კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები
Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 12 სექ 2005, 13:04
მაინტერესებს იმ ადგილების ნახვა სადაც გათხრები მიმდინარეობს.
ვინმე ხომ არ გეგმავს უახლოეს მომავალში იქითკენ რამე ოპერაცია-აქციას?

-
mika
- იეტი
- Posts: 1449
- Joined: 26 მაი 2005, 20:50
Post
by mika » 12 სექ 2005, 13:11
navigator
შენ დაგეგმე და ჩვენც აგყვებით..............
medical student
-
David
- მაწანწალა
- Posts: 382
- Joined: 17 ივნ 2005, 19:08
- Location: Tbilisi
Post
by David » 12 სექ 2005, 13:47
navigator
ვინმე რა, ჩვენ დავგეგმათ და წავიდეთ....მე წამოვალ...
"Ñõрõóøтõ ßрøрþôу - Üðть Òðшу!!!"
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 12 სექ 2005, 13:55
დავგეგმოთ, უბრალოდ თუ ვინმე არის ნამყოფი, კარგს იზამს თუ გამოცდლებას გაგვიზიარებს

-
David
- მაწანწალა
- Posts: 382
- Joined: 17 ივნ 2005, 19:08
- Location: Tbilisi
Post
by David » 12 სექ 2005, 14:13
კახა იქნება მანდ ნამყაფი აუცილებლად...
"Ñõрõóøтõ ßрøрþôу - Üðть Òðшу!!!"
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 12 სექ 2005, 14:14
navigator
ნამყოფი მე ვარ. ძალიან ლამაზი ადგილია, დმანისის სიონთან არის, თვითონ გათხრების ადგილიც კარგია მარა ირგლივ ციხეა საკმაოდ შტამბეჭდავი. დიდი ტერიტორიაა და კარგი მივლა-მოვლა უნდა. მე ცოტა ვჩქარობდი როცა ვიყავი. თვითონ დმანისის სიონის ადგილმდებარეობაც საკმაოდ საინტერესოა, რაღაცით მომაგონა სამშვილდე, მარა ეხლა ვერ ვიხსენებ რით

-
David
- მაწანწალა
- Posts: 382
- Joined: 17 ივნ 2005, 19:08
- Location: Tbilisi
Post
by David » 12 სექ 2005, 14:19
Gvalva
navigator
მერე ამ შაბათ-კვირას რა წავიდეთ რა მახდება?
"Ñõрõóøтõ ßрøрþôу - Üðть Òðшу!!!"
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 12 სექ 2005, 14:42
წავიდეთ რა. თუ ტრანსპორტი მიდის ხო კაი, თუ არა და უნდა შევგროვდეთ საკმარისი რაოდენობა რომ ვიქირავოთ რამე.
-
Guest
Post
by Guest » 12 სექ 2005, 14:48
გაგიკვირდებათ მე არა ვარ ნამყოფი
მეც დიდი სიამოვნებით წამოვალ.
ამ შაბათს ვაპირებ ჩემი მასწავლებლის იულონ გაგოშიძის გათრების ნახვას - ორი კვირის წინ გავიდა ველზე და 29 სექტემბრამდე იქ იქნება. ამ ძეგლს დედოფლის გორა შეარქვეს. მდებარეობს ქარელის რაიონში. გორი ხაშურის მონაკვეთში სოფელ საღოლაშენს რომ გაცდებით ტრასიდან მარცხნივ (ჩრდილოეთითაა გადასახვევი). ძეგლი ტრასიდან ასე ერთ კილომეტრში ან უფრო ნაკლებშია სოფ. დოღლაურთან.
იულონი თხრის მრავალფენიან ძეგლს ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ვიდრე ადრექრისტიანული ხანით დამთავრებული. მაგრამ ყველაზე მინშვნელოვანი მაგ ძეგლზე ძვ. წ. 2 საუკუნის ბოლოსა და 1 საუკუნის დასაწყისში აშენებული და ახ. წ. 1 საუკუნის ბოლოს დანგრეული სამეფო სასახლეა. ბრწყინვალედ შემორჩენილი არქეოლოგიური ძეგლის კვალობაზე. მანდ რა მოხდა - სასახელ აშენებული იყო ალიზით ანუ გამოუმწვარი თიხის აგურებით. კადლებში მრავლად იყო ჩატანებული ხის მორები, ასე ვთქვათ, არმატურად. გადახურვაც ხის იყო. გორა ზედ მტკვრის პირასაა და მუდმივად ქარი უბერას. როცა გადაიწვეს, როგორც ჩანს კარგა გვარიანი ქარი იყო ხოდა ამ მორებმა რომელიც თავისათავად სწვავია კიდევ ითამაშეს საბეველის როლი და ტემპერატურა იქამდე ავიდა, რომ ალიზი (თიხა) ადუღდა და იატაკზე დაიქცა, გაციების შემდეგ წიდად იქცა, რომლის დასანგრევად ლომებია საჭირო. ამან კველაფერი რაც იატაკზე იყო გადაარჩინა - ასე ვთქვათ დააკონსერვა (ზაფრანის ფოთლის ჩათვლით - ჩემი თვალით მაქვს ნანახი - იმ სეზონზე მეც იქ ვმუშაობდი).
სიტყვა ძალზე გამიგრძელდა და თან აშკარად ოფტოპიკია მაგრამ ასეთ რაღაცეებზე თავს ვერ ვიკავებ ხოლმე
დმანისში ნამდვილად მინდა წამოსვლა გააჩნია როდის წახვალთ.
ამ შაბათს კი ჩემი მანქნით სადაც სამწუხაროდ ადგილი არ მაქვს (ჩემებს დავატარებ ხოლმე თან) იულონთან მივდივარ. თუ თქვენ ტრანსპორტს იშოვით შეგიძლიათ შემოგვიერდეთ.
წინასწარ გაფრთხილებთ არც იფიქროთ არქეოლოგიურ ადგილებში კეშის დამალვის შესაძლებლობაზე!
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 12 სექ 2005, 14:51
სტუმარი მე ვარ - რატომღაც შემმა კოპიუტერმა (თუ კარვის სერვერმა) ვერ მიცნო
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 12 სექ 2005, 15:34
Kakha
მომავალ შაბათ-კვირას (24-25 სექტემბერს) გეცლება?
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 12 სექ 2005, 15:42
ჯერ-ჯერობით მცალია თუ მაგ დროს ჩემა მეგობრებმა რთველში არ დამპატიჟეს - უარს რთველზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. საბოლოოდ 24-25-ის გეგმები 19-20-ში მეცოდინება.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 12 სექ 2005, 16:16
მეც წამოვალ, რადგან როგორც ვთქვი კარგად ვერ ვნახე პირველ მისვლაზე

-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 12 სექ 2005, 16:22
Gvalva
ვაა, წავსულვართ და ეგაა
აბა დავიწყოთ პირველ მოერეზე გადათვლა
1,2) მე+1;
3) Gvalva;
4) David;
5) mika;
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 12 სექ 2005, 16:52
დიდი ხანია შევამჩნიე რომ შაბათ-კვირების რიცხვი კატასტროფულად არასაკმარისია
