Page 1 of 2

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 აგვ 2008, 20:43
by Gvalva
ამ განყოფილებაში თემის გახსნა ძირითადად კარგად მიმდინარეობს. ყველა გასვლა უკვე დადგენილი თარიღით და ვადით ცხადდება.

ეს თემა იმისთვის გავხსენი რომ კიდევ ერთი რამ გთხოვოთ.

ძალიან კარგი იქნება თუ გასვლას დაურთავთ რუკას, რომ შედარებით უცნობი გასვლების შემთხვევაში ნათელი გახდეს ფეხით გასავლელი მარშუტი.

თუ გასვლა ცნობილ ადგილას იგეგმება, ქუთაისი, შიო მღვიმე, ამაზე ნუ იწვალებთ, მაგრამ როცა ლაშქრობა 10-15 კმ ტყის ბილიკს მოიცავს რელიეფის და ადგილის სანახავად კარგი იქნებოდა რუკის დადება.

მერე ეს რუკა ლაშქრობის აღწერაშიც გადავა პირდაპირ და ორი საქმე ერთდროულად გაკეთდება.

როგორ ვიპოვოთ იმ ადგილის შესაბამისი რუკა, სადაც ვგემავთ გასვლას?

მე ამ ბმულს შემოგთავაზებთ http://www.geoland.ge/en/ რომლიდანაც ასეთ დაყოფაზე გადახვალთ და აირჩევთ იმ კვადრატს, რომელშიც გეგმავთ გასვლას.

Image

მაგ. ლაგოდეხის ჩანჩქერისთვის არაა საჭირო თბილისდან ლაგოდეხამდე გზის მითითება, აიღეთ მხოლოდ ფეხით სასიარული ადგილის ფრაგმენტი და ფოტოშოპში ან რაიმე გრაფიკულ რედაქტორში დავარაუდო მარშუტი დაიტანეთ ფერადი ხაზით.

მე მგონი ამას ისედაც ყველა აკეთებს და ბარემ საიტზეც დავდოთ.

შემდეგ ეს ფრაგმენტი შეგიძლიათ მიიტანოთ ფოტო სამყაროში და დაბეჭდოთ როგორც ფოტოსურათი. რუკა ლაშქრობაში თან გექნებათ. :)

მოკლედ, რამდენ კურდღელს ვიჭერთ ვერც კი ვითვლი :)

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 აგვ 2008, 21:08
by Mta Mkvarebia
Gvalva
გაიხარე, ლელა :D ძალიან კარგი იდეაა. სულ ძებნა მიწევდა რუქების, ახლა მეცოდინება სად ვიპოვო. მაგრამ A4 ფორმატზე ამობეჭდვისას, მგონი ძალიან წვრილი შრიფტი იქნება არა? :roll: ელექტრონულ ვერსიად კი კარგი იქნება :) .

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 აგვ 2008, 21:56
by Archil
Gvalva

გმადლობ ლელ ამ თემის გახსნისთვის...

გეოლენდს უკეთესი ხარისხის რუქები არა აქვს თუ მხოლოდ 1:100 000 -იანებია? თუ არის, გვითხარი როგორ მოვნახოთ, გთხოვთ.
მე რაც ვნახე, დაბალი ხარისხის იყო და ....


http://maps.poehali.org/catalogue/k38/?page=2

აქ უფრო მეტი მასშტაბის რუქების ნახვაც შეიძლება და ესეც შეიძლება გამოვიყენოთ.

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 აგვ 2008, 22:36
by Gvalva
მე ასიანი რუქები იმიტომ დავდე რომ უფრო ხშირად 50-იანებზე მთლიანი მარშუტი ერთ ეკრანზე არ ეტევა ხოლმე.

თუმცა მარშუტსაც გააჩნია.

