Page 1 of 3
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 14:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, დასუფთავების მომდევნო აქციაზე ჩამოვყალიბდი.
ვინაიდან კვირას ბევრი გასვლა იგეგმება, მათ შორის, იეტ ვარდანაულის მოთავეობით
მზიურში ხევის აქცია, შაბათს, 14 ივნისს მოვაწყობთ დასუფთავების აქციას იგოეთიდან 4 კმტში მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში აგებულ ამილახვრების ულამაზეს ციხე-კოშკში.
დასუფთავებას 3-4 სთ დასჭირდება. მოსაწესრიგებელია ციხის ბანები და ეზო.
შემდეგ წავიხემსებთ და გადავინაცვლებთ 10 კმტში მდებარე სოფელ მეტეხის უნიკალურ ეკლესიაში.
ტაძარს ადგილობრივი მსახურები უვლიან, მაგრამ მათთვის მცირე ხნით ჩვენი ხელის წაშველება მადლიც იქნება (უფრო სწორად, მადლი იქნება სამშობლოსთვის) და შვებაც.
გასვლა შაბთს, 14 ივნისს, დილის 10ზე სქიმიიდან
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 14:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, დასასუფთავებელი ციხეკოშკის ადგილები:

დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 14:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
გავითვალისწინოთ, რომ თან უნდა ვიქონიოთ პირბადეები და ხელთათმანები.
ნაგვის ჩასაყრელ ტომრებს მე წამოვიღებ.
რადგან დასასუფთავებელი ადგილები სოფლებშია, წყლის პრობლემა არ იქნება
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 14:54
by Georgian Rabbit
"_რას აკეთებ, მეგობარო? ნაგავს ნუ ყრი!!!
_არა უშავს, გოგა მოვა, დაასუფთავებს"

დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 14:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
Georgian Rabbit wrote:"_რას აკეთებ, მეგობარო? ნაგავს ნუ ყრი!!!
_არა უშავს, გოგა მოვა, დაასუფთავებს"

ჰაჰა,
ბაჭიაც მოვა.
ჰო, ხუმრობა იქით იყოს და დასუფთავება-დალაგება-ნაგავის არდაყრა ყველას პასუხისმგებლობა უნდა იყოს.
ასე არაა?
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 14:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, კიდევ რამდენიმე ფოტო დასასუფთავებელი ადგილიდან

დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 15:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
დასასუფთავებელი ძეგლების გარეთა ხედები:
ამილახვრების ციხეკოშკი კარის ეკლესიით
სოფელ მეტეხის ტაძარი

დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 16:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტრანსპორტს რაც შეეხება, ამას წამომსვლელთა რაოდენობის მხრივ განვსაზღვრავ
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 16:17
by Naia
სამწუხაროდ, მე ვერ მოვდივარ
ჩემი რჩევაა, ცოცხებიც წაიღოთ...
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 16:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:სამწუხაროდ, მე ვერ მოვდივარ
ჩემი რჩევაა, ცოცხებიც წაიღოთ...
დიდუბეში ვიყიდი 2 ცალს და სავსებით საკმარისია.
შენი წამოუსვლელობის საპატიო ამბავი ვიცი
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 16:37
by ნიმფა
მოვდივარ.
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 16:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
აბა, წამომსვლელთა სია ასეთია:
1. ~nimfa~
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ...
გააგრძელეთ სია, ნუ ზარმაცობთ ბატონებო. როდესაც ლაშქრობისას დანაგვიანებულ
გარემოში ხვდებით, ჰომ ტავადაც წუხდებით?
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 17:45
by NINUCA
1. ~nimfa~
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. NINUCA
დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 11 ივნ 2008, 18:19
by Tamari-ch.
წინადადებით შემოვდივარ-
22-ში მოვაწყოთ ექსკურსია-დასუფთავება
სამთავისი - ამილახვრები -
სხვილოს ციხე -მეტეხი , ნიჩბისი და იქვე ახლო მახლო ეკლესიები
და თან მოვაწყოთ დასუფთავების აქციაც.
22 კაცი რომ შეესევა იმ მიდამოებს 30 წუთში დავასუფთავებთ ყველაფერს
ახლა კი წამოდით ქსნის ხეობაში...

დასუფთავების აქცია ამილახვრების ციხეკოშკსა და კასპის მეტეხში
Posted: 12 ივნ 2008, 00:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:წინადადებით შემოვდივარ-
22-ში მოვაწყოთ ექსკურსია-დასუფთავება
სამთავისი - ამილახვრები -
სხვილოს ციხე -მეტეხი , ნიჩბისი და იქვე ახლო მახლო ეკლესიები
და თან მოვაწყოთ დასუფთავების აქციაც.
22 კაცი რომ შეესევა იმ მიდამოებს 30 წუთში დავასუფთავებთ ყველაფერს
ახლა კი წამოდით ქსნის ხეობაში...

კგ აზრია. ოღონდ, იქაურობა ბოლო 2 თვეში 3-4ჯერ მაინც ვნახე და დასალაგებელი არაფერია.
სხვილოს ციხეს სხვა ძალები სჭირდება (უფრო, ტექნიკის მობილიზება), სამთავისში არქეოლოგიური გათხრებია და იქაურობა სუფთა რომც არ იყოს, ამ დროისთვის დალაგებას
აზრი მაინც არ ექნოებოდა. ნიჩბისში ოქტმბერში ვიყავი და იქ 3-4 მლოცველიც კი ძლივს ადის კვირაში. სუფთად იყო ტაძრის ეზო. სოფლის სიახლოვეს კია ნაგავი, მაგრამ ვფიქრობ,
პრიორიტეტი მაინც ძეგლები უნდა იყოს.
მეტეხი-ამილახვრების ციხეზე კი უკვე თემაში მოგახსენე.
მაგ მხარეში ყველაზე დანაგვიანებული რკონია და შემოდგომით იქაურ ნაგავს
სიამოვნებით გამოვიტან მეგობრებთან 1ად.
სხვა რა? ქართლში დასასუფთავებელი ადგილი სხვაგან ხომ არ გეგულება? ამილახვრების ციხეს ამ გასვლაშივე მივაბავდი.
და თუ თავადაც შემოგვი1დებოდი, გავიხარებდი