ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Nika » 19 ივლ 2005, 23:26

შემოვდივარ წინადადებით წავიდეთ კიდევ ერთხელ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ამჯერად გავიდეთ მარშუტი N4+ ახლა დეტალები
1) შაბათს დილას რაც შეიძლება ადრე გავიდეთ (6-ზე ალბათ) და ჩავიდეთ ზანავში.
2) ზანავიდან გადავდივართ მარშუტი N4-ით ნუნისის თავშესაფარამდე 12 კილომეტრი. (თუ ნამეტანი მოგვინდა გზად ავდივართ დედაბერაზე)
3) ნუნისში ვნახულობთ ეკლესიას და ბერების კლდეს (ნოეს კიდობანს) 3-4 კმ.
4) გადავდივართ ზვარეში პატარა ხარაგაულიდან 4-5 კმ. (შესაძლებელია სამანქანო გზით მისვლაც)
5) ზვარეში ჩემს სახლში ვათენებთ ღამეს
6) დილით ზვარედან მივდივართ ზოფელ წიფაში რკინიგზის სადგურამდე და ვჯდებით მატარებელზე. 5 კმ. (შესაძლებელია ჩასვლა სოფელ მოლითშიც სადგურში)

ეკიპირება:
სასურველია წამოიღოთ საძილე ტომარა და პარალონი.
კარვები არაა საჭირო
ცხენებს და გამყოლებს ამჯერად არ ვქირაობთ
დანარჩენი სტანდარტულად.

ყურადღება!!! ეს მარშუტი არაა სახუმარო და ადვილი. უკან დაბრუნება დაღლილთათვის შეუძლებელი იქნება. მთლიანი სიგრძე 20-25 კმ. მარტო პირველ დღეს.

ბოლო ლაშქრობის გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვთ უცხო ხალხს კარგად დაფიქრდეთ სანამ წამოხვალთ. თქვენი გულისთვის მთელი ჯგუფი დაგვიანების საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს!!!


იხილეთ მარშუტის დეტალური რუკა

Image

სავარაუდოდ პირველ დღეს დედაბერაზე ასვლის გარეშე გასავლელია
1) ზანავი-ნუნისი 11-12 კმ
2) ნუნისი - ბერების კლდე - ნუნისი 3-3.5 კმ
3) ნუნისი - ზვარე - 5.5-6 კმ
4) მეორე დღეს ზვარე - წიფა 4.5-5 კმ

თუ დავამატებთ დედაბერაზე ასვლას ამას მიემატება კიდე 4 კმ. (2 თითო მიმართულებით)

სიმაღლეთა ცვლა.
1) ზანავი 750-800 მ.
2) უღელტეხილი 1700 მ.
3) დედაბერა 1838.8 მ.
4) ნუნისი 850 მ.
5) ისევ უღელტეხილი 1000 მ.მდე
6) ზვარე 750-800

მერე უკვე იოლი გზებია
Last edited by Nika on 20 ივლ 2005, 08:57, edited 1 time in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Gvalva » 20 ივლ 2005, 08:08

კაი მარშუტია. დედაბერადან შავი ზღვა ჩანსო ნიკამ თქვა, თუ არბენას მოვასწრებთ ძაან კაი იქნება. დილით ძაან ადრე უნდა გავიდეთ.

როგორც ნახეთ ეს არის ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა მთის ქედის გავლით. გთხოვთ სანამ დაწერთ წამოსვლა მინდაო, რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები.

ნიკა, ბირთვისებში რომ წაგვიყვანა ლურჯმა მარშუტკამ იმის ნომერი წაშალე უკვე? რომ დავურეკოთ და ვკითხოთ რამდენს მოითხოვს.

თუ ეგ არ გამოვიდა, კოზა, მოდი რა, შემოირბინე სადგურები, ერთი კარგი მარშუტკა არაბუზღუნა მძღოლით შეარჩიე და იმასთან ვიკონტაქტოთ ხოლმე, ყოველთვის სარბენი რომ არ იყოს.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Nika » 20 ივლ 2005, 08:59

Gvalva
არა მგონია მარნეულის მარშუტკა იქ წამოვიდეს. ჯობია ისევ დიდუბეში ბორჯომის მარშუტკაზე ჩალიჩი.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Gvalva » 20 ივლ 2005, 09:23

აუ, მარშუტია აღწერილი უძვირფასესად!!!

დიდი მადლობა!

უეჭველი მივდივართ!

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by ilia » 20 ივლ 2005, 09:24

Nika
წამომსვლელთა რაოდენობა იცი?

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by ilia » 20 ივლ 2005, 09:33

მე დღეიდან შვებულებაში ვარ. თუ სოფელში არ წავედი აუცილებლად წამოვალ.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 10:44

მე აუცილებლად მოვდივარ და მარშუტკა შემიძლია გავარკვიო ...
ასევე დადგინდეს წამომსვლელტა ზუსტი რაოდენობა რომ შესაბამისი მარშუტკა ავიყვანოთ..................

მიხარია რომ შაბათს მოიცალე მე დრეს უნდა გავარკვიო ჯარის ამბები და იმედია არ შემიშლის ხელს წამოსვლაში...
medical student

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 10:45

Nika
Gvalva
mika
ilia ?

შემდეგი ვინაა??
medical student

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Druides » 20 ივლ 2005, 14:01

კოზა-ნოსტრა, პაუნა& შეიძლება კოტე ტბელი.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 14:10

Nika
Gvalva
ilia------???
mika
koza-nostra
pauna
kote tbeli---????
medical student

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by აცაბაცა » 20 ივლ 2005, 18:13

ე.ი. ვამბობ ძალიან მორცხვად :oops: -------------------- ბიძიებო და დეიდებოოოოოოოოოოოოოოოოოო მეც წამიყვანეთ რაააააააააააააააა :D

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Druides » 20 ივლ 2005, 18:15

+3 კაცი შეიძლება წამოვიდეს........................

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Druides » 20 ივლ 2005, 18:17

მაატრებელი თუ არ ვცდები დილის 7 საათზე გადის

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by mika » 20 ივლ 2005, 18:23

აცაბაცა

აუცილებლად წაგიყვანთ...............მაგრამ გაიტვალისწინე

1. უნდა იარო ფეხით და შენ არავინ დაგელოდება. არავინ აგიკიდებს ზურგზე
2.25კმ
3.შენივე რუკზაკით....ესეც +მინიმუმ 7 კილო..........

და რაც მტავარია ზაპასნოი ჩაშკები ჭანჭიკები და მყესები და შესაზეთი მოიმარაგე................................ყოველი შემთხვევისათვის.......... :lol:
medical student

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ზანავი-ნუნისი-ზვარე-წიფა 23-24 ივლისი

Post by Nika » 20 ივლ 2005, 18:37

koza-nostra
მატარებელი რამდენიმეა "მასტერავოი" გადის 6.30-ზე მოლითიდან და 6.50-ზე წუფაშია. სენაკი მოდის და 11.50-ზე მოლითშია ხოლო წიფაში 12.05-ზე

აცაბაცა
კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდი. ივლი? წინა ლაშქრობაში ვისაც ეგონა რო ივლის ბევრმა ვერ იარა და ვისაც გვეშინოდა რო მოვკვდებოდით წინ ისინი აღმოვჩნდით.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]