Page 1 of 3

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 11 ნოე 2008, 23:19
by guruli
მთელი შემოდგომაა, ამ გასვლაზე ვფიქრობ. ჭილის ტბისადმი ჩემი სიყვარული მოგეხსენებათ და ფოთლების დაცვენამდე ერთი უნდა გავიჭრა იქ. ეს გასვლა არაფერში უშლის ხელს მეორე დღისთვის დაგეგმილ რკონი-იკვი-ერთაწმინდის გასვლას. პირიქით - გამორჩეულად ყოჩაღებს ორივეგან შეუძლიათ წასვლა. ტრადიციულად, ახლანდელ გასვლაშიც იქნებიან ფერეიდნელები. ძალიან მინდა, თბილისში მცხოვრები თურქეთის ქართველიც ჩავრთო, თუ წასული არაა თურქეთში. სამწუხაროდ, ფერებთან არა მაქვს კონტაქტი და თუ ვინმეს გყავთ იქაური ნაცნობები, კარგი იქნება, ხმას თუ მიაწვდენთ.
შევიკრიბებით 8 საათზე სამთო ქიმიასთან და იქიდან გავყვებით მუხათგვერდის სასაფლაომდე მიმავალ ტრანსპორტს. სასაფლაოდან 1 საათის სავალია ჭილის ტბამდე. უკანაც დავბრუნდებით იგივე ტრანსპორტით.
ხარჯები - გზის ფული (1-2 ლარი)+5 ლარი საკვებითვის. ვყიდულობთ საერთო საკვებს. სასურველია, სასმელი წყალი ყველამ თავისთვის წამოიღოს.
15-ში თბილისში უნალექო, მაგრამ ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, რაც ფოტოგრაფებს გადაღებაშიც შეუშლის ხელს და კარგად არც ხედები გამოჩნდება, მაგრამ რაცაა, ესაა - მერე ან ამინდები აირევა, ან - ფოთოლცვენა დამთავრდება და აღარ იქნება იმდენად ლამაზი. ტემპერატურა 13 გრადუსია ნავარაუდევი.
1). guruli

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 11 ნოე 2008, 23:20
by lama
1) გურული
2) ლამა
3)....
4) ...

48) ?????

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 11 ნოე 2008, 23:26
by ele
guruli


რაღაც იდეა მეცნობა სადღაც გაიჟღერა ამან უკვე. . . :D

და ჩემი სურვილის შესახებაც იცი. . .

ასე რომ:

1) გურული
2) ლამა
3) ელე
4) ...

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 11 ნოე 2008, 23:34
by Linda
mand keshia da aucileblad modzebnet :)

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 11 ნოე 2008, 23:53
by guruli
lama, ele - მახარებთ, მახარებთ, მეგობრებო. რომ იცოდეთ, რა კარგ ქართველებს გაიცნობთ, რამდენ საინტერესოს მოისმენთ მათგან. :wink:
Linda - კეშისა მე რა გითხრა და სხვები მოძებნიან ალბათ.

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 00:06
by Kavtaradze
1) გურული
2) ლამა
3) ელე
4) ქავთარაძე ? (მაგრა უნდა და რაღაცამ თუ არ შაუშალა ხელი 90 % წამოვა :D)

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 00:06
by ele
guruli



გვიხარიხარ ჩვენც. . . :)

იქნებ ლომს გავაგებინოთ უნდოდა წამოსვლა როგორც მახსოვს. . .
ხშირად ვერ შემოდის ხოლმე და . . . :roll:

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 00:46
by guruli
ele
იქნებ ლომს გავაგებინოთ უნდოდა წამოსვლა როგორც მახსოვს. . .
ხშირად ვერ შემოდის ხოლმე და . .
ლომის ამბავი მეც მახსოვს, მაგრამ ეგ შაბათს მუშაობს და... მე ეს დრე იმიტომაც ავარჩიე, რომ თუ რამე, ლომს კვირას მაინც შეეძლება წასვლა რკონში. ის გასვლა დაგეგმილი რომ არ ყოფილიყო, მაშინ კიდე ვიფიქრებდი მანდ კვირას წასვლაზე.

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 01:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
guruli
კაი კაცს დავენაცლე. რამდენჯერ უნდა წახვიდე შე კაცო ჭილის ტბაზე?
ისე, ზუსტად 1 წლის წინათ ვიყავით მანდ (აპრილის გასვლას აღარც ვგულისხმობ).
ისე, თუ სხვა რამ საჩემო გასეირნება არ გამოივმასქნე, შენთან მიგულე

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 01:29
by bela
საძაგელ განწყობაზე ვარ, საშინელი დღეები მაქვს, პირდაპირ ეშმაკი მებრძვის და თუ ჭილის ტბაზე გასეირნება მიშველის... :( :( :(

guruli
დამპირდი რომ მიშველის... და მიმაწერე სიას...
ჰო, კეშსაც მოვძებნი და იმ შენს ფერეიდნელებსაც გავიცნობ, იქნებ რესპოდენტებადაც გამომადგნენ...

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 01:48
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
ისე, თუ სხვა რამ საჩემო გასეირნება არ გამოივმასქნე, შენთან მიგულე
ხომ იცი, სასურველი თანამოლაშქრე ხარ. ძალიან კარგი იქნება, თუ გამონახავ დროს.
bela
guruli
დამპირდი რომ მიშველის... და მიმაწერე სიას...
ჰო, კეშსაც მოვძებნი და იმ შენს ფერეიდნელებსაც გავიცნობ, იქნებ რესპოდენტებადაც გამომადგნენ...
გიშველის, გიშველის - დამიჯერე...
რესპონდენტებადაც გამოგადგებიან, მაგრამ ერთი ეგაა, თავად თუ ისურვეს - უმეტესობა ერიდება ასე საგაზეთოს და ტელევიზორში გამოჩენას, რადგან მაგათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ იქიდან...

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 01:49
by guruli
1) გურული
2) ლამა
3) ელე
4) ქავთარაძე ? (მაგრა უნდა და რაღაცამ თუ არ შაუშალა ხელი 90 % წამოვა )
5) bela

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 23:37
by Bivrili
1) გურული
2) ლამა
3) ელე
4) ქავთარაძე ? (მაგრა უნდა და რაღაცამ თუ არ შაუშალა ხელი 90 % წამოვა )
5) bela
6) ბივრილი ? (მგონი წამოვალ, ხვალ ზუსტად მეცოდინება)

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 12 ნოე 2008, 23:53
by Truli
რა ხდება ამ ვიქენდზე რეკორდს ვხსნით გასვლების რაოდენობით? 8) 8) 8)

15 ნოემბერს ჭილის ტბაზე

Posted: 13 ნოე 2008, 00:22
by lama
მე რკონში და იკვში წავალ და აქ ვეღარ წამოვალ :(

ბოდიში :(