Page 1 of 7

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 15:20
by Makena
მაშ ასე, ამ გასვლას დიდხანს ველოდით და აჰა მოვიდა კიდეც :)
როგორც უკვე მოგეხსენებათ გასვა 2 დღიანია.
როგორც ახლახანს დავაზუსტე აბულის ციხეზე სავარაუდოთ ვერ ავალთ რადგან თოვლი მოვიდა, ამიტომ მარშრუტში მცირედი ცვლილება შევიტანე.

1 ნოემბერი : თბილისი-ხანჩალის ტბა- (თუ დრო იქნა-საღამოს ტბა)-კუმურდო-ზრესკას ტბა და იქვე ლაშაგიორგის ხელის ანაბეჭდიანი ქვის ნახვა-დაშვება აფნიას სერპანტინზე(საიდანაც ვარძიის მშვენიერი ხედი იშლება)-საროსციხის ციკლოპური ნაგებობა- ასპინძა(ღამისთევა)

2 ნოემბერი:ასპინძა-მცირე უღელტეხილით გადავდივართ სოფელ ურაველში, გზაზე ზველის ეკლესია- ენთელის ქვაკაცი და ტაძრის ნანგრევები-აგარის სამონასტრო კომპლექსი-(თუ დრო იქნა-ბაიების კომპლექსი ან ხომის ეკლესია)-ოქროს ციხე-თბილისი

ღამეს გავათევთ ასპინძაში საოჯახო სასტუმროებში - ღამისთევა(დილის საუზმე შედის) 1 კაცი ღირს 25 ლარი, ანუ მნიშვნელობა არ აქვს საძილე ტომარაში დაწვება თუ არა, რამდენი კაციც გაათევს სახლში ღამეს იმდენი 25 ლარი იქნება გადასახდელიო ! ( თუ ვახშამს შევუკვეთავთ + 10 ლარი. )
თუ კარავში უნდა ვინმეს ღამისგათევა ესეც შეიძლება, იქვე ეზოში მოხერხდება ალბათ კარვის გაშლა.
რაც შეეხება შუადღისით წახემსებას, უნდა ვიყიდოთ და წავიღოთ პროდუქტი, როგორც ვაკეთებთ ხოლმე.
პირობები კარგია, არის ცივი და ცხელი წყალი, გათბობა, კარგად მოწყობილი ტუალეტები.

ღამით და დილით საკმაოდ ცივა, ამიტომ ბილი ჩასაცმელი აუცილებელია, დღისით საკმაოდ სითბოა, კარგი მზიანი ამინდებია.

საწვავი-საწვავის შევსება შეიძლება როგორც ახალციხეში ასევე ახალქალაქში, ვისოლის ბეზოგასამართ სადგურებზე.საწავის ხარჯი საკმაოდ დიდია მანქანებს შორის არსებული განსხვავების მიხედვით 100 კილომეტრზე 14-18 ლიტრი.
სავარაუდოთ 800 კმს გავივლით ამიტომ საკმაოდ დიდი ხარჯი გვექნება, რისთვისაც წამომსვლელები მზად უნდა იყოთ.
1ლ ნორმალური საწვავი 1.80 ლ ღირს. ასერომ კაცს დაახლოებით 50-60 ლარი მხოლოდ საწვავისთვის ექნება დასადები.


ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან 7ის ნახევარზე, და გავდივართ 7 საათზე დალოდების გარეშე! წინ დიდი და დატვირთული გზა გველის, 11 საათზე უკვე ხანჩალის ტბაზე უნდა ვიყოთ 8)
მგონი ამომწურავი ინფორმაცია დავდე :)

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 15:27
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:მაშინ სია ასე გამოიყურება :) :

1. მაკენას ეკიპაჟი

2. ნაიას ეკიპაჟი
2.1. ნაია
2.2. გამარჯობა საქართველო
2.3. მთა მყვარებია
2.4. ნინუკალა
2.5. კავკასიკა ?

3. მარის ეკიპაჟი
3.1. მარი
3.2. მარის +
3.3. თამუსია
3.4. ზიკა
3.5. ტრულალა
3.6. საბარგულში - ილია (რა იცი რაში გამოგადგეს, თუ საბარგულში მგზავრობის მერე რამეში გამოსადეგარი იქნა :lol:)

4.ციცინოს მეგობრის ეკიპაჟი
4.1. ციცინოს მეგობარი (მძღოლი)
4.2. ციცინო
4.3. მირანდა?
4.4.აცაბაცა
4.5 აცაბაცას +

სიაში კვლავ რჩებიან:
თიკალო?!!!!
saskva
კიკი
ლამა (რადგან ნუსამ დაუთმო ადგილი :wink: )
კოლხი გოგო( ჳვეწერები, ნეტავ არის იმედი?)

აჰა, ერთი მანქანის ხალხი დაგვრჩა მხოლოდ. სულ ეეეერთი მანქანა გვინდა, მეტი კი არა :D .

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 15:39
by Makena
1. მაკენას ეკიპაჟი
მაკენა
მასაი
+
+
+

2. ნაიას ეკიპაჟი
ნაია
გამარჯობა საქართველო
მთა მყვარებია
ნინუკალა
კავკასიკა ?

