Page 1 of 3

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 00:00
by Kavtaradze
გამარჯვება თქვენი :)
ესეიგი რა ხდება, შარშანწინ ჩემმა ტრენერმა დამპატიჟა(მაქირავებინა თავისი სახლი :D ) კორტანეთში, ეს არის სოფელი ბორჯომთან ახლოს, იქ არის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის, 3 დღე ვიყავით იქ და გადავუხადე 20 ლარი, სახლში გავჩერდი იმასთან, საჭმელი ჩემი მქონდა, ადგილია უძლიერესი, ულამაზესი, ბორჯომს ბევრად ჯობია ადგილებით, იქ ეკლესია რომ არის, გარშემო მთა აქვს და ის იშლება ხოლმე, გარშემო შემოსუფთავება ჭირდებახოლმე და ის დავასუფთავეთ , ადგილები დავათვალიერეთ, სოკო მოვკრიფე(მანჭკვალა მენატრება :D ) და მესამე დღეს გამოვბრუნდით უკან.
ულამაზესი ადგილია , უზარმაზარ ნაძვებში და მოკლედ მოსაწონი რამეა. ხოდა იქით მატარებლით წავედით და ვფიქრობ არც მიმიქარავს, მაგარი გაასწორა(კომფორტულობა შორსაა მაგისგან მარა სასიამოვნოა სასიარულოდ) ხოდა გთავაზობთ იქ წასვლას (მე ისედაც მივდივარ) იმ კაცს არ დავკავშირებივარ, აღარ დავდივარ წყალბურთზე და თუ გინდათ წავიდეთ :) მთლიანობაში საჭმელი რომ არ ჩავთავალოთ 30 ლარამდე გამოვა რა... მატარებლის ბილეთიანათ, თუ არ გაძვირდა 3 ლარი ღირდა მაშინ, ეხლა არ ვიცი, ნუ მაქსიმუმ 40 რა :) საჭმელი რომ წავიღოთ და სპალნიკები მე ვფიქრობ ძალიან მაგრა გაასწორებს.
აბა თარიღი სექტემბრის ბოლო პარასკევ-კვირა... თუ რამე ლაშქრობას ხელს შეუშლის შეიძლება გადაწევაც.
აბა რას ფიქრობთ :)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 00:01
by Kavtaradze
1)მე
2)ანანო
3)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 09:31
by buddha_bar
კარგი იდეაა შეიძლება მეც წამოვიდე თუ მეცალა :)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 09:39
by ლეონტი
მანდ ადრე ტენისისტები ისვენებდენ და კორტები იყო ხოლმე, ამიტომ ადგილობრივებმა კორტანეთი შეარქვეს. სხვა სახის სპორცმენებისტვის არაა რეკომენდირებული.

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 09:42
by paata_
არა, კორტნი ლავი ისვენებდა ხოლმე

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:26
by Kavtaradze
ლეონტი
paata_
თქვენ ის თქვით თუ წამოხვალთ?

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:28
by Kavtaradze
მარშრუტი არის 3 დღიანი, პარასკევს საღამოს ჩავსხდებით მატარებელში და იქ ღამით ჩავალთ, დავიძინებთ, დავისვენებთ და მეორე დღეს შევუდგებით საქმეებს :)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:31
by namcecuna
დრო და ადგილი მომწონს, ნეტა ტყე მაქეთაც გადამწვარია?-გული გამისკდება დამწვარი ტყე რომ ვნახო.

Kavtaradze

იქნებ ის კაცი ახლა არარ აქირავებს ან გააძვირა, მგონი ჯობია დააზუსტო. და კიდე-მეტი დღიტ თუ შეიძლება დარჩენა?
რა ვიცი 1000 კითხვა მაქვს და ცოტა მეტს თუ დაწერ-ნაკლებს დაგისვამ :D

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:38
by Kavtaradze
namcecuna
ეხლა დავურეკავ, სადღაც უნდა მქონდეს მიწერილი ნომერი :)
კიარადა ველაპარაკე ეხლა და მითხრა , რომ მანდო რამოდენიმე სახლი ქირავდებავო, მე ვუთხარი რაც შეიძლება იაფადთქო, მანდო ზოგი 20 ად აქირავებს, ზოგი 10 ად და ზოგი 15 ადო. დარჩენაც შესაძლებელიავო, 4-5 დღეთქო მიახლოებითთქო და ტყე არ არის დამწვარიო ყველაფერი ნორმაში არისავო. :)
სიას ვინ მიემატება? 10 კაცი მაინც რომ შეგროვდეს :) დღეს საღამოს რომ შევევაჭრო ჯიგრულად :)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:42
by navigator
ცოტა თარიღს ვერ დააზუსტებთ?
სურვილი არის და დროის ვაზმოჟნოსტები უნდა გადავამოწმო :)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:46
by namcecuna
Kavtaradze

კაარგი ბიჭი ხარ :) ფაქტიურად ამომწურავი პასუხია :)

ჩემი რაჭის ვარიანტი თუ არ გამომივიდა წამოვალ, მაგრამ, ჯერ ვერ გეტყვი ზუსტად .

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 12:57
by Kavtaradze
navigator
26-27-28

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 13:00
by Na-tia
მეც მინდა მანდეთ, 3 დღიანი მაწყობს ოღონდ, მეტი ხნით სამსახურიდან ვერ მოვახერხებ და დრო რომ როგორმე დავაკონკრეტოთ? პრინციპში ჩემთვის ნებისმიერი პარასკევი შაბათი კვირის ვარინატი მისაღებია. მთავარია ძაან წვიმები და ცუდი ამინდები არ იყოს. სიას თუ ჩამოწერეთ მეც გამითვალისწინეთ რა :)

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 13:14
by Kavtaradze
1)მე
2)ანანო
3)NA-tia

3 დღიანი, კორტანეთში(ბორჯომის ხეობაში)

Posted: 09 სექ 2008, 13:41
by Kavtaradze
სია კარავულ ჩარჩ.გე ური
1)ქავთარაძე
2)ანანო(ჩემი და)
3)დი_ონისე
4)NA-tia