Page 1 of 6
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 14:20
by N67
მალე რამდენიმე ფოტოს დავდებ და ამ ადგილების სილამაზეზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, თორემ საქმე მიმრჩება ისე...
დასაწყისი ასეთია:
თბილისიდან ჩხოროწყუში ავტობუსით.
შემდეგ მუხურში რამე ტრანსპორტით.
მუხურიდან უკვე ფეხით დავიწყებთ სიარულს.
ჯერ ხობისწყალს გავუყვებით, შემდეგ მის ერთ-ერთ შენაკადს.
იმ აღმართების შემდეგ პირველ ტობავარჩხილთან მივალთ, რომელსაც ღუნჯასაც უწოდებენ,
ნაკლებად მოცლილებს შეეძლებათ
ამ ტბის ნახვის 4-5 დღიან მოგზაურობაში ჩატევა,
ანუ ოხოჯედან უკან დაბრუნება მუხურში.
დანარჩენები იქიდან მეორე ტბასთან გადავალთ, შემდეგ კი დანარჩენ ორ პატარასაც ვნახავთ.
მეორე ტბამდე ნამყოფი ვარ, მერე კი მხოლოდ კომპასით და რუკით უნდა გავიკვლიოთ გზა (უკეთეს შემთხვევაში GPS-ითაც, თუ ვინმე მაგიანი გვეყოლა). ზოგჯერ უბილიკოდაც მოგვიწევს სიარული. შეიძლება რამე დაკარგვისნაირიც დაგვემართოს (პირველად რომ ვიყავით, მართალია, საშინელი რუკა გვქონდა, მაგრამ უგზო-უკვლოდ ბოდიალი სამ დღეს გაგვეწელა).
რუკიდანაც ჩანს და მეც დავამატებ საკუთარი გამოცდილებიდან, რომ საკმაოდ რთული გზაა. სავალი ძირითადად კლდოვან ბილიკებზე გვექნება. არის რამდენიმე საკმაოდ მაღალი (3000-მდე) უღელტეხილი. ნახევარზე მეტი გზა ალპურ ზონაშია, სადაც რაის შეშა, ვინმე სულდგმულის ნახვაც გვახარებდა...
ეს ლაშქრობა არ არის გამოუცდელი და მით უმეტეს, თავის თავში მთლად ისე ვერ დარწმუნებული ადამიანებისთვის!
ფეხით სავალი მანძილი 70 კილომეტრამდეა. საშუალოდ, დღეში 7-8 კილომეტრი გამოდის. ეს ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან არაერთგვაროვანი გზაა. თბილისიდან გასვლიდან თბილისში ჩასვლამდე ორ კვირას ვვარაუდობ თავისი 1-2 დღიანი რეზერვით.
როგორც კი ხელედულას ხეობაში ჩავალთ, უკვე სამანქანო გზაზე ვიქნებით. პირველად სოფელ ბავარს მივადგებით. იქიდან ლენტეხამდე დაახ. 20-25 კილომეტრია. შეგვიძლია რაღაც ნაწილი ფეხით გავუყვეთ ხეობას და უფრო მოზრდილ სოფელ ხელედიდან გავყვეთ რამეს ლენტეხამდე. ლენტეხიდან უკვე სახლის გზას ვადგებით – ან ცაგერი->ქუთაისის გავლით, ან პირდაპირ თბილისში.
გზა ორივე მიმართულებით დაახლოებით 40 ლარამდე დაგვიჯდება ერთ ადამიანზე.
საკვები - 15-20 ლარი.
დაგვჭირდება რამე პრიმუსისნაირი, სხვანაირად ნახევარზე მეტი დროით ცხელ საკვებზე უარის თქმა გამოდის. მსურველები, ვისაც გადაწყვეტილი ექნება წამოსვლა, ერთად მოვილაპარაკებთ საჭმელებზე.
საწვიმრის გარდა მე ე.წ. სათხილამურო, ანუ წყალგაუმტარ შარვლის წამოღებასაც გირჩევდით - ღრუბლებში სიარული ერთი მხრივ თავისებურად სასიამოვნოა, მაგრამ...
წასვლის თარიღს ზუსტად დავწერ, როგორც კი თუშეთიდან დავბრუნდები.
25-27-ის კენ.
მანამდე მსურველებს გთხოვთ, რომ ზუსტად გაარკვიოთ ვინ მოდიხართ.
კითხვის ნიშნების გარეშე.
ესეც რუკა.
წყვეტილით უბილიკო სავალი მაქვს მონიშნული.
http://www.allshares.ge/download.php?id=1C50D9D112
P.S.
ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება ამდენი ხნით სიარული..
ორნი უკვე გავდივართ..
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 14:44
by ZVIOSULI
When?
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 14:51
by N67
ზვიო, თვისბოლოს დავწერ, ისე კი 10 აგვისტოზე გვიან არა.
ალბათ მანამდეც.
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 14:53
by gio-maugli
წარმატებებს გისურვებთ ყველას.მეც სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ ვერ მოვახერხებ.ისე მაგარი იქნება ძაან.აბა თქვენ იცით.
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 14:57
by zura N.
N67 wrote:
მალე რამდენიმე ფოტოს დავდებ და ამ ადგილების სილამაზეზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, თორემ საქმე მიმრჩება ისე...
დასაწყისი ასეთია:
თბილისიდან ჩხოროწყუში ავტობუსით.
შემდეგ მუხურში რამე ტრანსპორტით.
ერთს დავამატებ კიდევ, თუ გინდათ რო არ გაწვალდეთ ოთხშაბათს და კვირას ჩხოროწყუს ავტობუსები პირდაპირ ჩადიან მუხურში და გადაჯდომა არ მოგიწევთ სხვა ავტობუსში. ასე რომ გასვლას თუ ამ დღეებს დაამთხვევთ პაწა ხეირია...

