Page 1 of 11

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 11:32
by Naia
რადგან გვალვას ტბები ძალიან უყვარს, ეს გასვლა მას ეძღვნება:)

ხანჩალის ტბა - მადათაფის ტბა - კარწახის ტბა - აბულის ტბა (?)

მოკლედ, ეს მასშრუტი კარგა ხანია იგეგმება კარავზე.

გავდივართ 26 ივლისს, დილით. მოვინახულებთ ხანჩალის, შემდეგ მადათაფის და კარწახის ტბებს. თუ დრო დაგვრჩა აბულის ტბას და კუმურდოს და დავბრუნდებით 27 ივლისს, საღამოს.

ღამისთევა კარვებში. გასვლა იქნება 2-ხიდიანი მანქანებით, ვინაიდან კარწახის ტბამდე ცუდი გზის გამო მინიბუსი ვერ მივა.

ჯერ-ჯერობით გვყავს 2 მანქანა. ჩემი ზურმუხტა და გვალდას + ირაკლის პაჯერო. საწვავის ხარჯს გავინაწილებთ.

ღამისთევა კარვებში, ან ასპინძაში კერძო სასტუმროში, სადაც ღამისთევა 25 ლარი ღირს კაცზე (სასტუმროში არის ცხელი და ცივი წყალი). ღამისთევის საკითხი საერთო შეთანხმებით გადავწყვიტოთ.

ორივე მანქანა უკვე შეივსო.

ძალიან კარგი იქნება თუ სხვა მანქანიანებიც შემოგვიერთდებიან.

სია:

1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია
3. თუთა
4. კავკასიკა
5. ნაია
6. ირაკლი
7. ირაკლის +
8. გვალვა
9. გვალდა
10. ჯაბა ფიცხელაური ?

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 11:37
by Naia
ახლა ველაპარაკე ჩემს მეგობარს, რომელიც ზედაზენის ლაშქრობაში იყო ჩვენთან ერთად წამოსული. მანაც გამოთქვა წამოსვლის სურვილი თავისი ჯიპით. მაგრამ ჯერ-ჯერობით არ იცის ახერხებს თუ არა წამოსვლას.

ამიტომ მისი მანქანის ეკიპაჟი აჯობებსკითხვის ნიშნით ჩაეწეროს.

[1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია
3. თუთა
4. კავკასიკა
5. ნაია
6. ირაკლი
7. ირაკლის +
8. გვალვა
9. გვალდა
10. ჯაბა ფიცხელაური ?
11. ლუი (ნაიას + მანქანით) ?
12. ?
13. ?
14. ?
15. ?

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, რა საზოგადოება შეკრებილა.
ფასს რაც შეეხება, ჩემი გამოთვლით, გზა წინ და უკან - თბილისი-ჯავახეთი-თბილისი 1000 კმის გავლა მოგვიწევს.
ეს ნიშნავს, რომ 5კაციან ეკიპაჟში თითოეულმა 200 კმის სამყოფი საწვავი უნდა შეიძინოს. საკვები ყველას თავისი მოაქვს.
თუ 1 ღამით წავალთ, მაშინ რომელიმე ტბის (სავარაუდოდ, კარწახის) ნაპირთან გავშლით ბანაკს
და 26 ივლისს, შაბათს, დილის 6ზე გავალათ. არაუგვიანეს შვიდის ნახევრისა.
თუ 2 ღამით წავალთ, რაც, დროის უქონლობის გამო, დიდად არ მხიბლავს, 25 ივლისს, პარასკევს საღამოს 5-6ზე გავალთ
და 1ლ ღამეს ასპინძის საოჯახო სასტუმროში გავათევთ (ან კარვებში), მე2 ღამეს კი რომელიმე ტბასთან კარვებში.

შეგვიძლია, თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქით წავიდეთ და წალკის ჯაყჯაყა გზით დავბრუნდეთ,
რაც იმას ნიშნავს, რომ გზად საღამოსა და ფარავნის ტბებს ვნახავათ.
ამ ტბების თაობაზე დაინტერესებულ პირებს წარმოდეგნა რომ შეექმნათ, "ლაშქრობებში" თემაა გახსნილი.
მკდ, მანქანებში ადგილები იმათ აქვთ დაკავებული, ვინც კერძო საუბრებში ტბებზე წამოსვლის სურვილი
დიდი ხნის წინათ გამოთქვა. გამონაკლისი 2 ადამიანია.
და ვინაიდან მინიბუსებისთვის გზა არცთუ ხელსაყრელია, წასვლა მხოლოდ ჯიპებით ხერხდება.
შემოგვი1დით. ვნახოთ ეს უნიკალური ტბები. მაშტაბებითა და სილამაზით განსაკუთრებულია კარწახისა და ხანჩალის ტბებია საინტერესო.

