Page 1 of 2

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 26 ივნ 2008, 22:47
by marika
აგვისტოში ტაო-კლარჯეთში ვაპირებთ 4-5 დღით. 300-320 ლარი ჯდება. მოვინახულებთ ყველა დიდ მონასტერს, არტანუჯის ციხეს, ჯოჯოხეთის კანიონს და თუ სურვილი გვექნება ქართულ სოფლებსაც. ზუსტ დროზე და დეტალებზე შევთანხმდეთ.

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 27 ივნ 2008, 13:20
by tekla
marika


რომელიმე ტურისტული სააგენტოს საშუალებით თუ საკუთარი რესურსებით? მითხრეს 150 დოლარი ჯდება ტაო-კლარჯეთში 3 დღიანი ტურიო.

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 27 ივნ 2008, 15:18
by optimisti
ცოტა უფრო მეტ და დაკონკრეტებულ ინფორმციას თუ დადებთ , გადაწყვეტილების მიღება გაადვილდება.

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 27 ივნ 2008, 15:56
by Wanderer
tekla
რომელიმე ტურისტული სააგენტოს საშუალებით თუ საკუთარი რესურსებით? მითხრეს 150 დოლარი ჯდება ტაო-კლარჯეთში 3 დღიანი ტურიო.
მასეთი ფიქსირებული ფასი არ არსებობს. ისე თუ სააგენტოების გვერდის ავლით წახვალ გაცილებით უფრო იაფი დაჯდება.

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 27 ივნ 2008, 22:11
by SERJ_I
მე ვიყავი მანდ და 180 $ დამიჯდა 5 დღე...

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 29 ივნ 2008, 22:31
by marika
ტურისტული სააგენტოს მეშვეობით არა. საკუთარი რესურსებით. გავალთ ვალედან, შემოვალთ სარფიდან. იქ 2 ან 3 სრულ დღეს გავტარებთ. ჩვენზეა დამოკიდებული როგორც შევთანხმდებით. პირველ ღამეს ქალაქ არდაჰანში გავატარებთ. დანარჩენ ორ ღამეს იუსუფელში. ვნახავთ შავშათის ციხეს, ხანძთას, იშხნას, ოშკს, ტბეთს, პარხალს, შატბერდს, დოლისყანას, ბანას, ხახულს, ნუკას ტაძარს, ჯოჯოხეთის კანიონს, არტანუჯის ციხეს, ოთხთას და კიდევ უამრავ ციხეს რომელიც გზაში შეგვხვდება. გავჩერდებით ქალაქებში არდაჰანი, შავშათი, იუსუფელი, ხოფა, ართვინი. კიდევ ვნახავთ თორთუმის ტბას. ღირებულებაში შევა ყველანაირი ხარჯი რაც შეიძლება იქ შეგვხვდეს. იმ შემთხვევაში თუ ქართულ სოფელში მოვინდომებთ შევლას, შეგვიძლია ერთი ღამე დავრჩეთ იქ. ოღონდ ღამე კარავში მოგვიწევს დაძინება. გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ ისიც უნდა ფაგეხმაროთ, რომ რამდენიმე ტაძარი, რომელიც ერთ ხეობაში მდებარეობს ერთ წელიწადში დიდ წყალსაცავში ჩაიძირება, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ შარშან იყო დაწყებული.

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 30 ივნ 2008, 10:57
by Mta Mkvarebia
marika wrote:...........გადაწყვეტილების მიღებაში ალბათ ისიც უნდა ფაგეხმაროთ, რომ რამდენიმე ტაძარი, რომელიც ერთ ხეობაში მდებარეობს ერთ წელიწადში დიდ წყალსაცავში ჩაიძირება, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ შარშან იყო დაწყებული.
:shock: რას ამბობ? როგორ? რომელ ტაძრებზეა საუბარი?

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 30 ივნ 2008, 15:26
by Wanderer
marika
რამდენიმე ტაძარი, რომელიც ერთ ხეობაში მდებარეობს ერთ წელიწადში დიდ წყალსაცავში ჩაიძირება, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ შარშან იყო დაწყებული.
ეს ინფორმაცია ადრე ვრცელდებოდა, მაგრამ არ არის სწორი. თურქეთის მთავრობა მართლაც აპირებდა მანდ წყალსაცავის მშენებლობას, მაგრამ გადაიფიქრეს. რამდენადაც ვიცი ქართველებმა გადააფიქრებინეს მოლაპარაკებების შედეგად. :)

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 30 ივნ 2008, 22:34
by bela
თუ წასვლის დროს და თანხას დააზუსტებთ, შეიძლება შემოგიერთდეთ.
ისე, აგვისტოზე მეტად ივლისის მეორე ნახევარი მაწყობს...
იუსუფელში ერთადერთი ქართული ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც პატარა გოგონა ჰყავს - გოქსუ. ჩემმა მეგობარმა რეზო გეთიაშვილმა რამდენიმე წლის წინ ინახულა ეს ოჯახი და ლექსი მიუძღვნა ამ გოგონას. საოცარი ლექსია:

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
უკან ურდოები მომყვებიან,
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

ეს ქართული ოჯახი და პატარა გოქსუ ნიკო წულაძის ფილმშიც მოხვდა ~მზიანი ღამის ფერები~, თუ გაქვთ ნანახი...
ასე რომ, ინტერესით ვკვდები, ისე მინდა ამ ხალხის გაცნობა... თუ წამოვიდოდი, რეზოს წიგნსაც წამოვუღებდი გოქსუს, სადაც ეს ლექსია დაბეჭდილი და ნიკო წულაძის ფილმსაც...

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 01 ივლ 2008, 00:31
by marika
თანხა 300 ლარია. დროს რაც შეეხება ჩვენზეა დამოკიდებული. პრინციპში ავლისის ბოლოსაც შეიძლება. მაგ ქართულ ოჯახს არ ვიცნობ, თუმცა იუსუფელი პატარა ქალაქია და მოძებნა შეიძლება. რაც შეეება ტაძრებს ხანძთა ყვება მათში, სავარაუდოდ შატბერდი და დოლისყანაც. ტაოს ტაძრები სამ ხეობაშია განაწილებული და ერთ-ერთი ხეობის ტაძრები იძირება.მშენებლობა საკუთარი თვალით ვნახე. მისი შეჩერების შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა დიდი იმედი მაქვს რომ სიმართლეა. კიდევ გაინტერესებთ რამე დეტალები?

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 01 ივლ 2008, 09:46
by Naia
marika
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. მთავარია თარიღი მაწყობდეს. ასეა თუ ისე, თქვენს სიაში მიგულეთ

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 01 ივლ 2008, 09:47
by Mta Mkvarebia
Naia wrote:marika
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით. მთავარია თარიღი მაწყობდეს. ასეა თუ ისე, თქვენს სიაში მიგულეთ
+1

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 01 ივლ 2008, 09:50
by qvevri
წამსვლელებო ერთი თხოვნა მექნება თქვენთან: დოლისყანაში და იშხანში შარშან სურათები გადავუღე იქაურებს და გაგატანთ გადასაცემად, ძალიან გაუხარდებათ.

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 01 ივლ 2008, 10:00
by pataputina
მმმმმ
ე.ი.
28 ივლისიდან 11 აგვისტომდე მაქვს შვებულება
და
მაგ შუალედში თუ დაემთხვევა
ვიფიქრებ
კი არა და
კარგი იქნება

:roll:

ტაო-კლარჯეთი 4 ან 5 დღით აგვისტოში

Posted: 01 ივლ 2008, 10:27
by zinzaga
marikaიქ სასტუმროში აპირებთ დარჩენას?