ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by N67 » 05 ივლ 2008, 14:20



მალე რამდენიმე ფოტოს დავდებ და ამ ადგილების სილამაზეზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, თორემ საქმე მიმრჩება ისე...

დასაწყისი ასეთია:
თბილისიდან ჩხოროწყუში ავტობუსით.
შემდეგ მუხურში რამე ტრანსპორტით.

მუხურიდან უკვე ფეხით დავიწყებთ სიარულს.
ჯერ ხობისწყალს გავუყვებით, შემდეგ მის ერთ-ერთ შენაკადს.
იმ აღმართების შემდეგ პირველ ტობავარჩხილთან მივალთ, რომელსაც ღუნჯასაც უწოდებენ,
ნაკლებად მოცლილებს შეეძლებათ
ამ ტბის ნახვის 4-5 დღიან მოგზაურობაში ჩატევა,
ანუ ოხოჯედან უკან დაბრუნება მუხურში.

დანარჩენები იქიდან მეორე ტბასთან გადავალთ, შემდეგ კი დანარჩენ ორ პატარასაც ვნახავთ.

მეორე ტბამდე ნამყოფი ვარ, მერე კი მხოლოდ კომპასით და რუკით უნდა გავიკვლიოთ გზა (უკეთეს შემთხვევაში GPS-ითაც, თუ ვინმე მაგიანი გვეყოლა). ზოგჯერ უბილიკოდაც მოგვიწევს სიარული. შეიძლება რამე დაკარგვისნაირიც დაგვემართოს (პირველად რომ ვიყავით, მართალია, საშინელი რუკა გვქონდა, მაგრამ უგზო-უკვლოდ ბოდიალი სამ დღეს გაგვეწელა).

რუკიდანაც ჩანს და მეც დავამატებ საკუთარი გამოცდილებიდან, რომ საკმაოდ რთული გზაა. სავალი ძირითადად კლდოვან ბილიკებზე გვექნება. არის რამდენიმე საკმაოდ მაღალი (3000-მდე) უღელტეხილი. ნახევარზე მეტი გზა ალპურ ზონაშია, სადაც რაის შეშა, ვინმე სულდგმულის ნახვაც გვახარებდა...
ეს ლაშქრობა არ არის გამოუცდელი და მით უმეტეს, თავის თავში მთლად ისე ვერ დარწმუნებული ადამიანებისთვის!

ფეხით სავალი მანძილი 70 კილომეტრამდეა. საშუალოდ, დღეში 7-8 კილომეტრი გამოდის. ეს ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან არაერთგვაროვანი გზაა. თბილისიდან გასვლიდან თბილისში ჩასვლამდე ორ კვირას ვვარაუდობ თავისი 1-2 დღიანი რეზერვით.

როგორც კი ხელედულას ხეობაში ჩავალთ, უკვე სამანქანო გზაზე ვიქნებით. პირველად სოფელ ბავარს მივადგებით. იქიდან ლენტეხამდე დაახ. 20-25 კილომეტრია. შეგვიძლია რაღაც ნაწილი ფეხით გავუყვეთ ხეობას და უფრო მოზრდილ სოფელ ხელედიდან გავყვეთ რამეს ლენტეხამდე. ლენტეხიდან უკვე სახლის გზას ვადგებით – ან ცაგერი->ქუთაისის გავლით, ან პირდაპირ თბილისში.

გზა ორივე მიმართულებით დაახლოებით 40 ლარამდე დაგვიჯდება ერთ ადამიანზე.
საკვები - 15-20 ლარი.

დაგვჭირდება რამე პრიმუსისნაირი, სხვანაირად ნახევარზე მეტი დროით ცხელ საკვებზე უარის თქმა გამოდის. მსურველები, ვისაც გადაწყვეტილი ექნება წამოსვლა, ერთად მოვილაპარაკებთ საჭმელებზე.
საწვიმრის გარდა მე ე.წ. სათხილამურო, ანუ წყალგაუმტარ შარვლის წამოღებასაც გირჩევდით - ღრუბლებში სიარული ერთი მხრივ თავისებურად სასიამოვნოა, მაგრამ...

წასვლის თარიღს ზუსტად დავწერ, როგორც კი თუშეთიდან დავბრუნდები.
25-27-ის კენ.

მანამდე მსურველებს გთხოვთ, რომ ზუსტად გაარკვიოთ ვინ მოდიხართ.
კითხვის ნიშნების გარეშე.

ესეც რუკა.
წყვეტილით უბილიკო სავალი მაქვს მონიშნული.

http://www.allshares.ge/download.php?id=1C50D9D112


P.S.
ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება ამდენი ხნით სიარული..
ორნი უკვე გავდივართ..

Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by ZVIOSULI » 05 ივლ 2008, 14:44

When?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by N67 » 05 ივლ 2008, 14:51

ზვიო, თვისბოლოს დავწერ, ისე კი 10 აგვისტოზე გვიან არა.
ალბათ მანამდეც.
Image

gio-maugli
ბილიკზე მოარული
Posts: 22
Joined: 22 ოქტ 2007, 19:10
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by gio-maugli » 05 ივლ 2008, 14:53

წარმატებებს გისურვებთ ყველას.მეც სიამოვნებით წამოვიდოდი მაგრამ ვერ მოვახერხებ.ისე მაგარი იქნება ძაან.აბა თქვენ იცით.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by zura N. » 05 ივლ 2008, 14:57

N67 wrote:

მალე რამდენიმე ფოტოს დავდებ და ამ ადგილების სილამაზეზე მეტს აღარაფერს ვიტყვი, თორემ საქმე მიმრჩება ისე...

დასაწყისი ასეთია:
თბილისიდან ჩხოროწყუში ავტობუსით.
შემდეგ მუხურში რამე ტრანსპორტით.
ერთს დავამატებ კიდევ, თუ გინდათ რო არ გაწვალდეთ ოთხშაბათს და კვირას ჩხოროწყუს ავტობუსები პირდაპირ ჩადიან მუხურში და გადაჯდომა არ მოგიწევთ სხვა ავტობუსში. ასე რომ გასვლას თუ ამ დღეებს დაამთხვევთ პაწა ხეირია... :D :lol: .

P.S. მე ყველანაირად ვეცდები წამოვიდე, ივლისის 20-ის მერე არხოტში ვაპირებ ქორწილში წასვლას და თვის ბოლოს ჩამოვალ და აქა ვარ. სამსახურმა თუ გამიშვა 1000%-ით მოვდივარ..!!! :roll: :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

SantaDzuku
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 29 სექ 2007, 09:56
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by SantaDzuku » 05 ივლ 2008, 15:53

N67, მე ვაპირებ მანდ წასვლას აგვისტოს დასაწყისისკენ ლაშქრობის მოწყობას, თუ შევაჯერებთ გეგმებს, შესაძლოა ერთადაც მოწყობა.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by Wanderer » 05 ივლ 2008, 17:06

N67
რაკი დაპოსტე ესეიგი კარგად ხარ. :) გაიხარე ამ თემის გახსნისთვის. :)

თუ გასვლა იქნება აგვისტოს დასაწყისში მე 100%-იანი მოვდივარ!

მეორე ვარიანტს არ განვიხილავთ? ლაპარაკია ყველა ტბის მონახულებასა და მერე უკან დაბრუნებაზე. შენ ერთ ტბაზე გიწერია მხოლოდ...
არის რამდენიმე საკმაოდ მაღალი (3000-მდე) უღელტეხილი.
სათქმელად რა ადვილია მაინც... :D
P.S.
ერთი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება ამდენი ხნით სიარული..
ორნი უკვე გავდივართ..
:shock: იმედია ეგ არ მოხდება და თუ მაინც მოხდა მარტო წასვლას არ გირჩევ...