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:14
by Mta Mkvarebia
Naia
მე კარვებში ღამისთევას ვემხრობი ორივე ხელით :D

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
ძნ მიხარია, რომ გასვლა გვალვა ძალოს ეძღვნება.
ეგებ, მისი იდეას - ტბებიან კალენადარს ამ გასვლაში რაიმე საინტერესო კადრი შეემატოს.
ხუმრობა ხომ არ არის, კარწახის, აბულის, ხანჩალის, მადათაფის და ლაბათ, საღამოსა და ფარავნის ტბების 1 გასვლაში ნახვა?
ტან რა ტბები, რა ტბები, 1მანეთზე უკეთეს-უმშვენიერეს-უდიდესი...

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:18
by Gvalva
ნაი, დიდი მადლობა :)

მართლაც მიყვარს ტბები და ამ ჩამონათვალიდან არც ერთი ნანახი არ მაქვს (რუკაზეც კი :oops: )

მოკლედ, წამოვალ!!

თუ აქაც ვერ წამოვედი, ხომ იცით, თავს ალესილი მთვარით რომ ვიკლავ ხოლმე :)

გოგა, თუ ორი ღამით წავალთ ტბები ისე ვერ არის განლაგებული რომ ერთი ღმე ერთ ტბასთან გავათენოთ და მეორე მეორესთან?

როგორც ვთქვი ეს ტბები რუკაზეც არ მინახავს და...

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:20
by Mta Mkvarebia
მე პარასკევს საღამოს გასვლა უფრო მხიბლავს, მაგრა სხვას თუ არ სცალია, მაშინ მათ აზრს გავითვალისწინებ და ისევ შაბათს გასვლას მივემხრობი.

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
მთავარი, რაც ამ გასვლის მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან ზედ კარწახის ტბაზე გადის
საქართველო-თურქეთის საზღვარი, მადათაფის ტბასთან კი რამდენიმე კმშია სომხეთის საზღვარი, თან
უნდა ვიქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სასურველია, ეს პასპორტი იყოს.
ეგება და სევანის ტბისკენაც გაგვიწიოს გულმა, ჰა?
ვაჰ, აბა, ვნახოთ

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 12:25
by GAMARJOBA SAKARTVELO
Gvalva wrote:ნაი, დიდი მადლობა :)

გოგა, თუ ორი ღამით წავალთ ტბები ისე ვერ არის განლაგებული რომ ერთი ღმე ერთ ტბასთან გავათენოთ და მეორე მეორესთან?
თეორიულადაც და პრაკტიკულადაც შესაძლებელია 1 რამის 1 ტბასთან გათენება, მე2 ღამის კი - სხვა ტბასთან.
ტბებს შორის მაქსიმალური სიშორე 40 კმ.
ჩემს მიერ ჩამოთვლილი ტბები ახალქალაქისა და ნინოწმინდს რაიონებში შედის და ყველა ვულკანური წარმოშობისაა.
ცივი წყლის მიუხედავად, ცურვა მაინც შეიძლება.
ასე რომ, საცურაო ტან ვიქონიოთ.
ტბები მდიდარია თევზით და თევზაობის მოყვარულებს ანკესის წამოღებაც შეუძლიათ.

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 13:03
by Makena
ვაჰ, თქვენ გენაცვალეთ რა გასვლა დაგიგეგმიათ, დარწმუნებული ვარ ეს იქნება წლის გასვლა !
მე სამწუხაროდ ვერ გიერთდებით სამსახურის გამო, გურია-აჭარაში მივდივარ და იქედან დაგეგმილი მაქვს გოდერძის უღელტეხილით გადმოვიდე მესხეთში.
2 დღეში ამდენი ტბების მონახულება და თან კუმურდოს ნახვაც მეეჭვება რომ მოასწროთ :roll:
თუმცა თუ მოახერხებთ და დროს გამონახავთ აბულის ციხეც ნახეთ, მე არ ვარ ნამყოფი აბულზე, მითხრეს რომ ძალიან შთამბეჭდავია, უზარმაზარი ლოდებით ნაგები, ქრისტიანობამდელი პერიოდის ნაგებობაა.