.
P.S. მე ყველანაირად ვეცდები წამოვიდე, ივლისის 20-ის მერე არხოტში ვაპირებ ქორწილში წასვლას და თვის ბოლოს ჩამოვალ და აქა ვარ. სამსახურმა თუ გამიშვა 1000%-ით მოვდივარ..!!!

ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 15:53
by SantaDzuku
N67, მე ვაპირებ მანდ წასვლას აგვისტოს დასაწყისისკენ ლაშქრობის მოწყობას, თუ შევაჯერებთ გეგმებს, შესაძლოა ერთადაც მოწყობა.
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 05 ივლ 2008, 17:06
by Wanderer
N67
რაკი დაპოსტე ესეიგი კარგად ხარ.

გაიხარე ამ თემის გახსნისთვის.
თუ გასვლა იქნება აგვისტოს დასაწყისში მე 100%-იანი მოვდივარ!
მეორე ვარიანტს არ განვიხილავთ? ლაპარაკია ყველა ტბის მონახულებასა და მერე უკან დაბრუნებაზე. შენ ერთ ტბაზე გიწერია მხოლოდ...
არის რამდენიმე საკმაოდ მაღალი (3000-მდე) უღელტეხილი.
სათქმელად რა ადვილია მაინც...
P.S.
ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება ამდენი ხნით სიარული..
ორნი უკვე გავდივართ..

იმედია ეგ არ მოხდება და თუ მაინც მოხდა მარტო წასვლას არ გირჩევ...
თბილისიდან ჩხოროწყუში ავტობუსით.
შემდეგ მუხურში რამე ტრანსპორტით.
ოთხშაბათს და კვირას ჩხოროწყუს ავტობუსები პირდაპირ ჩადიან მუხურში
ისე მე მატარებლით წასვლას გთავაზობთ ზუგდიდამდე და მერე ზუგდიდიდან მუხურში გავყვებით რამეს. ავტობუსები დადიან მანდ ყველანაირი მიმართულებით. გადაჯდომა რა პრობლემაა?
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 06 ივლ 2008, 00:34
by SantaDzuku
ვინ ხუმრობის გუნებაზე ხართ, დამოუკიდებლად ირონინეთ, ვისაც მოსახილავის მოხილვა გსურთ გამომეხმაურეთ

ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 06 ივლ 2008, 00:35
by SantaDzuku
ეს მუხური რას აიჩემეთ, იქნება და წყავაშის ნაკრძალიდან გადავიდეთ

ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 07 ივლ 2008, 10:00
by N67
zura N.
kargi azria.
5-dan 10 agvistomde gavalt albat.
sheni camousvleloba ki cudi iqneba..
SantaDzuku
me muxuridan vici gza. tan, tu ar meshleba, kvelaze mosaxerxebelia.
Wanderer
xo transports didi mnishvneloba ar aqvs. avarchevt rames.
4ve tbis naxvas da ukan mobrunebas rac sheexeba - meotxe tbamde misvla 4-5-e dgemde ar gamova albat. da ukanac amdeni iqneba sachiro.
xoda tu amdeni gecleba, barem 2-3 dgec miumate da egaa lentexshi xar

ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 07 ივლ 2008, 10:18
by N67
SantaDzuku, chem gegmas ucvlelad davtoveb.
kargi iqneba, tu ertad casvla gamova.

ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 07 ივლ 2008, 10:24
by ZVIOSULI
მე (ჩვენ) გვაწყობს
თუ იქნება 2/3 აგისტოდან 10 აგვისტომდე!
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 07 ივლ 2008, 10:39
by SantaDzuku
გზა ყველაზე კარგად იმან იცის ვინსაც მე მეგზურად ავირჩევ

გიდის მეშვეობით უფრო მეტს ვნახავ, ვიდრე ჩემით რომ წავიდე.
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 07 ივლ 2008, 16:00
by Wanderer
N67
xoda tu amdeni gecleba, barem 2-3 dgec miumate da egaa lentexshi xar
მეც მასე ვფიქრობ.

შეიძლება წამოგყვე ლენტეხამდეც. თან GPS იქნება ჯგუფში და დაკარგვას არ ექნება ადგილი.

მოკლედ მოვიფიქრებ...
მოცლით მოვიცლი. უბრალოდ ეჭვი მეპარება მაგდენი დღის საჭმელს და ა.შ. თუ შევძლებ რომ ზურგით ვათრიო...
5-dan 10 agvistomde gavalt albat.
ისე მე უფრო 1-დან 5-მდე გამისწორდებოდა რომ წავსულიყავით, მაგრამ მასეც მაწყობს. ძალიან სასურველია თუ უფრო 5-ში წავალთ, ვიდრე 10-ში.
SantaDzuku
გიდის მეშვეობით უფრო მეტს ვნახავ, ვიდრე ჩემით რომ წავიდე.
მთავარი ბევრი რამის ნახვა, მოსწერება და ა.შ. არ არის. მთავარია რას ნახავ. მე მირჩევნია ერთი რამე ვნახო და კარგი.

გარდა მაგისა, მანდ ჩვენ ისეთ რაღაცეებს ვნახავთ, რომ საკმარისზე მეტიც იქნება. არ მეთანხმები?

ასე რომ მე N67-თან ერთად მუხურიდან ასვლას ვუჭერ მხარს.
შენი გეგმით მერე წავიდეთ, სხვა დროს.

ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში
Posted: 07 ივლ 2008, 16:05
by pataputina
ZVIOSULI wrote:მე (ჩვენ) გვაწყობს
თუ იქნება 2/3 აგისტოდან 10 აგვისტომდე!
+1210831-730274216რ49216491564 = 1
კი არა და
კი
