Page 1 of 6

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:17
by N67

გვიანი შემოგომის ერთ ნაშუადღევს, თავისი სოროს შორი-ახლოს, ერთ პატარა ბორცვზე ცეცხლისფერი მელა იყო დაყუნცული და გასცქეროდა ხრამის ხეობას ქვემოთკენ.

ქვემოდან ცივი ნიავი ქროდა, მელასავით ცეცხლისფრად აჭრელებულ ტყეს აშრიალებდა და ნაირ-ნაირი სუნი მოჰქონდა.

უცებ მელა აიძაგრა და მთელი სხეულით დაიჭიმა. ადამიანების სუნი ეცა და გასაქცევად მოემზადა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მათგან არაფერი არ ემუქრებოდა და ისევ ნება-ნება დაუწყო არემარეს თვალიერება.

ბილიკს კარაველები მოუყვებოდნენ. ხალისით მიაბიჯებდნენ ხმელი ფოთლებით მოფენილ მიწაზე. გზა ფიტარეთისკენ ჰქონდათ. ღამე იქ უნდა გაეთიათ.
ბევრი ილაპარაკეს თუ ცოტა, ამ გზით წასვლა გადაწყვიტეს.

ასარჩევიც ბევრი არ იყო - ან თეთრი წყაროს მხრიდან უნდა გადმოსულიყვნენ მთებით, ანდა ტანძიის მხრიდან თითქმის სამჯერ მოკლე გზით, თუმცა გზად ხრამი იქნებოდა გასატოპი.

მელას კარვის სუნი ეცა - ისეთის, როგორის ირგვლივაც ადრეც ხშირად დასუნსულებდა და საკბილოს ეძებდა, სანამ კარვის ბინადრებს მშვიდად ეძინათ შიგნით.

ორიოდე დღით ადრე, ეს კარავი ერთ-ერთმა კარაველმა, N67-მა მიამაგრა თავის ზურგჩანთას. მანამდე კი რაღაც თემას წერდა და დანარჩენების, წამოსვლის მსურველთა გამოხმაურებას ელოდა და მალე რუკის დადებასაც ჰპირდებოდა.

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:24
by ნინი_85
მდააა... რაღაც მეგემრიელა :P :wink:

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:26
by N67
მაშ, დავიწყოთ?

0. მელაკუდა
1. N67
2. ნინი_85
3.

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:46
by Truli
მაცდურად ჟღესრს.... მმმ ვნახოთ გადავწვიტავ კვირის ბოლომდე.

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:50
by Mta Mkvarebia
N67
წამოსვლის რა გითხრა, რკონში მივდივარ და...
მაგრამ სამომავლო გეგმების პრომოუშენის ნომინაცია რომ გვქონდეს კარავზე, ჩემი ფავორიტი იქნებოდი, ისე მაცდურად აღწერე და დააანონსე რომ :D ...

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:50
by Na-tia
N67
და ამ შაბათ-კვირას ხდება ეს ამბები? :roll:

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:56
by ARCHILI
შაბათს 13 საათამდე ვერ ვთავისუფლდები, თორემ ნიკოლოზის გასვლაში შემხანაგებას პატივად ჩავთვლიდი...

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 14:59
by N67

Na-tia
, gamocana gergeba :D

ARCHIL_i au achmaxeb ukve...

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 15:06
by Truli
N67
საითაა ისე ფიტარეთი?

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 15:08
by nusa
Trulala
ასარჩევიც ბევრი არ იყო - ან თეთრი წყაროს მხრიდან უნდა გადმოსულიყვნენ მთებით, ანდა ტანძიის მხრიდან თითქმის სამჯერ მოკლე გზით, თუმცა გზად ხრამი იქნებოდა გასატოპი.

;)

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 15:11
by N67

Trulala
, sircxvili da partiidan garicxva shen!

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 15:13
by Truli
N67
:oops: :oops: :oops: :oops: :oops: :oops:
:roll: :roll: :roll: :roll:
:oops: :oops: :oops: :? :cry:

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 16:38
by Archil
კარგა ხანია ჩემი ზურგჩანთით არსად არ ვყოფილვარ ;)

ამ სიცივეში ხრამის გატოპვა საინტერესოცაა მგონი ...

ტრულალ, ე მანდ არ მიგვეყინო სადმე :lol: :lol: :lol: :lol:

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 16:44
by N67
sia, sia!

xo unda vicodet ramdenni vart..
me ki momaqvs chemi karavi, mand 4-5 davetevit...

gzazec unda movipiqrot :)

ფიტარეთში, ამ შაბათ-კვირას

Posted: 12 ნოე 2008, 17:01
by Int3lig3nt
რა ვქნა, ამოვეწერო რკონიდან :roll: ?