Page 1 of 24
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 24 დეკ 2008, 23:34
by Mta Mkvarebia
როგორც კენჭისყრის შედეგად გაირკვა, კარველთა უმრავლესობას ახალი წლის შეხვედრა წაღვერში, სასტუმრო "ნატვრის ხე"-ში სურს.
აი მათი სია. ამათ დაემატა ახალი წლის ყაზბეგში აღნიშვნის მსურველებიც. თუმცა მათ ნაწილს პასუხი ჯერ კიდევ არ შეუტყობინებია. გთხოვთ ხვალამდე მიპასუხოთ მესიჯებზე ან აქვე დაწეროთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.
1. Int3lig3nt
2. მთა მყვარებია (ს)
3. L-O-M-I
4. saskva
5. თიკო_ღ
6. nataliko-nataliko
7. ნამცეცუნა (ს)
8. ზვიოს თოვლი
9. ზვიოს ფიფქია
10. KSOVRELI
11. თუთა
12. თუთა +
13. ბუბა ვანსკი 99%
14-15-16. ილია, მაიკო და 3 ბოვში
17. თამუსია
18. თიკალო
19. ზღარბი
20. კოლხი გოგო (ს)
21. კონსტანტინე
22.GAMARJOBA SAKARTVELO
23. თეო ტირე (ს)
24. naia
25. ლამა -
თუ კიდევ ვინმეს გსურთ დროულად გადაწყვიტეთ.
ხვალ დავჯავშნი 25 კაცზე სასტუმროს.
შეგახსენებთ სასტუმროში არის მხოლოდ 36 თავისუფალი ადგილი. იმ კარველების საყურადღებოდ, ვინც 1 იანვარს აპირებს ჩვენთან შემოერთებას.
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 24 დეკ 2008, 23:41
by Mta Mkvarebia
აი ამ სასტრუმროს შესახებ:
Int3lig3nt wrote:
...დავბრუნდით ისევ წაღვერში, სასტუმრო ”ნატვრის ხეში”, რომელიც ციცინომ შემოგვთავაზა.
ერთი ნაკლი ამ სასტუმროს ის აქვს, რომ შიგ წაღვერში, ტრასაზე მდებარეობს (ტყიდან ნახევარ კილომეტრში, შეიძლება ცოტა მეტიც).
ჰო და კიდე მეორე, ორ ადგილიან ნომრებს (სულ 3-4 ნომერია ასეთი) სველი წერტილი არ აქვს და საერთოთი უნდა ისარგებლონ (საერთო ორი სველი წერტილია და ოთხი ხელსაბანი, ასე მახსოვს).
დანარჩენი ნომრები, 3 და უფრო მეტი 4 ადგილიანია (თავისი სველი წერტილებით). აქედან ორი საწოლი ერთმანეთზე დგას, მაგრამ ჩამოდგმა პრობლემა არ არის

.
ინტერიერის ფოტოებს აქვე გთავაზობთ, რომ თვითონ შეაფასოთ.
ფასი წინა ვარიანტისგან განსხვავდება მხოლოდ 5 ლარით, თუკი 20-ზე მეტი მოვგროვდებით, ანუ 35 ლარი.
ხოლო თუ 20-ზე ნაკლები ვიქნებით, 40 ლარიო.
აი ფოტოებიც.

Mta Mkvarebia wrote:დავურეკე სასტუმრო "ნატვრის ხის" მეპატრონეს ზოგიერთი დეტალის გასარკვევად, თუმცა, ვუთხარი რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია და რომ პასუხს 25-ში შევატყობინებთ.
მითხრა რომ ჩვენთვის ექნება მაქსიმუმ 36 ადგილი, იმ შემთხვევაში თუ ვინმეს მოუნდება 1-ში შემოერთება. 2 ნომერი რომ დაჯავშნულია ამაზე ვწერდით უკვე, თუმცა ისინი პასუხს 26-ში შეატყობინებენ. შეგვპირდა რომ სხვას არ მიიღებს და ეს 36 ადგილი მზადყოფნაში ექნება. თუმცა აქედან მხოლოდ 6 ნომერია ინდივიდუალური სველი წერტილით და ცხელი წყლით, ანუ 24 ადგილი (ნომრები 4-4 ადგილიანია). მესამე სართულზე განლაგებული 2-ადგილიანი ნომრები სველი წერტილის გარეშეა.
ასევე ვკითხე ფასი კვების გარეშე - 20 ლარიო მითხრა. შეგახსენებთ სამჯერადი კვებით ფასდაკლების (20 და მეტი ადამიანი) შემთხვევაში 35 ლარია.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:გავალთ 31ში, წამოვალთ 3ში.
გამგზავრების დროებს, ფასს, სარეიოსო მიკროავტობუსების განრიგს ხვალ-ზეგ მოგაწვდით.
ვფიქრობ, რომ 2-3 ნაწილად გავემგზავრებით
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 24 დეკ 2008, 23:47
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:მართლა ძალიან მყუდრო სასტუმროა, სიამოვნებით რომ შეხვდები იქ ახალ წელს ისეთი. სასადილო არ არის ძალიან დიდი (ფოტოებზე უფრო პატარა ცანს

), თუმცა 20 კაცი თავისუფლად დაეტევა და პატარა საცეკვაო ადგილიც დარჩება (ხალხის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ცეკვა შემოსასვლელშიც შეიძლება)
მუსიკალური ცენტრიც აქვს დიასახლისს მძლავრი დინამიკებით.
მენიუზეც ვესაუბრეთ. ჩვეულებრივი მენიუ აქვთ ფაფებით, ან პილმენი არაჟნით, სალათებით, წვნიანით, და გარნირიანი კატლეტით ან სოუსით, მაგრამ საახალწლოდ ახალი წლის შესაბამის სუფრას დაგახვედრებთო, თუმცა თქვენც იზრუნეთ საახალწლო სუფრის შევსებაზეო, გვითხრა. თუ ამ ვარიანტს დავჯავშნით, შევატყობინებთ მარხვაზე რამდენი კაცი იქნება და სამარხვო მენიუსაც შემოგვთავაზებენ.
ასე რომ პიემში შემატყობინეთ რამდენი ადამიანისთვის შევუკვეთო სამარხვო მენიუ.
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:05
by Int3lig3nt
Mta Mkvarebia
თუ კიდევ დარეკავ, უთხარი, ერთი ლურსმანი სადმე მიაჭედონ, შლაპა ხომ უნდა დავკიდო რამეზე?!
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:10
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
არ გადამრიო, მოხდას აპირებ?

ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:12
by Int3lig3nt
Mta Mkvarebia
არ გადამრიო, მოხდას აპირებ?
არა, რას ამბობ... გამოსაცვლელი მომაქვს

ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:40
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:შევხედოთ, რითი წავალთ.
დავადგინოთ მატარებლის გრაფიკი.
ეგებ, ბევრისთვის, მართლაც მოსახერხებელი იყოს მატარებლით გამგზავრება.
თუმცა, მოხერხებელი კია.ჯერ ბორჯომში უნდა ჩახვიდე, მერე გადაჯდე.
სარეისო კი პირდაპირ წაღვერთან მიდის.
მე დილიდანვე სიამოვნებით გავემგზავრებოდი.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:სასტუმროს ოთახების განაწილებას რაც შეეხება:
ვფიქრობ, უსამართლობა იქნება, დილით წასულებმა აბაზანიანი ოთახები დაიკავონ, საღამოს წამოსულები დაიჩაგრონ.
ამისთვის ადგილზე სიმბოლური კენჭისყრა მოვაწყოთ.
თუ რომელიმე ადრე ჩასულს გამოცვლა ან მოსვენება მოუნდება, დროებით რომელიმე ოთახი გამოვყოთ
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:43
by Mta Mkvarebia
გეთანხმები,
გოგა
თუმცა ჩემთვის სულერთია აბაზანიანში შევალ თუ უაბაზანოში, იმ პირობთ რომ მეც ვისარგებლებ ცოტა ხნით

