Page 1 of 2

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 28 ივლ 2005, 22:13
by Gvalva
9 დღიანი რთული მოგზაურობა ზემო რაჭაში. მარშუტი მოიცავს 4 დღიან და 2 დღიან ლაშქრობებს, შუაში შედარებით მსუბუქი ერთი დღე.

პირველი ლაშქრობა: ღები, ბრილი, რიონის სათავე, სასვანიო ტბები, ვაციწვერა, ღები.

გადასვლა (ცივილური დღე): ღები, გონა(?), შოვი, ნორმალური ჭამა, გლოლა

მეორე ლაშქრობა: გლოლა, დოლომისი, კატიწვერა, უძირო ტბა, გლოლა.

მიიღებიან მხოლოდ ძალიან გამოცდილი მოლაშქრეები. აქ იგულისხმება არ მხოლოდ ფიზიკური ძალის, არამედ ლაშქრობის ჩვევების ქონა.

ადგილები შეზღუდულია.

მგზავრობა და საჭმლის ხარჯები დაახლოებით 130-150 ლარი.

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 28 ივლ 2005, 23:01
by toga
Gvalva
აუ ძაან მაგარი იქნება 100 % წამოვიდოდი რო არა ხევსურეთი :( კარგ დროის გატარებას გისურვებთ დარწმუნებული ვარ რო ბევრი წამოვა და მოეწონება შენი იდეა

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 28 ივლ 2005, 23:19
by mika
Gvalva
სამწუხაროდ სამხედრო მაქვს მაგ დროს.......................
ისე 130ლარი ბევრი არაა როგორც ვიცი 40ლარი ჯდება 10დღე მსგავი პახოდი + - 10 ლარი/.............................


მე ტუ როგორმე მოვიცალე აუცილებლად წამოვალ იქნებ გამოვიპარო კატედრიდან

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 12:39
by Nika
აუუუუუ :(:(:( თევზაობის იდეალურ დროს როგორ დაამთხვიეთ???? :(:(:(

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 12:41
by Gvalva
Nika

რიონზეც ახსენეს სათევზაო ადგილები

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 14:37
by Toma
Gvalva ,Nika

მინდა გითხრათ, რომ ერთერთი წევრი აპირებს თევზაობას და მოაქვს ანკესები იმიტომ რომ იქ ყოფილა საკალმახე ადგილები და თუ თქვენ თევზაობა გინდათ მაგის საშუალება მოგეცემათ. :D და თუ დაიჭერთ თევზს შეწვა ჩემზე იყოს :D

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 14:45
by mika
Toma
შამფურებზე შეწვავ...................??? :lol:

ნეტავ როგორმე მოვახერხო და თავი დავიძვრინო სამხედრო კათედროდან...
და ძშემოგიერთდეთ

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 14:46
by Gvalva
Toma

ჰმმმ, ბოლო სიტყვები არ დაგავიწყდეს! :D

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 14:52
by mika
Gvalva
მართალი ხარ ......ისე ჩანგლები წაიღეთ მდინარესთან ჩამოჯექით და პირდაპირ მდინარედან მიირთვით კალმახი :lol:

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 16:34
by Nika
Toma
ეჰჰჰ :( კალმახზე თევზაობა არ ვიცი და არც სამაგისე აქსესუარები მაქ. მარა 80% დარწმუნებული ვარ რო მაგ დროს სიონზე ვითევზავებ.

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 29 ივლ 2005, 19:36
by mika
Nika

ნიკა აბა მოგიძევს ორი კურდღლის გამაზვა :cry: .....

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2005, 09:37
by ჩიტუციო
ნუ ჯერ გამარჯობათ :) კეთილი იყოს ჩემი პოსტი თქვენს ფორუმზე....


Gvalva
მგზავრობა და საჭმლის ხარჯები დაახლოებით 130-150 ლარი.
'ცოტა' ძვირი ხომ არაა? :roll:

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2005, 11:28
by Gvalva
ამ ლაშქრობის ხარჯთაღრიცხვის წარდგენას ნამდვილად არ ვაპირებ
ზოგადად ვიტყვი, ფულს არავინ აგროვებს, თანხა ხელში გიკავიათ და ხედავთ რაში იხარჯება. თუ დარჩება თქვენ დაგრჩებათ. :)

50 ლარი მარტო იქ ჩასვლა–ჩამოსვლას უნდა.

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2005, 11:42
by Gvalva
ხო, Ringo, კეთილი იყოს და სხვ., კინაღამ დამავიწყდა :)

ზემო რაჭა 13-22 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2005, 12:17
by ჩიტუციო
Gvalva
არა კაცო მაგას კი არ ვამბობ მე.... ჰმ, კაი არაფერი :)


ისე ხევსურეთში ვიყავი 10 დღით პირაქეთაში აბუდელაურის ტბებზე და მერე პირიქითაში გადავედით მოვიარეთ ყველაფერი და 60 ლარამდე დაგვიჯდა, ხო და მაგას ვამბობ სხვას არაფერს.... :)