კარგია რომ სხვა რუკებიც დადეთ, ვისთვისაც რომელი იქნება კომფორტული ის გამოიყენოს

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 28 აგვ 2008, 00:10
by lama
Gvalva
ძალიან კარგია, მარა დაბალი ხარისხია და არ ჩანს გადიდებულზე პუნქტები


ესაა ცუდი მხოლოდ :(

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 28 აგვ 2008, 00:18
by kotetbeli
ეს უკვე საქმეა! მუაგარ! :)

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 23 თებ 2009, 00:03
by miau
რა სიამოვნებით წავიდოდი აქ K_37_034 და ყველას დაგპატიჟებდით:)

ვფიქრობ, ძალიან საჭირო რუკაა. :)

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 27 თებ 2009, 12:43
by Gvalva
მოდით ყველა ღონისძიების შესახებ ანონსი გავაკეთოთ სამომავლო გეგმებში

სათაურის ფორმატი: თარიღი, ღონისძიების დასახელება

თარიღი იყოს ფორმატით dd.mm.yy
ღონისძიების დასახელება მაქსიმალურად ინფორმატიული

მაგ. "27.08.09, ველოტური ბაზალეთზე" - ჯერ თარიღი, მერე დასახელება

ასეთ შემთხვევაში ყველა ღონისძიება ერთად იქნება, თარიღებიც წინ რომ ეწერება ადამიანი შეძლებს თვალი გადაავლოს როდის რა ხდება და თავისი თავისუფალი დრო ისე დაგეგმოს

გთხოვთ დავიცვათ ეს წესი

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 29 ივლ 2010, 01:51
by giorgi-bunturi
lama
გაუმარჯოს როგორ ხარ? სვანეტის ტურს სჰენაკეტებ ხოოოო ცოტაარიკოს ამსაიტის ვერგავიგე კარგად
ტან სახელები გაქვტ უცნაური ვეგარ ვიმახსოვრებ ვინ ვინაააა. რგაც კიტხვები მაქვს და მოგცერ მერე აქ ტუიქნები

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 ივლ 2011, 15:08
by meleksa
ძალიან მიკვირს და მაინტერესებს, რატომ ეზარება ხალხს საერთოდ რამე გასვლის დაგეგმვა-ორგანიზატორობა? მაინდამაინც სხვას რატო უნდა ელოდო როდის გაგიხსნის ვინმე თემას? კონკრეტულად რაიმე მარშუტის დაგეგმვას და ორგანიზებას ახალი ველოსიპედის გამოგონება არ ჭირდება, უბრალოდ 3-4 ზარი გჭირდება მძღოლებთან და 3 წინადადების დაწერა თემის გახსნისთვის.. მაგრამ სწორედ ეს ეზარება ყველას და ჰგონია რომ თუ მოცლილი არ ხარ ორგანიზატორიც ვერ იქნები?
ვფიქრობ ამის გამოა რომ ხშირად ისმის წუწუნი: კარავს ძინავს, რაგაც ხალხი ისე აღარ აქტიურობს და ა.შ. გაუთავებლად...

ხალხო მარტივად შეხედეთ ყველაფერს, ხშირად გახსენით თემა ამ განყოფილებაში და ყველა კმაყოფილი იქნება...

რასაც სხვისგან ითხოვთ, შეგიძლიათ ერთხელ მაინც იგივე ყველამ გააკეთოთ სხვებისთვის...
მეტი ლაშქრობა ხომ იფრო უკეთ ნანახ საქართველოს ნიშნავს?!

მადლობა ყურადღებისთავის....

მიყვარხართ კარავი და კარაველები ერთად !!!

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 ივლ 2011, 15:23
by Mta Mkvarebia
meleksa

გაიხარე გიო, ჩვენც გვიყვარხარ :*

გეთანხმები, მარტო 1-2 კაცს უყურებს ხალხი და იმიტომაცაა გაგანია სეზონზე ხანდახან საერთოდ არაა სამომავლოებში თემები.

