უფრო ნაკლებშია სოფ. დოღლაურთან.

იულონი თხრის მრავალფენიან ძეგლს ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ვიდრე ადრექრისტიანული ხანით დამთავრებული. მაგრამ ყველაზე მინშვნელოვანი მაგ ძეგლზე ძვ. წ. 2 საუკუნის ბოლოსა და 1 საუკუნის დასაწყისში აშენებული და ახ. წ. 1 საუკუნის ბოლოს დანგრეული სამეფო სასახლეა. ბრწყინვალედ შემორჩენილი არქეოლოგიური ძეგლის კვალობაზე. მანდ რა მოხდა - სასახელ აშენებული იყო ალიზით ანუ გამოუმწვარი თიხის აგურებით. კადლებში მრავლად იყო ჩატანებული ხის მორები, ასე ვთქვათ, არმატურად. გადახურვაც ხის იყო. გორა ზედ მტკვრის პირასაა და მუდმივად ქარი უბერას. როცა გადაიწვეს, როგორც ჩანს კარგა გვარიანი ქარი იყო ხოდა ამ მორებმა რომელიც თავისათავად სწვავია კიდევ ითამაშეს საბეველის როლი და ტემპერატურა იქამდე ავიდა, რომ ალიზი (თიხა) ადუღდა და იატაკზე დაიქცა, გაციების შემდეგ წიდად იქცა, რომლის დასანგრევად ლომებია საჭირო. ამან კველაფერი რაც იატაკზე იყო გადაარჩინა - ასე ვთქვათ დააკონსერვა (ზაფრანის ფოთლის ჩათვლით - ჩემი თვალით მაქვს ნანახი - იმ სეზონზე მეც იქ ვმუშაობდი).

სიტყვა ძალზე გამიგრძელდა და თან აშკარად ოფტოპიკია მაგრამ ასეთ რაღაცეებზე თავს ვერ ვიკავებ ხოლმე :roll:

დმანისში ნამდვილად მინდა წამოსვლა გააჩნია როდის წახვალთ.

ამ შაბათს კი ჩემი მანქნით სადაც სამწუხაროდ ადგილი არ მაქვს (ჩემებს დავატარებ ხოლმე თან) იულონთან მივდივარ. თუ თქვენ ტრანსპორტს იშოვით შეგიძლიათ შემოგვიერდეთ.

წინასწარ გაფრთხილებთ არც იფიქროთ არქეოლოგიურ ადგილებში კეშის დამალვის შესაძლებლობაზე!

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 14:51
by Kakha
სტუმარი მე ვარ - რატომღაც შემმა კოპიუტერმა (თუ კარვის სერვერმა) ვერ მიცნო

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 15:34
by navigator
Kakha
მომავალ შაბათ-კვირას (24-25 სექტემბერს) გეცლება?

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 15:42
by Kakha
ჯერ-ჯერობით მცალია თუ მაგ დროს ჩემა მეგობრებმა რთველში არ დამპატიჟეს - უარს რთველზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. საბოლოოდ 24-25-ის გეგმები 19-20-ში მეცოდინება.

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 16:16
by Gvalva
მეც წამოვალ, რადგან როგორც ვთქვი კარგად ვერ ვნახე პირველ მისვლაზე :)

დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 16:22
by navigator
Gvalva
ვაა, წავსულვართ და ეგაა
აბა დავიწყოთ პირველ მოერეზე გადათვლა


1,2) მე+1;
3) Gvalva;
4) David;
5) mika;




დმანისი

Posted: 12 სექ 2005, 16:52
by Gvalva
დიდი ხანია შევამჩნიე რომ შაბათ-კვირების რიცხვი კატასტროფულად არასაკმარისია :roll: