Page 1 of 24

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 01 დეკ 2008, 17:15
by ARCHILI
თემა გადმოტანილია რჩევებიდან ANIKOKOL-ს თხოვნით

მეგობრებო, მაინტერესებს, როგორ შეიძლება შიო-მღვიმეში ფეხით, ისე რომ ერთ დღეში კდეც წავიდე და კიდეც ჩამოვიდე...

ტრანსპორტი ყველაზე ახლო წერტილამდე სად მიდის და იქიდან როგორი მარშრუტით უნდა ავიდეთ და ა.შ.

მოკლედ, თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ, დიდი მადლობელი დაგრჩებით..

პატივისცემით,
არჩილი

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 01 დეკ 2008, 17:48
by namcecuna
მცხეთიდან, დედათა მოპნასტრიდან ადის გზა, მე რომლითაც ვიყავი, მაქედან უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ არის, იქვე ტაქსები დგანან, რომლიბიც 20 ლარად აგიყვანენ, თუ გინდა დაგელოდებიან-საათი 5 ლარი.

გზას მანქანით დაახლოებით 35-45 წუთი უნდა, კილომეტრაჟი არ ვიცი.

ეს ყველაფერ ზაფხულში "გავიარე'" და ალბათ არაფერი შეცვლილა.

;)

ისე, კარგი იდეაა, მე და ჩემი მეგობარი კიდევ ვფიქრობთ წასვლას და თუ ისეთ დროს წახვალ, რომ შევძლოთ-სიამოვნებით შემოგიერთდებით ;)

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 01 დეკ 2008, 17:55
by ARCHILI
namcecuna


დიდი მადლობა ცაცუნა...

და იქვე სადმე რამე სოფელი არ არის, სადაც მარშრუტკა დადის?

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 01 დეკ 2008, 18:06
by namcecuna
ARCHIL_i

მე როგორც ვიცი არ არის. ქვემოთ რაღაც არის, ხიდი ყოფილა ადრე იქედან და ის ხიდი დაინგრაო. ასე რომ ერთი გზა მცხეთიდანაა, მეტი არ ვიცი.

არაფრის არჩილ ;)

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 01 დეკ 2008, 18:07
by ARCHILI
namcecuna



დიიიიდიიიი მადლობა ცაცუნა


:)

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 02 დეკ 2008, 11:51
by lama
ARCHIL_i
წეროვნიდანაც შეგიძლია ჩასვლა :)

და მერე იქიდანვე (წეროვნიდანვე) დაბრუნება :)

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 02 დეკ 2008, 20:59
by ARCHILI
lama wrote:ARCHIL_i
წეროვნიდანაც შეგიძლია ჩასვლა :)

და მერე იქიდანვე (წეროვნიდანვე) დაბრუნება :)
გაიხარე კახაბერ და ეგებ უფრო დაზუსტებულად ჩამომიყალიბო მარშრუტი?

რამდენი კმ-ა, როგორ წავიდე და ა.შ.


წინასწარ დიდი მადლობა

არჩილი

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 02 დეკ 2008, 22:38
by lama
ARCHIL_i wrote:
lama wrote:ARCHIL_i
წეროვნიდანაც შეგიძლია ჩასვლა :)

და მერე იქიდანვე (წეროვნიდანვე) დაბრუნება :)
გაიხარე კახაბერ და ეგებ უფრო დაზუსტებულად ჩამომიყალიბო მარშრუტი?

რამდენი კმ-ა, როგორ წავიდე და ა.შ.


წინასწარ დიდი მადლობა

არჩილი
მოკლედ უნდა ჩახვიდე სოფელ წეროვანში, რომელიც ნატახტარის გადასახვევის შემდეგ 2 კილომეტრშია დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე :)

ჩამოხვალ სოფელ წეროვანის გადასახვევთან და შეხვალ სოფელ წეროვანში

მოინახულებ წეროვნის ულამაზეს დარბაზულ ეკლესიას... შემდგომ გადახვალ გვერდზე სოფელში, რომელსაც სხალტბა ქვია. აქაც იხილავ სხალტბის ულამაზეს კვირაცხოველის ეკლესიას, რომელსაც სულ ახლახანს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. დააწვები დასავლეთისკენ გაივლი 4 კილომეტრს და შეხვალ ტყეში და შენს წინ გადაიშლება შიო-მღვიმის მონასტრის ულამაზესი ხედი (მონასტერს თავზე დაადგები და სარკინეთის კლდეებს თავზე მოექცევი)

