Page 1 of 3
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 06 ოქტ 2008, 22:24
by qvevri
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში 08.11.08 აღინიშნება ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო. მთელი გულითა და სულით მინდა ამ დღეს დავესწრო, მითუმეტეს, რომ ეს დღე შაბათი უწევს. სახლმუზეუმი ეხლახანს გაარემონტეს და საბედნიეროდ ძალიან ბევრი რამე შეცვალეს სასიკეთოდ. მოდით შევიკრიბოთ და წავიდეთ საგურამოში რათა კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ წმინდა ილია მართალს. ახლად გარემონტებულ სახლმუზეუმს დაემატა ეგრეთწოდებული "სლაიდშოუ" დარბაზი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ კინოთეატრს სადაც საშუალება გვექნება ვნახოთ ილიასდროინდელი ყვარელი, საგურამო, თბილისი და ბევრი სხვა საინტერესო რამ. თემას ერთი თვით ადრე ვხსნი, მაგრამ საამისო მიზეზიც არსებობს...
მოკლედ მინდა მთელ კარავს მოვუწოდო და ვთხოვო, რათა შევიკრიბოდ და წავიდეთ ამ დღეს საგურამოში.

ეს გორდა ხმალი, მუზარადი და ფარი სწორედ იქ გახლავთ.

საგურამოსთან ახლოს, სოფელ წიწამურში ეს წყაროა სადაც ილიამ ბოლოჯერ დალია წყალი. ამ წყაროს წიწამურელები ილიას წყაროს ეძახიან

მე გთავაზობთ, რომ ეს წყაროც მოვინახულოთ და დავაჭაშნიკოთ, მითუმეტეს, რომ გზა არ გვიმრუდდება
ილიას ტანისამოსი

ილიას რედაქტორობით გამოცემული გაზეთი ივერია

მოკლედ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება ასგურამოში და აბა ჩვენ ვიცით.
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 06 ოქტ 2008, 23:40
by bela
qvevri
თუ წავიდოდით, რედაქციიდან მივლინებისმაგვარს გავაკეთებდი და სტატიასაც დავწერდი.
მოკლედ, პრიატნიე ს პოლეზნომ....(რას ვერჩით რუსებს?)
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 07 ოქტ 2008, 08:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
წავიდეთ, წავიდეთ
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 07 ოქტ 2008, 13:35
by namcecuna
რამე გაუთვლისწინებელი თუ არ გამომიხტა-100% მოვდივარ!

08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 13 ოქტ 2008, 09:29
by qvevri
აბა ცოტათი კიდევ მივუახლოვდით რვა ნოემბერს... ერთი რამე მინდა გკითხოთ და გთხოვოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მუზეუმი დიდი ხანი მიუხედავი იყო შიგნით შესვლისას შეიმჩნევა ექსპონათების ნაკლებობა. მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ილიასდროინდელი(ან შემდგომი პერიოდი) ნივთები, რომლების ნამდვილად დაამშვენებდნენ ილიას სახლმუზეუმს. როგორც ზემოთ ვთქვი ასეთი ერთი ნივთი (ვაზა ილიას პორტრეტით) მეც აღმოვაჩინე ჩემს გერმანელ მეგობართან და არ მოვეშვი სანამ არ "წავართვი". ეხლა ის ვაზა მუზეუმს ამშვენებს. ხოდა იმას მოგახსენებდით, რომ მოვიძიოთ ჩვენს ახლობლებში ასეთი ნივთები(სურათები, ვაზები და ა. შ) მოკლედ ყველაფერი რაც ძველია და ილიას სახელს უკავშირდება. აბა ჩვენ ვიცით კარველნო, დავტრიალდეთ ჩვენებურათ და ღმერთიც შეგვეწევა ამ კარგ საქმეში.
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 13 ოქტ 2008, 10:45
by ZVIOSULI
qvevri wrote:
ეს გორდა ხმალი, მუზარადი და ფარი სწორედ იქ გახლავთ.
მუაგრად გიხდება ქვევრს - საღოლ
და გორდას ხომ ამიხსნი - ანუ არს ნიშნავს "გორდა ხმალი"

08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 13 ოქტ 2008, 11:40
by ele
მოვდივარ და მოვიმღერი რაშა ორერაა. . .
სკოლის მოსწავლეობის შემდეგ აღარ ვყოფილვარ საგურამოში. . .
და მოგონებებცი მწირია. . .
ახლა კი აღვიდგენთ
განვაახლეებთ
და ახალსაც დავამატებ. . .
qvevri
ნამეტანი კარგი აზრია ეს. . .
გიხდება ხო იცი ეგ აღჭურვილობა. . .

08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 13 ოქტ 2008, 12:03
by qvevri
ZVIOSULI wrote:qvevri wrote:
ეს გორდა ხმალი, მუზარადი და ფარი სწორედ იქ გახლავთ.
მუაგრად გიხდება ქვევრს - საღოლ
და გორდას ხომ ამიხსნი - ანუ არს ნიშნავს "გორდა ხმალი"

ზოგად საუბრებში არჩილის გახსნილი თემაა, მეორე გვერდზე "ქართული იარაღი" და იქ მიწერია თუმცა საკმაოდ მწირი, მაგრამ მაიც მცირედი ინფორმაცია ამ ხმალის შესახებ. ისე დანარჩენს პირადად მოგიყვები, უბრალოდ ძალიან ვრცელი სასაუბრო თემაა და...
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 13 ოქტ 2008, 23:27
by Katy
mec minda saguramoshi, tan, tu shabati ucevs, namdvilad danashauli iqneboda rom ar cavsulikavi.. tumca, cinascar arafris tqma ar sheizleba...

08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 16 ოქტ 2008, 09:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
2008 წელი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 171 და გარდაცვალებიდან 101 წელია (1837-1907)
ჩვენთვის ყოველი წელი ილიასი უნდა იყოს.
მრგვალია თარიღი თუ არა...
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 18 ოქტ 2008, 10:35
by popins
სგურამოს ტყეში მწვადაობა გამახსენდა ...ზამთარში,ყინვაში და თოვლში
მარანთქება ერქვა გასვლასა..

08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 19 ოქტ 2008, 11:08
by chuna
შემირცხვეს თავი!
დარწმუნებული ვიყავი, რომ 2 აგვისტოს იყო დაბადებული. აბა, ილიაობას რომ აღვნიშნავთ ეგ რაღაა?
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 19 ოქტ 2008, 11:31
by Katy
chuna
is dge ilia cinascarmetkvelis xsenebis dgea..

08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 24 ოქტ 2008, 17:35
by Nino M
chuna
2 აგვისტოს ავღნიშნავთ ეკლესიის მიერ დაწესებულ მართალი ილია (ჭავჭავაძის) და წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის ხსენების დღეს (პატრიარქის მფარველი ანგელოზის დღეს)
08.11.08 ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე საგურამოში.
Posted: 24 ოქტ 2008, 23:32
by VANO
qvevri
მომწონს ეგ სიტყვა შენც მომეწონე...
კარგი იდეაა