3. მარის ეკიპაჟი
მარი
მარის +
თამუსია
ზიკა
ტრულალა
საბარგულში - ილია (რა იცი რაში გამოგადგეს, თუ საბარგულში მგზავრობის მერე რამეში გამოსადეგარი იქნა )

4. ციცინოს მეგობრის ეკიპაჟი
ციცინოს მეგობარი (მძღოლი)
ციცინო
მირანდა?
აცაბაცა
აცაბაცას +

5. რუხის ეკიპაჟი
რუხი
გვალვა
ჭუნა
გოგონა
სასკვა

სიაში კვლავ რჩებიან:
თიკალო?!!!!
კიკი
ლამა (რადგან ნუსამ დაუთმო ადგილი )
კოლხი გოგო( ჳვეწერები, ნეტავ არის იმედი?)

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 15:59
by აცაბაცა
Makena

ე.ი. თითო კაცზე მინიმუმ 80 ლარი გამოდის, თუ გარეთ დაწვები და თუ სასტუმროში, მაშინ მინიმუმ 100!!!

მაგარია :lol:

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 15:59
by აცაბაცა
თან ყველაფერიც ვნახოთ მაინც მაშინებით ვართ და !!!!!

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:01
by აცაბაცა
და კიდევ ისა და მე რა მარკის ჯიპში ვზივარ დიდად მაინტერესებს!!! :lol:

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:02
by Makena
აცაბაცა
ჰო დაახლოებით ეგრე გამოდის, საწვავის ფასი მაგრად გვირტყავს ჯიბეზე მაგრამ რას ვიზავთ :)

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:04
by აცაბაცა
Makena wrote:აცაბაცა
ჰო დაახლოებით ეგრე გამოდის, საწვავის ფასი მაგრად გვირტყავს ჯიბეზე მაგრამ რას ვიზავთ :)
ეგ კი არა ჩვენ ვურტყავთ და საერთოდ საწვავის ფასმა მოგვჭამოს ფეხებიიიიიიიიიი :lol:

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:08
by Makena
აცაბაცა
ჰოდა ეგრე ! მაგარი მარშრუტი გვაქვს გასავლელი და ღირს ფულის დახარჯვად :lol: :lol: :lol:

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:10
by აცაბაცა
ეგრეა ბატონო!!!!!

:lol: :lol: :lol:

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
ყველაფერი გადასარევია.
მთავარია, ვიყოჩაღოთ და ყველაფრის ნახვა მოესწრება.
კგია, რომ ჯავახეთით ვიწყებთ გასვლას.

გაითვალისწინეთ, რომ თბილი ჩასაცმელი, აგრეთვე საწვიმარი გქონდეთ წამოღებული.
საკვები ყველას ჩვენ-ჩვენი. ვთქვათ, სასმელს სა1ო ფულით ვიყიდით.
დანარჩენი საკითხი გზაში გამოჩნდება.
ყოველ შემთხვევაში, ისეთი არაფერია, რასაც ამ გასვლის შეფერხება შეუძლია.
იღბლიანი მგზავრობა.
ჰო, ამინდები არაჩვეულებრივია.
გარემო - ბრწყინვალე.
ხანჩალის ტბაზე ფინველთა გადაფრენებს ვნახავთ. თუ ვინმეს ჭოგრიტი გაქვთ (ასეთი გვალვა ძალო ვიცი), წამოიღეთ

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:21
by ZVIOSULI
აცაბაცა wrote:Makena

ე.ი. თითო კაცზე მინიმუმ 80 ლარი გამოდის, თუ გარეთ დაწვები და თუ სასტუმროში, მაშინ მინიმუმ 100!!!

მაგარია :lol:
ვეჭვობ სია შეგიმცირდებათ :twisted:

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:30
by Mta Mkvarebia
ZVIOSULI
ჩემო ზვიო, სავარაუდო თანხებზე ჯერ კიდევ იდეების კიდობანში ეწერა, სანამ სია ასე უსაშველოდ გაიზრდებოდა. ასე რომ ინფორმირებული უნდა იყოს წესით ხალხი. თუ თემას ყურადღებით არ ეცნობან და ისე ეწერებიან, მაშინ ეს სულ სხვა საკითხია :wink: .
მართალია, არ არის იაფი გასვლა, მაგრამ მგონი ღირს :) .

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
ZVIOSULI wrote:
აცაბაცა wrote:Makena

ე.ი. თითო კაცზე მინიმუმ 80 ლარი გამოდის, თუ გარეთ დაწვები და თუ სასტუმროში, მაშინ მინიმუმ 100!!!

მაგარია :lol:
ვეჭვობ სია შეგიმცირდებათ :twisted:
სია კი არ შემცირდება, პირიქით, იმას ვფიქრობთ, დანარჩენი როგორ დავაკმაყოფილოთ.
ფასს რაც შეეხება, ეს ფასი ჯერ კიდევ "იდეების კიდობანში" დადებულ თემით იყო ცნობილი და ხალხი სიას ემატებოდა კიდეც.

ჯიპტური სამცხე-ჯავახეთში

Posted: 30 ოქტ 2008, 16:32
by აცაბაცა
ZVIOSULI

ბრედ პიტი..... მებრძოლთა კლუბი???