და მერე უკვე დაუყვები ბილიკ-ბილიკ გზას... ჩახვალ ჯერ ჯვარისმამის ეკლესიაში და მერე კი თავად შიო-მღვიმეში

დრო:

სოფელ წეროვნიდან შიომღვიმემდე ჩახვალ 3-4 საათში მაქსიმუმ :)

მოკლედ წარმატებულ ლაშქრობას გისურვებ

ძმის გულო :)

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 03 დეკ 2008, 10:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
lama
ლ(ი/)ამას კარგი გეზი აქვს დადებული.
მისი ნებართვით, გეზს დავაზუსტებ:
ჩქაროსნულიდან წეროვანამდე 1,5 კმია. 20 წუთში სოფელში შეხვალ.
მერე დასავლეთისკენ კი არა, ჩრდილო-დასავლეთისკენაა გზაა.
იქ ბევრი ბილიკია.
ამიტომ, გირჩევთ, სოფელში ბილიკის მიმართულება კგდ დააზუსტოთ.
გზაზე წყაროც არის.
5,5 კმია და არა 4.
უკან ამავე გზით დაბრუნება გაცილებით რთულია. სამანქანო გზას თუ დაუყვებით, 14 კმს გავლის შემდეგ,
პირდაპირ სამთავროსთან ჩამოხვალთ.
პრინციპში, ალაგ-ალაგ ბილიკები გზას ამოკლებენ, მაგრამ მთა-გორიანობის გამო, 1 დღეში ეს ძნ დაგღლით

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 03 დეკ 2008, 10:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
მე2 და ექსტრემალური გზაა ჭილის ტბიდან.
დიდუბის ავტოსადგურიდან სარეისო ავტობუსს მუხათგვერდის სასაფლაომდე 40 თეთრად აგიყვანს.
იქიდან ტბამდე ფეხით დაახლოებით 4 კმ უნდა იარო.
როგორც კი ტბას დაინახავ, ხელმარჯვნივ გადაუხვევ. ისე უნდა იარო, რომ თბილისის მასივების ხედები ზურგით მოგექცეს.
1,5 კმის შემდეგ სერს მიადგები.
გადასახედი მცხეთის მთებზეა.
მთებს იქით კი შიო მღვიმეა.
მთიანობის გამო, სასიარულოდ მეტად რთულია. 8 კმის გავლაა საჭირო.

ჭილის ტბის მონაცემები იხილე "ლაშქრობებში".
შეგიძლია, საძიებო პროგრამა გამოიყენო

აქ შიო მღვიმის ნაცვლად შეცდომით ზედაზენი მქონდა ნახსენები და კიდევ კგ, დავინახე და ჩავასწორე

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 05 დეკ 2008, 00:42
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO


და

ლამა


ძალიან დიდი მადლობა

ძმები ხართ...

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 05 დეკ 2008, 15:15
by pataputina
მმმ
მე ვიყავი ერთხელ ფეხით
ძეგვიდან გადავედით
და
2-3 საათი ვიარეთ
მეტი არ...



:roll:

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 05 დეკ 2008, 22:21
by ARCHILI
pataputina wrote:მმმ
მე ვიყავი ერთხელ ფეხით
ძეგვიდან გადავედით
და
2-3 საათი ვიარეთ
მეტი არ...



:roll:
დამიზუსტე რა როგორ და სად იარეთ...


ძალიან დიდი მადლობა

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 06 დეკ 2008, 20:40
by pataputina
ARCHIL_i
ე.ი.
დიდი ხნის წინ ვიყავი და დეტალები არ მახსოვს სად და როგორ ვიარე
მაააააააგრამ
მოკლედ ძეგვში სჯობს მატარებლით წახვიდე
ორი სადგურია
მეორე სადგურში უნდა ჩამოხვიდე
და
იქნევა გადასასვლელი ხიდი შიო მღვიმეს მხარეს
რომ გადახვალ ხიდზე მინდორ-ველებია
ივლი ივლი და გადაივლი
2 საათში
:roll:
ხიდზე რომ გადახვალ
შიომღვიმეს დაინახავ
და
მიხვდები როგორც უნდა მიხვიდე
ალბათ
:lol:


პ.ს. თუ დაიკარგე ან მგლებმა შეგჭამეს, პასუხს არ ვაგებ............ :roll:

08.02.09, შიო-მღვიმეში ფეხით

Posted: 06 დეკ 2008, 23:06
by namcecuna
pataputina

მე ამ ზაფხულს მგონი სწორედ მაგ ხიდის შესახებ მითხრეს-რომ იყო და აღარ არისო... :roll: