Page 1 of 9

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 16:48
by Naia
მოკლედ, ეს გასვლა კარგა ხანია იგეგმება. როგორც იქნა, ლობომ გაჭრა ლენტი და ამბავიც ჩამოგვიტანა, რომ პირაქეთა ხევსურეთში გზა უკვე გახსნილია.

მაშ ასე, გავდივართ შაბათს, 28 ივნისს დღის 3 საათზე სამთო ქიმიიდან. შაბათსვე ჩავალთ როშკაში, დავბინავდებით კარვებში და კვირას, დილაადრიან დავიწყებთ ტბების დალაშქვრას. საღამოს უკვე თბილისში ვიქნებით.

ტრანსპორტის საკითხი დამოკიდებულია წამსვლელთა რაოდენობაზე. შეგვიძლია გავიდეთ მსუბუქი მანქანებით ან მარშუტკით. ტრანსპორტი დავტოვოთ კორშაში და იქიდან გავყვეთ შოთა წიკლაურს, რომლის მანქანაში მხოლოდ 12 კაცი ეტევა დიდი გაჭირვებით. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია ჩემს ზურმუხტაში 4 ან 5 კაცი ჩავისვა და შოთას მანქანას უკან გამოვყვე.

უკანა გზაზე ისევ შოთა ჩამოგვიყვანს. კორშაში დაგვხვდება დაბარებული მარშუტკა და უკან წამოგვიყვანს.

ტრანსპორტირების საკითხს და სავარაუდო ხარჯებს ჯერ კიდევ ვარკვევ. პარასკევს დილით უკვე საბოლოო პასუხი მექნება.

სია:

1. ნაია (მანქანით)
2. გამარჯობა საქართველო
3. თიკო_რ
4. მთა მყვარებია
5. თუთა
6. პოპინსი ენდ გეგა (მერი დაადასტურე, რომ ნამდვილად მოდიხარ)
7. ?

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 16:50
by teo-
au minda magram shabats ar mcalia dgis pirveli naxevari(vnaxot ra

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 16:51
by Naia
teo001 wrote:au minda magram shabats ar mcalia dgis pirveli naxevari(vnaxot ra
ბევრს არ სცალია დღის პირველ ნახევარში. ამიტომაც დავგეგმეთ გასვლა დღის მეორე ნახევარში ;)

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 16:51
by namcecuna
აუ, როგორ მინდა Image

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 16:52
by Naia
namcecuna wrote:აუ, როგორ მინდა Image
მერე ჩაეწერე სიაში

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 17:10
by namcecuna
Naia

ეჰ, ვერა, ამ შაბათ-კვირას ზანგი ვარ :cry:

დაუვიწყარ ლაშქრობას გისურვებთ !!!!!!!!!!

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 17:11
by Archil
Naia

ნაი, შარშან ივნისში რომ ვიყავით (მე, ლობო, ნატალია, ქევხო, ლამა და მოტაცებული ყურცქვიტა), 4 საათზე გავედით საღამოთი და ღამით ფეხით ავედით კორშიდან როშკაში იმ ბილიკით, რომლითაც უკვე აგვისტოში აგიყვანეთ. თუ მანქანებით აპირებთ კორშიდან როშკაში ასვლას, მაშინ უფრო გვიანაც შეიძლება წასვლა თბილისიდან. მაშინ სხვებიც, მათ შორის თეოც, მოასწრებენ და შემოგიერთდებიან.

მე ვერ წამოვალ. :( მოკითხვა აბუდელაურებს და კორშა-როშკის მცხოვრებლებს.

ერთი სიტყვით, მე მხოლოდ რჩევით ვიფარგლები და თქვენი საქმისა თქვენ იცით.
ჩემგან, ხომ იცი, მაგ გზაზე დამილოცნიხართ !!!

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 17:19
by popins
ჰო მოვდივარ აბა რა ..გაიხარე ნაიაა :D

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 17:20
by Ninukala
Naia
ნინ მე და ჩემი + ამოგვშალე სიიდან? ;)

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 17:21
by Int3lig3nt
ძალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი.
მეგობარს აქვს დაბადების დღე შაბათს და თუ წამოვიდა, აბუდელაურის ტბებზე კარგი საჩუქარი რა უნდა გავუკეთო :).

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 17:21
by Ninukala
1. ნაია (მანქანით)
2. გამარჯობა საქართველო
3. თიკო_რ
4. მთა მყვარებია
5. თუთა
6. პოპინსი ენდ გეგა (მერი დაადასტურე, რომ ნამდვილად მოდიხარ)
7. ნინუკალა
8. ნინუკალა +
9.....

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 25 ივნ 2008, 19:35
by SERJ_I
29-ში რო ფინალია ევროპის? :(

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 26 ივნ 2008, 00:48
by Naia
SergiKUNA wrote:29-ში რო ფინალია ევროპის? :(
ეგ მე არ მადარდებს :)

გვალდამ, ნინუცამ და კიდევ სხვებმა პირად საუბარში წამოსვლის სურვილი გამოთქვეს... იქნებ დაადასტუროთ ნამდვილად მოდიხართ თუ არა?

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 26 ივნ 2008, 02:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, თემაც გაიხნსა.
მკდ, შაბათს თბილისიდან გავალთ და ყველა ვარიანტში როშკაში დავბანაკდებით.

Archil
ვაჰ, წამოდი, წამოდი
SergiKUNA wrote:29-ში რო ფინალია ევროპის? :(
მაგ ფინალს მთელი 4 წლის მანძილზე გაამე2ებენ.
ფეხბურთის სიყვარულის მიუხედავად, აბუდელაურზე წასვლა მირჩევნია.
და სა1ოდ, კგ გემრიელი ლაშქრობა უფრო დიდი ფინალია

აბუდელაურის ტბები - 28-29 ივნისი

Posted: 26 ივნ 2008, 02:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯერ-ჯერობით, მანქანებით წასვლას ვაპირებთ.
თუ სია გაიზრდება, მინიბუსს დავიქირავებთ.
თადარიგში 2 მანქანაა, რაც 8 თავისუფალ ადგილს გულისხმობს (კიდევ 2 ადგილი მძღოლისაა)