Page 1 of 10
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 10:41
by Truli
მეგობრებო, შატილის ასულის მოსაგონარ თემაში უკვე დავწერე...
მეგობრებო, შატილის ბოლო თხოვნა ჩემდამი იყო რომ დიდგორში წავსულიყავი კარველებთან ერთად და ხეები დამერგა. შატილსაც უნდოდა იქ წასვლა.... მაგრამ როდესაც წავედით, თამუნა უკვე კომაში იყო და ჩვენ მის სახელზე ხე დავრგით. ახლა თამუნა აღარაა ჩვენთან და გთავაზობთ შაბათს ავიდეთ ისევ დიდგორზე, ვნახოთ ის ხეები და კიდევ დავრგოთ მის მოსაგონებლად ახალი ხეები.... ჩვენ როცა აღარ ვიქნებით, მის მოსაგონრად დარგული ახალი ხეები იქნებიან, კიდევ დიდხანს...
გვჭირდება ნივები და ჯიპები, მაკენას გამოცდილება, ბარები, სარწყავები და ნერგები.
მოდით ვიყოჩაღოთ და შატილის ეს ბოლო სურვილი კიდევ ერთხელ შევასრულოთ.
მასთან ერთად ვისაც სურს, მისთვის საყვარელი წასულების სახელზეც დავრგოთ ხეები...
მგონი კარგი იდეაა...
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 10:55
by tiko_r
კარგი იდეაა ტრულალ,
იმედია გამოჩნდებიან ჯიპიანები
მე ვერ შევძლებ სამწუხაროდ, .. შაბათს
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 10:58
by Truli
ეგებ კვირას იყოს?
მაგრამ გიორგობაა ... რავიცი... ჩემთვის სულერთია...
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:14
by Nika
ჯიპების გარკვეულ რაოდენობას მე უზრუნველვყოფ. ოღონდ თარიღი წინასწარ უნდა მითხრათ. და სასურველია 30 ნოემბერი ან 7 დეკემბერი არ იყოს.
პ.ს. ისე კი ახლა ხეების დარგვა მგონი არც ისე გამართლებულია. მარა მაინც ბოტანიკოსებმა გვირჩიონ. მგონი ადრე გაზაფხულზე აჯობებს.
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:15
by Naia
Nika
დილით ვუსმენდი ტელევიზორს და ზუსტად ეს თქვეს, რომ ახლა ხეების დასარგავად კარგი დროა.
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:18
by Truli
გვიან შემოდგომაზეც რგავენ მგონი...
ამ შაბათ კვირას გვინდა... ასე რომ...
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:23
by Nika
გვიან შემოდგომა რომ კარგი დროა (და გაზაფხულს ჯობია კიდევაც) ეს კი ვიცი.
გასათვალისწინებალია რომ დიდგორი არის 1600 მეტრ სიმაღლეზე. შაბათს ვიყავი მანდეთ და უკვე ყინავდა. ტალახები გაყინული იყო ნაწილობრივ. არა და ჭილის ტბიდან სულ 5 კმ გავიარე და ჰაჰა 1300 მეტრზე ავედი.
თარიღი ზუსტად დაადგინეთ (შაბათი თუ კვირა) და მანქანები ჩემზე იყოს.
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
შაბათს, 9ზე შევიკრიბოთ სქიმიასთან.
ვფიქრობ, რომ ამ ჯერზე ხეებს ვერ დავრგავთ. დაგვიანებულია.
თუ დარგვა მაინც შეიძლება, ვიმოქმედოთ ისე, როგორც აპრილში, როდესაც ტყიდან ამოვიტანეთ ნერგები.
წამოვიღოთ წყლის ჭურჭელიც
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:31
by Nika
ანუ შაბათს ხო? ასასვლელად გაცილებით უკეთესი გზაა მანგლისის მხრიდან (2 კვირის წინ შეჯიბრის დროს ორივე გზით იარა ხალხმა და ასე თქვა) და ფორდის მარშუტკაც ამოვიდა უპრობლემოდ მანდედან.
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:44
by Truli
მაკენას დავურეკე. დაგვიანებული არ არისო...
მოგვიანებით მოიცლის და შემოვა აქ.
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 11:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
Nika
კგია, რომ გვი1დები.
მინიბუსების იმედზე მაინც არ ვიყოთ და ნივა-ჯიპებით ავიდეთ.
მგონი, 1ობლივად მართლა უპრობლემოდ მოგვარდება ეგ საქმე.
შაბათს დილიდანვე გავიდეთ.
კვირას გიორგობაა და ბევრისთვის დიდგორში ამოსვლა მოუხერხებელი იქნება.
ამის გამო იყო, რომ ბირთვისების თემაც შაბათ დღეს დავამთხვიე და კვირა დღეს გვერდი ავუარე
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 12:40
by N67
ნამდვილად კარგი დროა..
ერთი ეგაა, რომ ჯობს დარგვის მერე იწვიმოს.
მაგრამ თუ ამ შაბ-კვირას წახვალთ, მე ვერ შევძლებ, ბაზალეთშიც მაქვს ხეები დასარგავი..
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 12:43
by Truli
N67
შაბათს მივდივართ. მერე შეგიძლია ბაზალეთში წახვიდე და იქ განაგრძო...
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 12:55
by Nika
იქ მეეჭვება რომ აპრილამდე იწვიმოს. თუ ნალექი იქნება უფრო თოვლის სახით.
დიდგორში ხეების დარგვა შატილის სახელზე
Posted: 18 ნოე 2008, 14:56
by ilia
მე მოვდივარ