Page 1 of 1

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 08:37
by navigator
:?:
იმის გამო რომ თითქმის ყველა ლაშქორაბ გავმაზე, იქნებ ამ მითხრათ რა ხდება ამ შაბათ-კვირას? :D
მერე შვებულება მიმთავრდება :(

ისე საიტის დიზანერი კარგს იზამს თუ რამე კალენდრის მსგავს ინტერფეის გააკეთებს, თუმცა ვხვდები რომ ტექნიკურად მარტივი არ იქნება მარა შეუძლებელი არაფერია, 2-3 კვირაში მეც მექნება თავისუფალი დრო და რითიც შევძლებ მოგეხმარებით (პროგრამისტი ვარ)

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 10:04
by mika
navigator
მოკლედ ამ შაბათ კვირას არაფერი ხდება ჯერჯერობით...

ხოლო თუ სადმე მივდივართ ხოლმე ეს ინფორმაცია აუცილებლად გამოდის პირველ გვერდძე წითელი დიდი შრიფტით ასე რომ შეუძლებელია გამოგეპაროს...

ისე შენ შეგილია ამ შაბათ კვირის იდეა შენთვითონ შემოგვთავაზო??????
მოიფიქრე რამე მარტივი და ადვილი ექსკურსიის პონტში რამე და წავიდეთ

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 11:12
by tekla
მე კვირას თბილისი ზღვაზე ვაპირებ წასვლას :)

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 11:16
by mika
tekla
მეც წამოვალ ოკ...თუ რამე არ გამეჩხირა გეგმებში

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 11:33
by tekla
mika

:jump: :) კაი მაშინ, შეგატყბინებ შეკრების დროს და ადგილს :)

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 14:01
by navigator
მე უკვე დავგეგმე შაბათ-კვირა - ველოტური გამძლეობაზე. თუ ჩამოვაღწიე ცოცხალმა, მომდევნო ლაშქრობებში თქვენთან მიგულეთ :D

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 14:03
by Gvalva
navigator

აქ ველოტურის ფანები დადიან, დაწერე კონკრეტულად და რამდენიმე შეილება შემოგიერტდეთ

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 14:12
by navigator
ნელნელა ვართულებთ ჩვენს ტურებს და უფრო საინტერესოს ვხდით.
მოკლედ ასეთი იდეაა: 30-31 ივლისს(შაბათ-კვირას) მოვაწყოთ ორდღიანი ტური.

მარშრუტი:
დავიწყებთ ანანურიდან ველოსიპედებით, გავუყვებით სამხედრო გზას დუშეთის მიმართულებით, შემდეგ გადავალთ ბაზალეთზე, შემდეგ ფშავზე(ვაჟას სახლ მუზეუმთან). მანდ კარვებში გავატარებთ ღამეს და მერე ჩავალთ არაგვზე(შავზე). გადავჯდებით ნავებში და რაფტინგით ჩამოვალთ თითქმის ჟინვალამდე.

კარვები, ველოსიპედები(24 სიჩქარიანი), რაფტინგის ნავები თავის ამუნიციით გვექნება. შოვნა არაფრის არ დაგჭირდებათ.

ტურის ფასია 110 ლარი.

ფასში შედის მგზავრობა, კვება და ყველაფრის ქირაობა რაც კი ტურში დაგვჭირდება(ერთადერთი "სპალნი მეშოკები" ჯობია ჩვენივე გვქონდეს გასაგების მიზეზების გამო)

რათქმაუნდა ტური იქნება საკმაოდ რთული მაგრამ საინტერესოც არის, თანაც თითქმის მთელი გზის განმავლობაში მანქანა გამოგვყვება ისე რომ ტუ ვინმე "დაიბრიდება" და ველოსიპედით გზას ვერ გააგრძელებს - დაეხმარებიან.

დანარჩენი ინფო აქ
http://forum.ge/?showtopic=33607310

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 14:20
by mika
მემგონი ამ თანხის გადახდა ყველას გაუჭირდება 2 დღისათვსი............

ძალიან კარგი მარშუტია...და მაგაზე ჩვენც გვილაპარაკია ..ველოტურზე...
ინფო გვაქვს მაგ მომსახურების შესახებ..........

მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნენები რომ 2 დღეში 110 ლარის გადახგა ბევრს გაუჭირდება...

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 14:55
by navigator
mika
ვიცი :(
მე არ დამიწესებია ეგ გადასახადი.

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 29 ივლ 2005, 16:19
by mika
navigator
ვიცი რათქმაუნდა რომ შენ არ დაგიწესებია........

:)

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 30 ივლ 2005, 10:17
by toga
navigator
კაი იქნება ერთხელ მეც მოვსინჯავ ველოტურით ოღონდ ჯერ არ მცალია :(

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 30 ივლ 2005, 11:15
by Gvalva
navigator

გვიან წავიკითხე.

ტური ძალიან სინტერესოა, ანანურიდან ულამაზესი გზა გადადის დუშეთის გავლით ბაზალეთზე არა სამხედრო გზით არამედ სოფლის გზაა, გამდნარი ასფალტის სუნს შეიძლება ცოტა გზის გართულება ჯობნებოდა.

ბაზალეთიდან ფშავში და მერე ნავებით დაშვება! აი კოქტეილი ამას ქვია! :)

მოგვიყევი შთაბეჭდილებები.

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 31 ივლ 2005, 14:26
by Wanderer
navigator
ძალიან კარგია, მაგრამ 2-დღიანში მაგხელა თანხის ფასად ნაღდად არ წამოვალ !!! მაგალითისათვის: შარშან თრიალეთში 8 დღიანი ლაშქრობის დროს კაცზე დაიხარჯა მხოლოდ და მხოლოდ 25 ლარი. :) რა თქმა უნდა ამხელა ლაშქრობისათვის მეტის გადახდაც ღირს, მაგრამ 2 დღიანისათვის(თუნდაც მასეთისთვის) 110 ლარი მეტისმეტია ! :)

30-31 ივლისის გეგმები

Posted: 02 აგვ 2005, 21:31
by Gvalva
შემდგარი ტურის შესახებ რეპორტაჟი იხილეთ ცალკე თემაში