Page 1 of 6
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 00:02
by Int3lig3nt
ამ შაბათ კვირას ვაპირებთ ლაგოდეხის ნაკრძალში წასვლას.
ვნახავთ გურგენიანის ჩანჩქერს და კიდევ რამდენიმე კილომეტრსაც გავივლით.
რუკა თუ ვნახე ინტერნეტში, მოვხაზავ მარშრუტს.
ხვალ უფრო დეტალურად დავწერ ყველაფერს.
ჯერჯერობით ვართ 10 კაცამდე.
თუ სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით.
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 11:30
by tiko_r
მე ძალიან ძაააააააააააააააალიან მინდა, მაგრამ 3-ში ქვევრის ჯვრისწერას მინდა დავესწრო. სხვა შაბათ-კვირა რომ ყოფილიყო რა კარგი იქნებოდა

ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 11:35
by Naia
tiko_r
მეც იგივე მიზეზით ვერ ვახერხებ წამოსვლას. ოღონდ ქვევრის ნაცვლად მე მეკოს ჯვრისწერაზე ვიქნები
ერი-ერი, მომავალ კვირას წავიდეთ. იქნებ კიდევ შეიკრიბოს ჯგუფი...
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 13:58
by Bivrili
ისა და კარავზე არდადეგები რომ გამოვაცხადოთ არ შეიძლება?........
ასეთი საინტერესო გასვლების აგვისტოში დაგეგმვა , არც მეტი არც ნაკლები წნევის ამწევი საშუალებაა, მათთვის ვისაც წამოსვლა უნდა , მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს...............

..........
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 14:16
by Nika
აგვისტოში არდადეგები??? აგვისტო გაგანია სეზონია გასვლებისთვის.
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 14:23
by Bivrili
Nika
კარვული გასვლების არდადეგები ვიგულისხმე...........
იმიტომ რომ სხვა სახის გასვლების სეზონია ხოლმე...............
ანუ ზოგი მთაშია, ზოგიც ზღვაზე, ზოგი კიდევ ტბაზე...................
ასეთ დროს კი საინტერესო გასვლა რომ დაიგეგმება, ბევრი ვერ ახერხებს წამოსვლას (ამ შემთხვევაში მე ჩემს თავზე მეწუწუნება), ის საინტერესო გასვლა კი ღმერთმა იცის კიდევ როდის განმეორდება..............

.........
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 14:26
by Mta Mkvarebia
Bivrili
მერე მაგ გასვლაზე საინტერესო ადგილებში (მთაში, ზღვაზე და ტბაზე) რომ არიან წასული და ჩვენ გვაწუწუნებენ? მათი გულისთვის გამოვიკეტოთ ბინებში და ამოვიხრჩოთ თბილისში?

ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 14:37
by Bivrili
Mta Mkvarebia
არა რატომ უნდა დაიწვათ თბილისში..........
ბაზალეთი, კუს ტბა, თბილისის ზღვა.............
და კიდევ რამდენია ასეთი.......
ღმერთმა გვიმრავლოს..............
აი, ლაგოდეხი კი მეც რომ მიინდა , მაგრამ ეს დრო არანაირად არ მაწყობს................

..........
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 14:41
by Mta Mkvarebia
Bivrili
საიდუმლოს გეტყვი,
მომავალ კვირას ვაპირებთ ჩვენ წასვლას
ახლა გავიპარე, სანამ ინტყელამ კონკურენციის მარცვლის ჩაგდებისთვის თავისი მახვილი იუმორის ობიექტად გამომიყენა

ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 15:23
by Nika
მაგას ვამბობ მე აბა ნოემბერში ხო არ წავალ უძირო ტბაზე ან სვანეთში. აგვისტო და სექტემბერია პახოდების გაგანია სეზონი. იდეალური ამინდები. ჯერ სიმწვანეა. დღეც არაა მოკლე და ა.შ.
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 16:14
by Int3lig3nt
Bivrili
შენი ხმა არ გავიგო

.
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 16:50
by navigator
ფეხით სავალი ბევრია და მარშუტი?
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 16:50
by Int3lig3nt
navigator
დღეს წივწივას დავაწერინებ მარშრუტს.
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 21:05
by navigator
Int3lig3nt
არ წერს? ცხელი უთო სცადე?
ლაგოდეხის ნაკრძალი - 2-3 აგვისტო
Posted: 31 ივლ 2008, 21:15
by megzuri
მეც მინდა, მაგრამ მეშინია შემდეგ შაბათ- კვირას არ დაიგეგმოს ჩემი
გასვლაც.არადა რამდენი ხევსურეთის მერე ეგ დავგეგმე
