დავათი, ახლო-მახლო მზიან დღეს...
Posted: 01 სექ 2005, 15:50
დიდი ხანია მინდა ვნახო ის ადგილი, სადაც ნაპოვნია "დავათის სტელა"(ჩვ.წ.აღრიჩხვამდე 284წ.), რომელზეც გამოსახულია 2 მთავარანგელოზი, რომელთაც ასომთავრული ანბანიანი გრაგნილი უჭირავთ ხელში.
ბულაჩაურიდან არის ასახვევი, რამდენიმე კილომეტრი აღმართია სავალი და გამოჩნდება სოფ.დავათი. სწორედ ამ სოფელში ყოფილა ის ეკლესია, სადაც არაერთი გადამალული სტელა უნახავთ(მტერს რომ არ გაენადგურებინა, სტელები უკუღმა იყო ჩაშენებული სვეტებში).
ეკლესია უნდა იყოს მე-6 საუკუნის.
გარდა იმისა, რომ მაგ ეკლესიაზე იქაურებისგანაც ბევრი მსმენია, ძირითადად ვეყრდნობი შემდეგ მონაცემებს: "ქართული ენე და ლიტერატურა სკოლაში", თბილისი, 1986წ.
იმ ადგილას, საიდანაც ბულაჩაური მთავრდება და დავათის გადასახვევია 06-ით ვარ ნამყოფი, სოფ. დავათამდე გზა არ გამიგრძელებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ მანქანებით წავალთ ალბათ პრობლემა არ იქნება.
ერთი მანქანა(06-ი) მე მეყოლება.