.
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:46
by namcecuna

ვინმე რომ მომადგეს და მითხრას შენი აბაზანით ვისარგებლებო-რა გული უნდა მქონდეს რომ უარი ვუთხრა?>
(ეს იმ შემთხვევაში-თუ მეც შემხვდა ასეთი ფუფუნება

-იმედია უკუდამოკიდებულებაც ასეთი იქნება

)
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:50
by Int3lig3nt
შევხედოთ, რითი წავალთ.
დავადგინოთ მატარებლის გრაფიკი.
ეგებ, ბევრისთვის, მართლაც მოსახერხებელი იყოს მატარებლით გამგზავრება.
თუმცა, მოხერხებელი კია.ჯერ ბორჯომში უნდა ჩახვიდე, მერე გადაჯდე.
სარეისო კი პირდაპირ წაღვერთან მიდის.
მე დილიდანვე სიამოვნებით გავემგზავრებოდი
http://www.railway.ge/samg/TrainCharacteristics.aspx
აბა აქ ნახეთ, ურევს ჩემთან რატომღაც
სასტუმროს ოთახების განაწილებას რაც შეეხება:
ვფიქრობ, უსამართლობა იქნება, დილით წასულებმა აბაზანიანი ოთახები დაიკავონ, საღამოს წამოსულები დაიჩაგრონ.
ამისთვის ადგილზე სიმბოლური კენჭისყრა მოვაწყოთ.
თუ რომელიმე ადრე ჩასულს გამოცვლა ან მოსვენება მოუნდება, დროებით რომელიმე ოთახი გამოვყოთ
სამართლიანია

.
ისე, ნაიას იდეაც დავწეროთ ბარემ აქ, საახალწლო საჩუქარს რაც შეეხება.
თუმცა ალბათ თვითონ დაწეროს, ჯობია

.
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:51
by teo-
აბაზანაზე საერთოდ არ მაქ პრობლემა მარა ჩემნაირი ღამურრასთვის 2 კაციანი მეცოტავება ნომერი:P..

ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 00:55
by Int3lig3nt
ნომრების გაცვლა-გამოცვლაზე რას იტყვით

?
პირველ ღამეს სხვასთან რომ იყო და მეორე ღამეს სხვასთან

.
ისე, მე თუ 4 ადგილიანი ნომერი შემხვდა, რამე საინტერესოს თუ შემომთავაზებთ, გაგიცვლით

ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 01:19
by Mta Mkvarebia
Int3lig3nt
სულ წავიდა ეს ბიჭი ხელიდან
მოკლედ ნაიას ერთმანეთისათვის საჩუქრების გაკეთებისიდეა აქვს. მაგრამ აუცილებელი არაა, თითო ადამიანმა 25 კაცს გაუკეთოს საჩუქარი, საკმარისია მხოლოდ ერთი, შეფუთული საჩუქრით შემოიფარგლოს, ისე რომ არ ჩანდეს რა საჩუქარია ეს (სასურველია ყუთში იდოს), მოხდება გათამაშება და არავინ დარჩება საჩუქრის გარეშე. მაგრამ ამ გათამაშებას თამაშის სახე ექნეწბა, შესაძლებელი საჩუქრის სხვისთვის წართმევა, თან სამჯერ. თამაშის წესებს ნაია ადგილზე გაგვაცნობს. თქვენ კი საჩუქრები წამოიღეთ, არ დაგავიწყდეთ

ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 01:39
by Int3lig3nt
Mta Mkvarebia
სულ წავიდა ეს ბიჭი ხელიდან
შენ რა, რამე ცუდი იფიქრე?!
მოკლედ, მართლა წავიდნენ ეს კარაველი ქალები ხელიდან.
ერთი ცუდ რაღაცეებს ფიქრობს, მეორე მამაკაცებს ესაუბრება ლოგინიდან...
ნწ... ნწ... ნწ...
ახალი წელი 2009 წაღვერში
Posted: 25 დეკ 2008, 08:01
by nataliko-nataliko
უეჭველად მოვდივარ მე. აი, როდის ეგ კი არ ვიცი ჯერ...
ვეცდები დღეს საღამომდე გავარკვიო 31 ში რა გრაფიკით ვმუშაობ
