Page 1 of 1

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 08 ივნ 2004, 11:28
by Gvalva
როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე ადამიანი მიდის ლომისაზე, ხვალ, 9 ივნისს ან შემდეგ ოთხშაბათს, 16 ივნისს, ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. ერთდღიანი გასვლაა, ტრანსპორტით სოფელ მლეთამდე, მერე ფეხით ასე 4 საათი ზევით, ჩამოსვლა ბევრად იოლია.

Image

ზემოთ ჰორიზონტზე, ყველაზე ჩადაბლებულ ადგილას ჩანს ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 08 ივნ 2004, 13:50
by Wanderer
გადაწყვიტეთ და შეიძლება მეც წამოვიდე. იქითა ოთხშაბათს უფრო მაწყობს !

Gvalva
სად იკრიბებით და მგზავრობა რა ჯდება იმასაც თუ იტყვი, კარგი იქნება :)

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 08 ივნ 2004, 17:27
by tio74
გადაწყდა! ლომისაზე მივდივართ იქით ოთხშაბათს! :!:

დეტალები დაზუსტდება ორშაბათისთვის!

მანამ კი: მ ო ე მ ზ ა დ ე თ! :lol:

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 08 ივნ 2004, 18:35
by yoko
თუ კაი საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ, რაა :oops:

ორშაბათს მეც მეცოდინება, მოვდივარ თუ ვერ.. :roll:

ამასობაში ბილიკზე სიარულიც მისწავლია :D 8)

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 15 ივნ 2004, 09:40
by Wanderer
მზად ვართ, მარა მევიდა ოთხშაბათი ამასობაში :wink:

tio74
mikvars mogzauroba!..... sanam sazgvrebs gavcdebode-msurs jer chemi kveknis koveli kutxe movinaxulo, kovel sidzvele shevigrdzno
გეთანხმები 100 %-ით !!!!

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 15 ივნ 2004, 17:26
by lukrecia
შიო მღვიმეში,მაგ გვირაბში ნავალი რომაა,უეჭველი ჩემი გავლილია.ჩვენ ვიფორთხიალეთ მანდ ორიოდ წლის წინ.მაგარი რამ იყო.მართალია თვალ-ყურ-ცხვირ_პირი სულ მიწით გამომევსო,მაგრამ მაგრად გაასწორა.სხვათა შორის ჩემი დაბადების დღე იყო ზუსტად და შიო მღვიმეში მაგ ტუნელის პირდაპირ რომ მთაა ის მაჩუქეს.(სიმბოლურად რა თქმა უნდა).ხოდა რომ ახვიდეთ მაგ მთის წვერზე,ხე დგას.იმ ხეზე კი პარკებში გახვეული ქაღალდია მიმაგრებული(თუა კიდევ...).და ზედ აწერია,რომ ეგ მთა ჩემია.ვოტ!

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 15 ივნ 2004, 19:30
by Wanderer
lukrecia
აი ეს მესმიიის ! აი ეს ასწორებს ცხოვრებაში ! სხვათა შორის წინა დაბადების დღე მეც ანალოგიურ ვითარებაში აღვნიშნე, ოღონდ აქვე ახლოს თბილისთან. თან ყველაზე მაგარი ის იყო, რომ 10 კაცი იყო იქ და ჩემი უახლოესი ძმაკაცის გარდა კაციშვილმა არ იცოდა, რომ დაბადების დღე მქონდა :lol:
და საერთოდ ტრადიციული თბილისური დაბადების დღეები რაღაც არ მეპიტნავება.

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 17 ივნ 2004, 16:35
by yoko
ჩემმა უმფროსმა თქო, შაბათ–კვირას საცა გინდა წადიო და შუა კვირაში სამსახურში დაეტიო..
ოთხშაბათი კი გასულა და მგონი არავინ არსადაც არ წასულა. :P

ლომისაზე, ოთხშაბათს

Posted: 18 ივნ 2004, 14:23
by lukrecia
აგერ უკვე 5-ზე მეტი წელია,დაბ.დღე თბილისში არ აღმინიშნავს.ერთხელ შიო მღვიმეში ვიყავით,მეორედ ბირთვისში,ამ ზამთარს ბირთვისის თავზე წმინდა გიორგის ეკლესიაა და იქ აღვნიშნეთ.და საერთოდ,ტრადიცია გვაქვს ეგეთი:დაბ.დღე 14 იანვარს მაქვს.ანუ ძველით ახალ წელს.ხოდა მივდივართ 13-ში,თან მიგვაქვს ნაძვის ხის სათამაშოები,გირლანდები,ხლაპუშკები,ვრთავთ რომელიმე შესაბამის ხეს და იქ ვხვდებით ძველით ახალ წელსაც და ჩემს დაბ.დღესაც.მართალია ძირითადად ცივა,ყინავს და თოვლია,მაგრამ ვის ახსოვს ეგეთები...მთელი ღამე ცეკვა-თამაშში გადის.ინატროს ყველამ ეგეთი დაბადების დღე.აბა დასხდებიან სუფრასთან და უჭახუნებენ ერთმანეთს ჭიქებს.....