თბილისიდან ჩხოროწყუში ავტობუსით.
შემდეგ მუხურში რამე ტრანსპორტით.
ოთხშაბათს და კვირას ჩხოროწყუს ავტობუსები პირდაპირ ჩადიან მუხურში
ისე მე მატარებლით წასვლას გთავაზობთ ზუგდიდამდე და მერე ზუგდიდიდან მუხურში გავყვებით რამეს. ავტობუსები დადიან მანდ ყველანაირი მიმართულებით. გადაჯდომა რა პრობლემაა?
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

SantaDzuku
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 29 სექ 2007, 09:56
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by SantaDzuku » 06 ივლ 2008, 00:34

ვინ ხუმრობის გუნებაზე ხართ, დამოუკიდებლად ირონინეთ, ვისაც მოსახილავის მოხილვა გსურთ გამომეხმაურეთ :)

SantaDzuku
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 29 სექ 2007, 09:56
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by SantaDzuku » 06 ივლ 2008, 00:35

ეს მუხური რას აიჩემეთ, იქნება და წყავაშის ნაკრძალიდან გადავიდეთ :)

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by N67 » 07 ივლ 2008, 10:00


zura N.


kargi azria.
5-dan 10 agvistomde gavalt albat.
sheni camousvleloba ki cudi iqneba..

SantaDzuku
me muxuridan vici gza. tan, tu ar meshleba, kvelaze mosaxerxebelia.

Wanderer
xo transports didi mnishvneloba ar aqvs. avarchevt rames.
4ve tbis naxvas da ukan mobrunebas rac sheexeba - meotxe tbamde misvla 4-5-e dgemde ar gamova albat. da ukanac amdeni iqneba sachiro.
xoda tu amdeni gecleba, barem 2-3 dgec miumate da egaa lentexshi xar :)
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by N67 » 07 ივლ 2008, 10:18


SantaDzuku
, chem gegmas ucvlelad davtoveb.
kargi iqneba, tu ertad casvla gamova.
:)
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by ZVIOSULI » 07 ივლ 2008, 10:24

მე (ჩვენ) გვაწყობს
თუ იქნება 2/3 აგისტოდან 10 აგვისტომდე!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

SantaDzuku
ასფალტზე მოარული
Posts: 18
Joined: 29 სექ 2007, 09:56
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by SantaDzuku » 07 ივლ 2008, 10:39

გზა ყველაზე კარგად იმან იცის ვინსაც მე მეგზურად ავირჩევ :) გიდის მეშვეობით უფრო მეტს ვნახავ, ვიდრე ჩემით რომ წავიდე.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by Wanderer » 07 ივლ 2008, 16:00

N67
xoda tu amdeni gecleba, barem 2-3 dgec miumate da egaa lentexshi xar
მეც მასე ვფიქრობ. :) შეიძლება წამოგყვე ლენტეხამდეც. თან GPS იქნება ჯგუფში და დაკარგვას არ ექნება ადგილი. :wink: მოკლედ მოვიფიქრებ...

მოცლით მოვიცლი. უბრალოდ ეჭვი მეპარება მაგდენი დღის საჭმელს და ა.შ. თუ შევძლებ რომ ზურგით ვათრიო...
5-dan 10 agvistomde gavalt albat.
ისე მე უფრო 1-დან 5-მდე გამისწორდებოდა რომ წავსულიყავით, მაგრამ მასეც მაწყობს. ძალიან სასურველია თუ უფრო 5-ში წავალთ, ვიდრე 10-ში. :)

SantaDzuku
გიდის მეშვეობით უფრო მეტს ვნახავ, ვიდრე ჩემით რომ წავიდე.
მთავარი ბევრი რამის ნახვა, მოსწერება და ა.შ. არ არის. მთავარია რას ნახავ. მე მირჩევნია ერთი რამე ვნახო და კარგი. :) გარდა მაგისა, მანდ ჩვენ ისეთ რაღაცეებს ვნახავთ, რომ საკმარისზე მეტიც იქნება. არ მეთანხმები? :)
ასე რომ მე N67-თან ერთად მუხურიდან ასვლას ვუჭერ მხარს. :)

შენი გეგმით მერე წავიდეთ, სხვა დროს. :wink:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ტობავარჩხილი, აგვისტოს პირველ რიცხვებში

Post by pataputina » 07 ივლ 2008, 16:05

ZVIOSULI wrote:მე (ჩვენ) გვაწყობს
თუ იქნება 2/3 აგისტოდან 10 აგვისტომდე!
+1210831-730274216რ49216491564 = 1



კი არა და

კი


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]