Page 1 of 6

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 16:49
by namcecuna
მაშ ასე, სია :)


1 zika
2 ნამცეცუნა
3 NINUCA
4.ხათახუთინა
5 ბუდა ბარ ტქო
6.ნამცეცუნას + (?)
7. saskva (ჯერჯერობით ვიყო, იმედია არაფერი შემეცვლება)
8. ლიკაკოო
9. :arrow:

ვარიანტები

1.როგორც დავადგინე, გზად შეგვიძლია ვნახოთ ხერთვისის ციხე, მწვანე მონასტერი ქვაბისხევში და ახალციხის მუზეუმი. მეტის ნახვა არც მოესწრებაო. 300 ლარი.


2.საფარა, ზარზმა 300 ლარი გზა.

3, თუ ვარძიასაც მოინდომებთ და ცოტა ოპრეატიულად თუ იქნებით დროში ჩავეტევითო-400 ლარი.

4. საფარა და აბასთუმანი თუ გვინდა 350 ლარი.

ასარცევადაა რა :)


ეს მინიბუსი 22 კაციანია.

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 16:59
by L-O-M-I
ესეიგი სადღაც 4 საათი გვინდა გზაში ერთ მხარეს... ნუ გზაში ვიქნებით 8 საათი. (ეს სულ ცოტა)

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 17:09
by namcecuna
L-O-M-I

ანუ 7 საათზე უნდა ვთქვათ გასვლა .

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 17:31
by kiki
1 zika
2 ნამცეცუნა
3 NINUCA
4.ხათახუთინა
5 ბუდა ბარ ტქო
6.ნამცეცუნას + (?)
7. saskva (ჯერჯერობით ვიყო, იმედია არაფერი შემეცვლება)
8. ლიკაკოო
9. კიკი???
10.

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 17:58
by Tamari-ch.
1.როგორც დავადგინე, გზად შეგვიძლია ვნახოთ ხერთვისის ციხე, მწვანე მონასტერი ქვაბისხევში და ახალციხის მუზეუმი. მეტის ნახვა არც მოესწრებაო. 300 ლარი.
ხერთვისი მაქეთ არაა -
თუ ვარძიაში წახვალთ მაშინ კი-

გზად ნახავთ მწვანე მონასტერს -
აწყურის ციხეს და ეკლესიას -
ქვაბისხევს დიდი დრო უნდა -
მთის წვერზეა და მაშინ ორდღიანი ჯობია,
ახალციხეში კი რაბათის ეკლესიაა კიდევ.

მეც ვაპირებ წასვლას მაქეთ - ოღონდ ბორჯომის ხეობაში
(ტომოთესუბანი, ფაფა -ყვიბისი ქვაბისხევი)
თუ ამინდებმა შემიწყო ხელი-
და ქვაბისხევს მაშინ ჩავრთავ...

ზარზმას ერთ დღეში ვერ მოასწრებთ -
ზარზმამდე ძალიან ცუდი გზაა - ადიგენისკენაა
და დიდი დრო უნდა.

ძალიან ადრე უნდა გახვიდეთ დილით.
ახალციხემდე 4 საათი უნდა


Image

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 18:02
by Int3lig3nt
kiki
9. კიკი???
შენ რავა სულ კითხვის ნიშნები უნდა გეწეროს Image

1 zika
2 ნამცეცუნა
3 NINUCA
4.ხათახუთინა
5 ბუდა ბარ ტქო
6.ნამცეცუნას + (?)
7. saskva (ჯერჯერობით ვიყო, იმედია არაფერი შემეცვლება)
8. ლიკაკოო
9. კიკი???
10. int3lig3nt
11. nataliko-nataliko
12.

წვიმა რომ არის გამოცხადებული :(? :?:

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 18:36
by Makena
namcecuna

ერთი დღისთვის გრძელი მარშრუტია მგონია :wink:

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 22:28
by namcecuna
Tamari-ch.

დიდი მადლობა თამარ. :)

Int3lig3nt
წვიმა მეც მაფიქრებს, ცუდი ამინდები წერია იქეთ და ... საფარაში ნაწვიმარზე ვერ ავაო მინიბუსი :?

