Page 1 of 6
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 12:55
by jaba picxelauri
caucasica wrote:1. ბორჯომ-ხარაგაული იანვარში და შემდეგშიც +( იანვარში იყვნენ და კიდევ მოესწრება

)
2. ბოდბე
3. ბირთვისები
4. აბუდელაური
5. სვანეთი - მესტია-უშგული
6. ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი (ცაგერი-ლენტეხი) ფეხით
7. თუშეთი
8. ხევსურეთი (შატილი-მუცო და ა.შ)
9. აბუდელაური
10. ყაზბეგი-გერგეტი-დარიალის ხეობა
11. ჯუთა
12. თრუსოს ხეობა
13. გოდერძის უღელტეხილი
14. ვარძია
15. ბახმარო
16. ტაბაწყური (ბაკურიანიდან ფეხით)
17. შოვი
18. სათაფლია
19. ნავენახევის მღვიმე
20. მყინვარი
21. ენგური-ხუდონი
22. ნოქალაქევი
23. ვაშლოვანი
24. ჯვარი-ზედაზენი
25. ბეთანია
26. დმანისი
27. ზემო აფხაზეთი, კოდორი
28. ბოლნისი-წუღრუღაშენი
29. პალიასტომი
30. პანკისის ხეობა
31. ძამის ხეობა-ქოზიფას მონასტერი
32. მთიანი აწარა:
32.1. კინტრიშის ნაკრძალი
http://www.dpa.gov.ge/index.php?lan=ge&id=21&iid=119
32.2. მტირალას ეროვნული პარკი
http://www.dpa.gov.ge/index.php?lan=ge&id=20&iid=215
32.3. მაჭახელას ხეობა
33. გუდამაყარი-ჩოხი გოდერზი ჩოხელის ხსოვნას მივუძღვნათ, წავიღოთ ნაწარმოებები და იქ წავიკითხოთ.( მერე კი ბექას ბაკურხევს ვესტუმროთ)
34 . სვანეთი ადაიშის მყინვარი
მარშუტი ჟაბეში-უშგული
http://www.svanetitrekking.ge/geo/jabeshi_info.htm
ადიშის მყინვარი

ყველაფერი ასე დაიწყო...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=60
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 13:49
by namcecuna
შემოდგომას, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში ოცნებად მაქვს ხევსურეთი...
იმედია ამისრულდება...

უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:01
by nusa
jaba picxelauri
მერე?

უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:05
by jaba picxelauri
meore monadire wrote:ჩემი სოფლიდან გადავიდეთ უძირო ტბაზე, იქიდან ოხერხევზე და იქიდან აბუდელაურებზე
ყველაფერზე გეთანხმებით და ლოკოს ადგილს ვუთმობ და თუ უნდა ჩემს მაგივრადაც დადოს სამგზავრო ფული არ მეწყინება

ასეთი რაღაცები იგეგმებოდა...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... ht=#115165
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:20
by Mta Mkvarebia
კი ვიცი, რაც ხდება, მაგრამ მერე, მერე?

უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:25
by namcecuna
აი, მერე :
კიდევაც ვნახავთ ხევსურეთს...
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:38
by jaba picxelauri
meore monadire wrote:კვირის მოლოდინიო და ...
სანამ კვირა მოვიდოდეს, ისეთი კვირა,
ლამა რომ სიმღერის ხასიათზეა
კოტე იდეოგრაფიის
აბალდუი საუბრის
გობე სიმღერის
გვალვა გაკვირვების
გვალდაც გაკვირვების
გოგა ჩახუტების
ქვევრი თხრობის
შატილი და ბალალაიკა ტირილის
მე კი მოსმენის
მანამდე ისევ ამ თემას მოვაწყდები დახარჯვად
ისევ ლოთობას და შფოთობას მოფარებული
თითქმის გაზაფხულიც მოვიდა და ...
დიდი გასვლებიც დაიწყება
თუშეთი
ტობავარჩხლი
მერე უკვე
ჩემს მამულში დაველოდები კარველებს
და საფიხვნოში ჩამომსხდარი "გზას თვალით დავიჭერ"
საღამოობით, როცა ერთ დროს სახელიანი ხევსურების ნასახლარების ჩრდილები ფერდებს შეაწვება...
სიპ ქვაზე ჩამომჯდარს ისევ გამიყინავს სხეულს წინაპართა მამაცობანი...
მოხუცი ხევსურების ბუბუნით ნათხრობი...
ისევ დავავსებთ ჭიქებს წინწარაქალით ...
ხვალინდელი დღის დადგომას დავლოცავთ ...
მჭვარტლიან ფანდურს ჩაუსვამ ხელს ...
და ისევ დავაწყობ ამბებს კარველებისად სათხრობად...
მერე იოცნებებოდა...
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... %98#101759
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:44
by jaba picxelauri
შაბათს მივდივართ მეც და ჩემი ძმაც, და კიდევ მოდიან მსურველებიც რომელთა რაოდენობა ჯერ არაა გარკვეული...
მიგვაქვს ყველაფერი, რაც მხოლოდ მ(ი)თიური დასვენებისთვისაა საჭირო, და არაფერი აქვს საერთო ცივილიზაციასთან
იქნება ნადირობა, მწირი ჭამა, უთავბოლო სმა, და ბევრი პოეზია მთებში
ასე იწყებოდა...
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 14:56
by jaba picxelauri
გასვლა 23 აგვისტო 2008 წელი
დაბრუნება 31აგვისტო 2008 წელი
წამომსველია ყველა, ვისაც სურვილი ექნება და ვინც რამდენიმე დღეს გამონახავს 23 აგვისტოდან 31 აგვისტოდან
(ეს პოსტი ჩასწორდება, როგორც კი თითოული დღის გეგმები საბოლოო სახეს მიიღებს, იქნება ნადირობები, ქამა სოკოს კრეფა, ძირძველ ხევსურებთან სტუმრობა, ორი მწვერვალის დალაშქვრა, 2800 იანის და 3000 იანის, უძირო ტბაზე გადასვლა, დევების ნასახლარების ნახვა, ჭიუხების ძირას ღამის გათევა, აბუდელაურებზე ჩასვლა, ძველი საქართველო რუსეტის გზაზე გასეირნება, აჯანყებულ ხევსურთა და რუსების 12 არმიის ბრძოლის ველის ველის მონახულება და დაღუპულ რუს სალდათთა საფლავებისთვის პატივის მიგება(ეს შეიძება ამოვიღოთ) მარიამობის წარმართულ დღე სასწაულზე დასწრება, პირიმზე ფუძის ანგელეზობის წარმართულ დღე სასწაულზე დასწრება, არაგვის სათავეებში საბანაოს დაგუბება, უძველეს წისქვილში სტუმრობა, მუცოში აღმოჩენილი ნიშნების ჩემს სოფელში არსებულ ნიშნებთან შედარება, ჩოხის მთებში მზის ჩასვენების ხილვა, მზის სხივების ათამაშების ხილვა, ჭიუხის ძირში ნანადირევის მწვადებით და ბალალაიკით და პოეზიით ღამის გატეხვა (რამდენიმე სიურპრიზი ბოლომდე არ გახმოვანდება

)
ასე იგეგმებოდა

უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 16:20
by bela
jaba picxelauri
შენა და, ასე იგეგმებოდა რას ნიშნავს?
აბა, ცოტა მეტად დაკონკრეტდი....
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 16:57
by lika-li
ვახ!!! რა ძალიან მაცდუნებელია.
ხევსურეთი ჯერ სურათებიდან მიყვარდა, მერე კარველებთან ერთად ვნახე პირველად და აქამდე მომყვება მისით აღტაცება.
მაგრამ....

ამდენი თავისუფალი დღე სად გამოვნახო?
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 17:58
by Int3lig3nt
lika-li
ამდენი თავისუფალი დღე სად გამოვნახო?
მართლაც რომ მაცდუნებელი შემოთავაზებაა, ისეთი, მაცდუნებელი, რომ გაგაჟრიალებს ტანში...
მაგრამ მეც შენს გასაჭირში ვარ

.
სამსახურს რა ვუყო

.
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 18 აგვ 2008, 18:37
by bela
იმედი მაქვს, 23-მდე ჯარები გავლენ, და სიტუაცია მეტად არ გრთულდება...
რაღაცნაირად მრცხვენია, ისე გამიხარდა ბექას შემოთავაზებები...
უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 19 აგვ 2008, 12:56
by ნინი_85
bela,
lika-li,
Int3lig3nt
აბა, აბა წამომსვლელები რიგში მოვეწყვეთ
თავისუფალი დრო სულ არ მაქვს და არც წამოსვლის შანსებია ძალიან დიდი, მარა მთავარი სურვილია!
გინდა ხევსურეთის ნახვა, ყველაფრ იმის განცდა რაც ზემო პოსტში წერია?
მაშ მიზანი გქონია, ხოდა იბრძოლე მიზნის განხორციელებისათვის და მერწმუნე პრობლემები დაპატარავდება და სრულიადაც გაქრება
ხოდა, ამ ოპტოპიკის ჟამს გავიეტებულვარ და საკუთარ თავს ვულოცავ

უბრალოდ ხევსურეთი....
Posted: 19 აგვ 2008, 13:43
by lika-li
ნინი_85
გილოცავ ჩემო კარგო!
იეტობა დიდი პასუხისმგებლობაა
შენ ყოჩაღი გოგო ხარ და ვიცი, თავს გაართმევ
კიდევ ერთხელ გილოცავ!
