ტრადიციული ჯიპტური ქოზიფას მონასტერში
Posted: 11 დეკ 2008, 17:50
ქოზიფას მონასტერში საახალწლოდ გასვლის ტრადიციას ვაგრძელებთ.
კვირას 28 დეკემბერს, დილის 8 საათზე, ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან და გავდივართ ქოზიფას მონასტერში.
ქოზიფამდე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ჯიპებით, გზა თოვლიანია და გაყინული
ბერებისათვის მცირედი სანოვაგეს თუ წავიღებთ კარგი იქნება, ზამთრობით მათთან თითქმის ვერავინ ადის.
გზაზე გავივლით ციცისვილების კოშკს სადაც დღეს დედათა მონასტერია, შემდეგ კი გავაგრძელებთ გზას ქოზიფას მონასტერისკენ გზაზე ვნახავთ გაყინული წყლის ვებერთელა ლოლოებს,დავათვალიერებთ მონასტერსა და აკლდამას, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე სხვას ვერაფერს მოვასწრებთ, მოგეხსენებათ დღე ძალიან მოკლეა, მითუმეტეს რომ იქვე უნდა ვისადილოთ რასაც სულ მცირე 1-2 საათი დასჭირდება. საკვები ყველამ დამოუკიდებლად წამოიღოს ჟობია, ან ეკიპაჟებმა იყიდოს დამოუკიდებლად.
თუ მაინც დაგვრჩა დრო შეგვიძლია ყინწვისი ვნახოთ.
რამდენიმე დეტალი: ხეობაში როგორც წესი ყოველთვის თოვლია, გზა კი გაყინული. მანქანებით თუ დიდი თოვლი იქნა ბოლო სოფლამდე მივალთ და მერე ფეხით ვიჭრაჭუნებთ, თუ თოვლი ძალიან დიდი არ იქნა შეიძლება მონასტრამდე ბოლომდეც ასვლა.
მე და ჩემი ეკიპაჟი მზად ვართ
მაკენას ეკიპაჟი:
მასაი
მაკენას +
ნინი ა
მაკენას მეორე +