Makena

გზის სიდიდეც მაფიქრებს... მოკლე დღეა თან უკვე და...


არ ვიცი, ხალხ, 2 დღით მე ვერ შევძლებ სამწუხაროდ ...

ეს უამინდობაც...

ხომ არ გადავგვედოსავით ... :| ?????????????????????

ამ სიტყვების დასაწერად თითები არ მემორჩილებოდა :(

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 22:31
by ele
namcecuna



შუა კვირაში მოცლილთათვიის არააა ეეეგ? :D

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 22:34
by namcecuna
ele

თითქოს მასე იყო მაგრამ, რაღაცნაირად აქეთ მოხვდა, თუმცა, ამინდი ირევა და იმდენმა ადამიანმა მითხრა-1 დღისთვის ძალიან დიდი გზააო რომ... არ ვიცი, ძალიან დავიბენი :|

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 22:35
by ele
namcecuna


მოკლედ წავიდეთ იქითა შუაკვირაში და თან 2 დღით რაააა

ძალიან ძალიან მოცლილი ვარ ამ ბოლო დროოს. . . :)

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 22:46
by namcecuna
ele


იქ ღამით დაბანაკების შემთხვევაში -გარეთ უკვე ძალიან ცივა და ძნელი იქნება.
თან სიიდან ბევრს არ სცალია, ალბათ უმრავლესობა ვერ წამოვა სამსახურის გამო.

შეიძლება მომავალი კვირის ბოლოს გამოიდაროს და 2 დღიანი მაინც გავრისკოთ, მაგრამ, მე არ მეცლება, სამსახურში უნდა ვიყო 25-26-ში :(

არადა, ამხელა გზაზე რომ წავიდეთ და ნაწვიმარის ან წვიმის გამო რომ ვერ ავიდეთ-ესეც არ გვინდა.

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 22:51
by ele
namcecuna


ექსტრემი დამანახეეეთ. . . :D


რამე ისეთი ლაშქობბობღიალწოწიალბოდიალგანავრდებგამონავარდება

მჭირდება რომ კისერ მოვიტეხოო რაა

მერე კიდევ მშიერ-მწყურვალი ვიჯდე სადმეე და გათენებას ველოდებოდეე წვიმაშიიიი


მოკლეედ
საფარა შესანიშნავი იქნებოდა . . .:?

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 16 ოქტ 2008, 23:04
by Tamari-ch.
namcecuna
საფარასთან მისასვლელი გზა ციცაბოა
და ძალიან ვიწრო -
ნაწვიმარზე უარს იტყვის მძღოლი.

დაელოდეთ პროგნოზს -
იქნებ შეიცვალოს...
და იმის მიხედვით დაგეგმეთ -

19 და 26 ვნახე და წვიმაა
იქნებ მერე გამოიდაროს

http://www.accuweather.com/world-foreca ... I&metric=1

საფარა19 ოქტომბერს.( შესაძლოა ზარზმაც )

Posted: 17 ოქტ 2008, 00:00
by GOGONA
Tamari-ch.
მართალი ხარ

ახალციხეში სამარშრუტო მიკროავტობუსები 3 საათში ჩადიან. 200 კმ-ა.
გზად ერთი საათი მაინც მწვანე მონასტრისთვისაა საჭირო,
ერთიც - აწყური,
2საათი რაბათი (ახალციხეში) - ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელშიც გათბობა არ არის, თუმცა ძააალიან საინტერესოა,
(რაბათის და აწყურის დროები შეგიძლიათ შეამციროთ, მაგრამ... :roll:)
2საათი - საფარა,
3საათი -თბილისამდე

ეს 12 საათი გამოვიდა და კვება არ არის გათვალისწინებული, დილის 8-ზე რომ გახვიდეთ მოსწრებადია, აწყური შეგიძლიათ ამოიღოთ, ყოველთვის შეიძლება სხვა დროს შეირბინოთ.
ჯამში, სულ 420-430 კმ იქნება :)
ერთადერთი...
არ წვიმდეს რაა, საფარაში შეიძლება გაუჭირდეს მარშრუტკას ასვლა, თუმცა თუ სწორად მახსოვს შარშან ჩვენ 3 ნოემბერს სწორედაც რომ წვიმაში ავედით. :wink: