Page 1 of 26

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 16:46
by Tamari-ch.
ცნობილი ამბების გამო დროის ტარების და მხიარულების ხალისი საერთოდ გამიქრა და ჯერ ჯერობით ჯერ კიდევ კარგი არაფერი ხდება..
:(


თუ კიდევ რამე დამანგრეველი არ მოხდა - მე პირადად გამიჩნდა დიდი სურვილი ასურელი მამების საფლავები მომელოცა - იქნებ საქართველოს ამით მაინც შევეწიოთ. შეგვიძლია დილით ადრე გავიდეთ და წირვასაც დავესწროთ

..... იქნებ - დაახლოებით 21 საექტემბრისკენ -
ან შეიძლება 14 -ში (თუმცა ზოგს 14 არ აწყობს)
და შემდგომ კვირეებში წავსულიყავით...

ბრეთა და ულუმბოში უკვე ვიყავით .
დაგვრჩა 11 ასურელი მამის საფლავი


I კვირა - ქართლში
შიომღვიმე (წმ. მამა შიო მღვიმელის საფლავი)-
ზედაზენი ( წმ. მამა იოანე ზედაზნელის საფლავი
- წილკანი (წმ. მამა ისე წილკნელის საფლავი)
- სამთავისი (წმ. მამა ისიდორე სამთავნელის საფლავი
- სამთავრო ( წმ. მამა აბიბოს ნეკრესელის საფლავი)
ალბათ შევძლებთ თადეოზ სტეფანწმინდელის საფლავის ნახვასაც კასპთან
(იმედია იქ ნაღმები არ იქნება)


II კვირა
მარტყოფი - (წმ. მამა ანტონ მარტყოფელის სავანე)
იყალთო - (წმ. მამა ზენონ იყალთოელის საფლავი)
ალავერდი - (წმ. მამა იოსებ ალავერდელის საფლავი)
ხირსა - ( წმ. მამა სტეფანე ხირსელის საფლავი)
ნეკრესი - (აბიბოს ნეკრესელის მიერ აშენებული სავანე).


III კვირა
დავით გარეჯი - ( დავით გარეჯელის საფლავი)


ასურელი მამები, საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც VI საუკუნეში მოსულა საქართველოში სირიიდან. წყაროებში იხსენიებიან "ათორმეტი" ან "ათსამმეტი ასურელი მამანი". სინამდვილეში ისინი მეტნი იყვნენ და რიცხვი 12-13, როგორც ჩანს, საკრალური მნიშვნელობით არის აღებული.

ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობის მიზანი ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება იყო. ი. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ასურელი მამები დიოფიზიტები იყვნენ, კ. კეკელიძე მათ მონოფიზიტებად მიიჩნევდა. დადასტურებულია, რომ ამავე პერიოდში და ამავე მიზნით ალბანეთსა და სომხეთშიც წავიდნენ სირიელი მოღვაწენი. საქართველოში ასურელი მამების წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI საუკუნის I ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ, VI საუკუნის შუა ხანებში, იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით, და ბოლოს, 70-იან წლებში კი აბიბოს ნეკრესელი.

ისტორიამ შემოინახა იმ ასურელი მამების სახელები, რომელთა მოღვაწეობამაც თვალსაჩინო კვალი დატოვა. ესენი არიან, გარდა ზემოთ დასახელებულებისა, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი ანუ ხირსელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, ელია დიაკონი, აგრეთვე პიმენი, ნათანე და იოანე.

აღმოსავლეთ საქართველოში ასურელი მამებმა მრავალი მონასტერი ააშენეს, ქართველ წარმართულ მოსახლეობასა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ქრისტიანობა გაავრცელეს და ჩრდილოეთი მხარეები ეკლესიურად საქართველოს დაუქვემდებარეს. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართული ფეოდალურ-ქრისტიანული კულტურის გავრცელება-განმტკიცებას, ნიადაგს უმზადებდა განმათავისუბლებელ ბრძოლებს ირანის წინააღმდეგ. განამტკიცებდა ბერძნულ-ბიზანტიული ორიენტაციას კულტურულ-პოლიტიკურ სფეროში.

დიდი იყო ასურელი მამების მოღვაწეობა სოციალურ-ეკონომიური შედეგიც. მათ მიერ დაარსებულმა სამონასტრო ცენტრებმა ხელი შეუწყვეს უდაბურ-უკაცრიელი ადგილების სამეურნეო ათვისებას. ამავე დროს ეს სავანეები ქართული მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელი მამების მრწამსი კი, რომელსაც უკიდურესად ასკეტიზმი ახასიათებდა, საქართველოში გავრცელდა და ასურელი მამებთა ინდივიდუალურ თვისებად დარჩა. ქართული ასკეტიზმი შედარებით ზომიერი იყო და უფრო ბერძნულს წააგავდა.

ასურელი მამების მოღვაწეობა საქართველოში ქრისტიანულ აღმოსავლეთთან, კერძოდ, სირიასთან, ტრადიციულ კულტურულ-რელიგიური ურთიერთობის გამოხატულება იყო. მათ შესახებ ფართო ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა შეიქმნა (ასურელ მამათა ცხოვრებანი).


5 კაცი უკვე არის მსურველი...

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 16:54
by amigo
Tamari-ch.
მე ვარ ერთერთი მსურველი.

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 16:57
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) Tamari-ch. - ს +
3) amigo
4) ბივრილი
5) ეკა
6) ხალიანა
7) ჩიტუციო

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 17:00
by SHORENA
მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით

1) Tamari-ch.
2) Tamari-ch. - ს +
3) amigo
4) ბივრილი
5) ეკა
6) ხალიანა
7) ჩიტუციო
8 ) შორენა

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 17:56
by Archil
ბრეთა და ულუმბოში - არ ვყოფილვარ
შიომღვიმე (წმ. მამა შიო მღვიმელის საფლავი)- ვიყავი
ზედაზენი ( წმ. მამა იოანე ზედაზნელის საფლავი - ვიყავი
- წილკანი (წმ. მამა ისე წილკნელის საფლავი) - არა
- სამთავისი (წმ. მამა ისიდორე სამთავნელის საფლავი - ვიყავი
- სამთავრო ( წმ. მამა აბიბოს ნეკრესელის საფლავი) - ვიყავი
ალბათ შევძლებთ თადეოზ სტეფანწმინდელის საფლავის ნახვასაც კასპთან
(იმედია იქ ნაღმები არ იქნება) - არ ვიცი
მარტყოფი - (წმ. მამა ანტონ მარტყოფელის სავანე) - ვიყავი
იყალთო - (წმ. მამა ზენონ იყალთოელის საფლავი) - ვიყავი
ალავერდი - (წმ. მამა იოსებ ალავერდელის საფლავი) -ვიყავი
ხირსა - ( წმ. მამა სტეფანე ხირსელის საფლავი) არ ვყოფილვარ, გვერდზე ჩავუარეთ
ნეკრესი - (აბიბოს ნეკრესელის მიერ აშენებული სავანე). - ვიყავი
დავით გარეჯი - ( დავით გარეჯელის საფლავი) - არ ვყოფილვარ (ეგრეა, გამარჯობას რესტორნობის ბრალია)

თამთა, შენ ალბათ ყველა გაქვს უკვე მონახულებული ....

რაც არ მინახია, ბუნებრივია ის მაინტერესებს და .... როგორ ვქნა?

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 18:05
by Jnosy
Tamari-ch.
ოოო, წილკანში თვის ბოლოს (ზუსტად არ მახსოვს) დიდი ზეიმია
დიიიდი ჭიდაობა იმართება
დაჯილდოვებულს მხრებზე ბატკანს შესვამენ და ისე გადის...

ძალიან ლამაზი სანახაობაა, კარგი იქნება თუ ამ დღეს დავამთხვევთ
ერთი დღის მთლიანად ამ დღესასწაულისთვის დათმობაც შეიძლება

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 05 სექ 2008, 20:08
by Tamari-ch.
Archil
კი 12 ასურელი მამის საფლავზე ვიყავი-
ზოგან 2-3 ჯერ -
და სიმართლე რომ გითხრა-
ამ ადგილების მოლოცვის მერე დიდ ენერგიას ვგრძნობ-

საოცარი მადლი მომაქვს ხოლმე მაქედან-
ახლა მინდა წასვლა - როცა ძალიან გვიჭირს-
და სხვა დატვირთვა ექნება ამას ყველაფერს

დავით გარეჯში წავალთ აუცილებლად -
იქ 1 დღე უნდა მთლინად - იქ აუცილებლად წამოდი -
სხვაგან როგორც გინდა-
თუ განწყობა გაქვს -მეორედ წამოსვლა განა ცუდია.

Jnosy
გაიგე როდისაა ეს წილკანში და დავამთხვიოთ მაშინ.
21 -ში კი მაშინ დავით გარეჯში წავიდეთ/

კახეთში რთველის დროს ჯობია - ოქტომბერში.

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 12:03
by Nini_A
რა მაგარი იდეაა

თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, დიდი სურვილი მაქვს კიდევ მოვილოცო
9. მე - ნინი არაბული
და წამოვიყვან ჩემს +

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 12:08
by Nini_A
II კვირა
1 დღე:
მარტყოფი - (წმ. მამა ანტონ მარტყოფელის სავანე)
ნეკრესი - (აბიბოს ნეკრესელის მიერ აშენებული სავანე).
ალავერდი - (წმ. მამა იოსებ ალავერდელის საფლავი)
2 დღე:
იყალთო - (წმ. მამა ზენონ იყალთოელის საფლავი)
ხირსა - ( წმ. მამა სტეფანე ხირსელის საფლავი)

ეს 27-28 სექტემბერს რომ იყოს კარგი იკნება, ისედაც ვაპირებდი წასვლას 27 ღამე ლიტანიობა იქნება ალავერდში :roll:

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 12:20
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) Tamari-ch. - ს +
3) amigo
4) ბივრილი
5) ეკა
6) ხალიანა
7) ჩიტუციო
8 ) შორენა
9) ME - NINI ARABULI
10) ME - NINI ARABULI-ს +

მაშინ 27 - ში საღამოს რომ წავიდეთ?.

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 13:01
by Nini_A
ხო მემგონი ასე აჯობებს :roll:

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 13:15
by გვალდა
sadac ar var namfoki upirvelesad iq camoval. imedia kvira dge daemTxveva...


TQVEN - NINI ARABULI from Intertour? :roll:

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 13:31
by Nini_A
GVALDA
მაკა როგორ ხაარ?

მე ამ იდეის ავტორის ფანი ვაააარ :D

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 13:32
by Nini_A
ხო მაკა მე ინტერტურიდან რომ ვარ ის ვარ :D

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 06 სექ 2008, 16:13
by Tamari-ch.
გვალდა wrote:sadac ar var namfoki upirvelesad iq camoval. imedia kvira dge daemTxveva...


TQVEN - NINI ARABULI from Intertour? :roll:
კი -
მეც კვირა მაწყობს-
და შაბათი დღის მეორე ნახევარი (ალავერდისათვის)

1) Tamari-ch.
2) Tamari-ch. - ს +
3) amigo
4) ბივრილი
5) ეკა
6) ხალიანა
7) ჩიტუციო
8 ) შორენა
9) ME - NINI ARABULI
10) ME - NINI ARABULI-ს +
11) გვალდა - ? + ? -