Page 1 of 6

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 11:54
by Tamari-ch.
29 ივნისს კვირას დაგეგმილია ასეთი მარშრუტი -

რუისი -ურბნისი - დირბი - ბრეთა - ულუმბო - ხცისი -
სამწევრისი -კეხისჯვარი -ზღუდერი - ყინწვისი...
ულუმბოში და ბრეთაში არის ასურელი მამების საფლავები...

მარშრუტი კიდევ დაიხვეწება .
გავალთ ადრე.

წამომსვლელები:

1) თამარი
2) Xaliana
3) xaliana-ს +
4) Bivrili
5) ჩემი +
6) chitucio
7) Amigo
???
აქედან კიდევ ვინ?

მეგობრები,
მსურველები, თუმცა მანამდე სია ბევრჯერ შეიცვლება:
8 ) ნატო
9) ეკა
10) ამირანი
11) დათო?
12) სოფო.
13) ნინო ?
14) გიო?
15) ქეთი...?
16) - 19) რუსთაველები - ნიკა- ლაშა დასხვ
20) ჩიტუციოს+

არის 21-22 ადგილიანი მარშრუტკა,
მაგრამ თუ მსურველი 22-ხე მეტი იქნა -
წავალთ ორი მარშრუტკით...

ესეც რუქები -

Image
შავი წერტილებით აღნიშნულია ისტორიული ძეგლები

Image

მერე შევადგინოთ გრაფიკი....
რაშიც დაგვეხმარება ეს -
http://karavi.ge/viewtopic.php?t=2255

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 11:57
by xaliana21
თამთ,
მე და ჩემი პლიუსი შენთან ვართ:)

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 11:58
by Tamari-ch.
xaliana21
უკვე ჩაგწერე - ჩემო სიხარულო.
მპუა.
:D

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 12:21
by Mta Mkvarebia
ულუმბოში მარშრუტკა ბოლომდე ვერ გადის 6 კილომეტრითაა გზიდან ტაძარი დაშორებული, ანუ 12 კილომეტრის ფეხით გავლა მარტო მანდ დაგჭირდებათ. მოასწრებთ ამდენ რამეს?

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 12:51
by Tamari-ch.
ულუმბოზე ვიფიქრებთ....
დანარჩენთან მანქანა მიდის...

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 12:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
წვერის სამება შეიტანეთ.
ვიდრე ბრეთის ტაძრამდე მიხვალთ, ფორნზე გადებული ხიდი უნდა გაიაროთ.
მთაშენკა მართალია,
ულუმბოს ვერაფრით მოასწრებთ.
დანარჩენს ადვილად ნახავთ 1 დღეში და სხვა ტაძრებისთვისაც დაგრჩებათ დრო.
მით უფრო, ეგ მხარე მდიდარია სულიერი და ისტორიული ძეგლებით.
თი ყინწვისში ახვალთ, ეგებ ქოზიფას გზასაც დაადგეთ

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 13:08
by Tamari-ch.
ოკს...
გავითვალისწინებთ...
ყინწვისი ბოლო გაჩერება იქნება.
მერე დავჯდებით პაწა ხანს -
დავილოცებით...
ქოზიფამდე რა დრო გვინდა და რა მიდის მონასტრამდე?

....

კიდევ დაემატა მსურველები მეგობრების სიიდან...

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 13:23
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:ოკს...
გავითვალისწინებთ...
ყინწვისი ბოლო გაჩერება იქნება.
მერე დავჯდებით პაწა ხანს -
დავილოცებით...
ქოზიფამდე რა დრო გვინდა და რა მიდის მონასტრამდე?

....

კიდევ დაემატა მსურველები მეგობრების სიიდან...
ქოზიფამდე დაახლოებით 30 კმტია და გზა ყინწვისიდან მიდის.
გრუნტის დაზიანებული გზაა.
ქოზიფამდე გზად სხვა ძეგლებიც შეგხვდებათ.
მთავარია, დროს ეყოთ და თანაც, შთაბეჭდილებებით არ დაიღალოთ.
მაგ დღეებში, ალბათ გურიის გასვლაში მივიღებ მონაწილეობას.
თუ გურია არ გამოვიდა, შემოგი1დებით.

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 13:56
by Tamari-ch.
ქოზიფამდე დაახლოებით 30 კმტია და გზა ყინწვისიდან მიდის.
გრუნტის დაზიანებული გზაა.
ანუ თქვენი აზრით -
რა დრო დაგვჭირდება?

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 14:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:
ქოზიფამდე დაახლოებით 30 კმტია და გზა ყინწვისიდან მიდის.
გრუნტის დაზიანებული გზაა.
ანუ თქვენი აზრით -
რა დრო დაგვჭირდება?
ყინწვისიდან ქოზიფამდე დაახლოებით 50 წთ -1 სთ.
შეიძლება მინიბუსი ტაძრის ბოლომდე ვერ ავიდეს და 750 მეტრი აღმართზე ახვიდეთ. ასვლა-ჩამოსვლა დაახლოებით 45 წთ.
მკდ, თავად განსაზღვრეთ, დრო როგორ გეყოფათ

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 14:08
by Naia
ისე, ქოზიფაში კიდევ ერთხელ წავიდოდი...

არც ყინწვისში ვარ ნამყოფი

მაგრამ სამწუხაროდ, გურიის გასვლას ემთხვევა და მე პირადად იქით უფრო მიმიწევს გული

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 14:11
by Naia
ჰო, და კიდევ დირბის მონასტერთან ერთი პატარა ეკლესიაა, წმ. გიორგის სახელობის. ისიც მოინახულეთ.

ბრეთისკენ რომ გადაუხვევთ იქ კიდევ ერთი ეკლესიაა, საღოლაშენის ეკლესიას ვეძახითო, ასე გვითხრეს ადგილობრივებმა. ეგეც საინტერესო უნდა იყოს.

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 15:07
by Mta Mkvarebia
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:.
....ყინწვისიდან ქოზიფამდე დაახლოებით 50 წთ -1 სთ.
...
არა გოგა გამორიცხულია ქოზიფაც მოასწრონ მად დღეს, იმდენი ტაძარი აქვთ სანახავი. შენ ჯიპტურის დროს გახსოვს რომ ჯიპები შედარებით სწრაფად ავიდნენ, თორემ მინიბუსი (ორხიდიანი თუ არა მაღალი გამავლობის,მაინც რადგან რამდენჯერმეა მდინარე მანქანით გადასაკვეთი) გაცილებით ნელა ავა მანდ. მახსოვს ანზორმა რომ წაგვიყვანა პირველად, 2-2,5 საათს მოვუნდით თითქმის მაგ 35 კილომეტრის გავლას. ჯობია ძამის ხეობის გასვლა ცალკე დაიგეგმოს, მანდ იმდენი საინტერესო მონასტერია სანახავი: მუხილეთი, კოდმანი, ბერთუბანი, მძოვრეთი და სხვა და სხვა

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 15:07
by xaliana21
მე PM-ი მომივიდა მგონი და ვიგაცას "შემოეშალა" მგონი :(
არ გინდათ თავიდან რომ მომწეროთ :D
უკაცრავად ოფტოპიკისთვის :oops:

ვნახოთ ისტორიული ძეგლები 2) რუის-ურბნისის ეპარქია

Posted: 17 ივნ 2008, 16:52
by Tamari-ch.
ალბათ ქოზიფა ცალკე ჯობია...
თან მანდ მართლა ბევრია სანახავი...
ერთი დღე მაგ ხეობას უნდა...