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 13:05
by Naia
Makena
რა საინტერესოა

ვეცდები, მოვინახულოთ ეგ ციხე

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 14:12
by Varvara
დიდი ბოდიშების მოხდით:

თუ უკვე ადგილები შევსებულია ორივე მანქანაში, მაშინ აქ დაპოსტვას რა აზრი აქვს.

ვისაც გვინდა წამოსვლა და მანქანის შოვნის არანაირი შანსი არაა, ისინი მაინც შეგვიცოდეთ :D :D :D :D

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 14:19
by Mta Mkvarebia
Varvara
რატომ, გერჩივნათ არავისთვის გაგვეგებინებინა და ისე წავსულიყავით? :wink: მანქანები კარავზე ბევრს ყავს, მაგრამ ამხელა გზაზე მარტო წასვლა არ მოუვიდოდათ თავში ან იქნებ კარწახის შესახებ არ ჰქონდეთ ინფორმაცია. ამ თემას რომ ნახავენ, იქნებ მოუნდეთ კიდეც წასვლა და მერე ადგილებიც გამოჩნდეს :) . ლამამ რომ სვანეთზე თემა გახსნა, სურვილის მიუხედავად წასვლის არანაირი შანსი არ მქონდა, მაგრამ აბა არ გაეხსნა ჩემნაირების გულისთვის თემა? :wink: ამ შემთხვევაში ხელისშემშლელ გარემოებას არა მგონია მნიშვნელობა ჰქონდეს, ორივე შემთხვევაში გწყდება გული და თემა ვეღარ გახსნილა? :wink:

ნაიამ კიდევ თავისი მეგობრის მანქანა სავარაუდოდ იშოვა და მეტი რა ქნას? :roll:

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 14:53
by აცაბაცა
Naia wrote:ახლა ველაპარაკე ჩემს მეგობარს, რომელიც ზედაზენის ლაშქრობაში იყო ჩვენთან ერთად წამოსული. მანაც გამოთქვა წამოსვლის სურვილი თავისი ჯიპით. მაგრამ ჯერ-ჯერობით არ იცის ახერხებს თუ არა წამოსვლას.

ამიტომ მისი მანქანის ეკიპაჟი აჯობებსკითხვის ნიშნით ჩაეწეროს.

[1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია
3. თუთა
4. კავკასიკა
5. ნაია
6. ირაკლი
7. ირაკლის +
8. გვალვა
9. გვალდა
10. ჯაბა ფიცხელაური ?
11. ლუი (ნაიას + მანქანით) ?
12. ?
13. ?
14. ?
15. ?
ორი ადამიანიც რომ მივეწეროთ თუ ადგილი გამოჩნდა????
1. გამარჯობა საქართველო
2. მთა მყვარებია
3. თუთა
4. კავკასიკა
5. ნაია
6. ირაკლი
7. ირაკლის +
8. გვალვა
9. გვალდა
10. ჯაბა ფიცხელაური ?
11. ლუი (ნაიას + მანქანით) ?
12. აცაბაცა
13. აცაბაცას +
14. ?
15. ?

ჯიპტური ჯავახეთის ტბებზე - 26-27 ივლისს

Posted: 21 ივლ 2008, 14:56
by Kakha
ხალხო, მე ვერ მოვდივარ მრავალი მიზეზის გამო. მაგრამ რაშია საქმე, ჩემი თანამშრომელი, შვედი გოგო, რომელსაც პჯერო იო ჰყავს და რომელიც შატილ-მუცო-არდოტში იყო ჩემთან ერთად სერიუზულად ფიქრობს ტებზე წამოსვლას თავის სტუმრებთან ერთად. თუმცა არ გადაუწყვეტია საბოლოოდ.

ნამდვილად ძელზე კარგი პიროვნებაა და ვუწევ რეკომენდაციას.

ახლა კი სათხოვარი - მე ოთხშაბათიდან შვებულებაში გავდივარ და თბილისში აღარ ვიქნები. ეს ფორუმი ქართულენოვანია და რომ შემოვიდეს, რადგან ქართული არ იცის და რა უნდა გაიგოს - ჰოდა სათხოვარი - ვინც აპირეთ წასვლას და ინგლისურად ლაპარაკობთ თუ არ შეწუხდებით მომწერეთ თქვენი მობილი პმ-ზე და ლისას (ასე ჰქვია) მივცემ რომ პირდაპირ დაგიკავშირდეთ და გასვლის დეტალები გაიგოს თუ წამოსვლა გადაწყვიტა.

წინასწარ მადლობა გულისხმიერებისათვის.