1) შაბათს დილას რაც შეიძლება ადრე გავიდეთ (6-ზე ალბათ) და ჩავიდეთ ზანავში.
2) ზანავიდან გადავდივართ მარშუტი N4-ით ნუნისის თავშესაფარამდე 12 კილომეტრი. (თუ ნამეტანი მოგვინდა გზად ავდივართ დედაბერაზე)
3) ნუნისში ვნახულობთ ეკლესიას და ბერების კლდეს (ნოეს კიდობანს) 3-4 კმ.
4) გადავდივართ ზვარეში პატარა ხარაგაულიდან 4-5 კმ. (შესაძლებელია სამანქანო გზით მისვლაც)
5) ზვარეში ჩემს სახლში ვათენებთ ღამეს
6) დილით ზვარედან მივდივართ ზოფელ წიფაში რკინიგზის სადგურამდე და ვჯდებით მატარებელზე. 5 კმ. (შესაძლებელია ჩასვლა სოფელ მოლითშიც სადგურში)
ეკიპირება:
სასურველია წამოიღოთ საძილე ტომარა და პარალონი.
კარვები არაა საჭირო
ცხენებს და გამყოლებს ამჯერად არ ვქირაობთ
დანარჩენი სტანდარტულად.
ყურადღება!!! ეს მარშუტი არაა სახუმარო და ადვილი. უკან დაბრუნება დაღლილთათვის შეუძლებელი იქნება. მთლიანი სიგრძე 20-25 კმ. მარტო პირველ დღეს.
ბოლო ლაშქრობის გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვთ უცხო ხალხს კარგად დაფიქრდეთ სანამ წამოხვალთ. თქვენი გულისთვის მთელი ჯგუფი დაგვიანების საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს!!!
იხილეთ მარშუტის დეტალური რუკა

სავარაუდოდ პირველ დღეს დედაბერაზე ასვლის გარეშე გასავლელია
1) ზანავი-ნუნისი 11-12 კმ
2) ნუნისი - ბერების კლდე - ნუნისი 3-3.5 კმ
3) ნუნისი - ზვარე - 5.5-6 კმ
4) მეორე დღეს ზვარე - წიფა 4.5-5 კმ
თუ დავამატებთ დედაბერაზე ასვლას ამას მიემატება კიდე 4 კმ. (2 თითო მიმართულებით)
სიმაღლეთა ცვლა.
1) ზანავი 750-800 მ.
2) უღელტეხილი 1700 მ.
3) დედაბერა 1838.8 მ.
4) ნუნისი 850 მ.
5) ისევ უღელტეხილი 1000 მ.მდე
6) ზვარე 750-800
მერე უკვე იოლი გზებია