მაგრამ ერთ რამეში არ გეთანხმები ;) მარტო მძღოლთან გადარეკვა და 2 წინადადების დაწერა არაა :) ასე თუ ისე უნდა იცნობდეს მარშრუტს, თუ თავად არაა ნამყოფი, და თუ მეგზური არ სჭირდებათ , მაშინ იქ ნამყოფი ადამიანისგან უნდა აიღოს ცნობები, უნდა შეაფასოს მარშრუტის სირთულე და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდო ხალხს. და თავად ლაშქრობის დროსაც გარკვეული პასუხისმგებლობა ითავოს, რომ დაგეგმილი მარშრუტი გეგმის მიხედვით განხორციელდეს, თუ ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, მოლაშქრეებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს აუცილებლად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ორგანიზატორს ვინმე რამით ავალდებულებს, არანაირად. სულ ვიმეორებ, ორგანიზატორი ტურისტული სააგენტოს ანაზღაურებადი მეგზური არაა, რომ რამე მოთხოვო, ის თუ აკეთებს აკეთებს თავის კეთილი ნებით, თუ იხარჯება, იხარჯება მეგობრებისთვის. აი ასეა ეს :))

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 ივლ 2011, 15:32
by arcivi9
meleksa wrote:ძალიან მიკვირს და მაინტერესებს, რატომ ეზარება ხალხს საერთოდ რამე გასვლის დაგეგმვა-ორგანიზატორობა? მაინდამაინც სხვას რატო უნდა ელოდო როდის გაგიხსნის ვინმე თემას? კონკრეტულად რაიმე მარშუტის დაგეგმვას და ორგანიზებას ახალი ველოსიპედის გამოგონება არ ჭირდება, უბრალოდ 3-4 ზარი გჭირდება მძღოლებთან და 3 წინადადების დაწერა თემის გახსნისთვის.. მაგრამ სწორედ ეს ეზარება ყველას და ჰგონია რომ თუ მოცლილი არ ხარ ორგანიზატორიც ვერ იქნები?
ვფიქრობ ამის გამოა რომ ხშირად ისმის წუწუნი: კარავს ძინავს, რაგაც ხალხი ისე აღარ აქტიურობს და ა.შ. გაუთავებლად...

ხალხო მარტივად შეხედეთ ყველაფერს, ხშირად გახსენით თემა ამ განყოფილებაში და ყველა კმაყოფილი იქნება...

რასაც სხვისგან ითხოვთ, შეგიძლიათ ერთხელ მაინც იგივე ყველამ გააკეთოთ სხვებისთვის...
მეტი ლაშქრობა ხომ იფრო უკეთ ნანახ საქართველოს ნიშნავს?!

მადლობა ყურადღებისთავის....

მიყვარხართ კარავი და კარაველები ერთად !!!
მსგავსი აზრები აღმეძრა ჯომარდობასთან დაკავშირებით :!:
მაგრამ ამის ორგანიზების გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ ვერ ვიკისრებ ამ საქმეს :?

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 ივლ 2011, 16:26
by Mta Mkvarebia
arcivi9
საკონტაქტო ნომრები ხომ მოგწერე, მაგის ორგანიზებას მეტი არაფერი სჭირდება. ნავის დაჯავშნა, მძღოლთან დარეკვა და სულ მცირე 1 ნავის ოდენობის ხალხის შეკრება (6 ან 8 კაცი). ხალხის შესაკრებად კიდევ თემა უნდა გაიხსნას.

ასე, რომ თამამად! :)

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 ივლ 2011, 16:31
by Naia
meleksa
აბსოლუტურად გეთანხმები მელექს. კარავზე სულ რაღაც რამდენიმე კაცია, ვინც გასვლებს გეგმავს (მე პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ვიღებ მონაწილეობას დაგეგმვაში). დანარჩენები კი წუწუნებენ, რომ გასვლები არ არის. მინდა ყველას შევახსენო, რომ თემის გახსნა და გასვლის ორგანიზება ყველას შეუძლია.

თემის გახსნა ამ განყოფილებაში

Posted: 01 ივლ 2011, 17:11
by meleksa
Mta Mkvarebia

რაშიც არ მეთანხმები მე გეთანხმები :) ის ყველაფერი რაც არ იცი ადამიანმა რომ იკითხო რჩევებს ყველა ვაძლევთ ერთმანეთს და თუნდაც იმ მიმართულებით სადაც ნამყოფი არ ხარ, იმდენი ინფორმაცია გიგროვდება რომ ბრმად აღარ მიდიხარ...

მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება.. :*