Page 1 of 10

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 10 აპრ 2008, 15:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
აბა, გავდივართ 2008 წლის 20 აპრილს, ბზობას უფლისციხესა და ატენის სიონში.

მინიბუსი დაქირავებულია.
ფასი 150 ლარი.
თუ 15ნი შევიკრიბებით, შესაბამისად, თანამგზავრზე 10 ლარია 2ვე გზა.
გასვლა დილის 9ზე სქიმიიდან.
საგზალი ყველას თავისი მოაქვს


თუ დრო გვექნება, რკონშიც შევივლით

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 10 აპრ 2008, 15:29
by vazano
შევეცდები, იქით კვირაში ზუსტად მეცოდინება. რკონში ლაბად ვერ მოახერხებთ საკმაო დაშორებაა ერთმანეთისგან.

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 10 აპრ 2008, 15:30
by GAMARJOBA SAKARTVELO
vazano wrote:შევეცდები, იქით კვირაში ზუსტად მეცოდინება. რკონში ლაბად ვერ მოახერხებთ საკმაო დაშორებაა ერთმანეთისგან.
საკმაოდ?
უი, როგორც მახსოვს, არც ისე.

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 10 აპრ 2008, 15:49
by Kakha
GAMARJOBA SAKARTVELO
მაგ მხარეს და გზებს კარგად ვიცნობ. თეორიულად მოსწრებადია, მაგრამ მხოლოდ თეორიულად, თუ ატენში თავიდან ჩახვალთ ატენში გაჩერდებით იქ მაქსიმუმ 10-15 წუთს მერე უფლისციხე სადაც მაქსიუმ გაჩერდებით 40 წუთს მერე დოესის გავლით წახვალთ რკონისკენ (ცუდი გზაა, ნელა ივლით) ფავნისის ეკლესიასთან საერთოდ არ გაჩერდებით, ერთაწმინდაში ისევ მაქსიმუმ 5-10 წუთიანი გაჩერაბა (ანდა სულაც არ გაჩერდებით) და მერე რკონი სადაც ჩახვალთ კარგა გვიან ნაშუადღევს. სოფელ რკონიდან სირბილით წახვალთ მონასერში აქ დაიწყებს დაბნელებას, მერე სირბილით უკან მანქანისკენ და გვიან საღამოს ჩამოხვათ თბილისში. თანაც გაითვალისწინეთ უფლისციხის შემდეგ გზა იქნება ცუდი თანაც კილომეტრაჟიც საკმაოდ გაზრდება და არც ერთი მძღოლი არ დათანხმდება 150 ლარად მანდ სიარულს.

ნამდვილად გირჩევთ გაყოთ - ცალკე უფლისციხე და ატენი, თუ გინდათ რამე დაამატოთ გაჩერდით მცირე ატენში და თუ კიდევ რამე გინდათ დაამატოთ ვერეს ეკლესია ნახეთ. ეს ნაკლებად ცნობილი ეკლესიაა და იშვიათად ვინე მიდის მის სანახავად. სოფელ ატენიდანაა ვერესკენ გადასახვევი - როგორც კი შეხვალთ სოფელში ეგრევე იკითხეთ. თუ გიორგი ბაგრატიოანის ტურისტული რესურსების კომპქტ-დისკი გაქვთ იქ ნახავთ სადაა ზუსტად ვერეს ეკლესია. და მერე უფლისციხე. ერთი დღისთვის ისე რომ შეირგოთ სრულიად საკმარისია.

რაც შეეხება რკონის ნახვას გზად შეგიძლიათ ნახოთ მეტეხის ეკლესია (ქართლის მეტეხზეა ლაპარაკი), მერე ფავნისის ბაზილიკა სადაც მხატვრობაა შემორჩენილი, მერე ერთაწმინდა, მერე ჩაჩუბეთი (X საუკუნის ბაზილიკა) და მერე მიხვალთ სოფელ რკონში. აქამდე ყველაფერი გზაზე შეგხვდებათ. შეგიძლიათ ჯერ წახიდეთ და ნახოთ იკვის ეკლესია. სოფელ რკონიდან ალბათ ორიოდ კილომეტრშია, მანქანა თითქმის მიდის. ულამაზესი და უმაღელსი დონის მხატვრობით. სამწუხაროდ რკონის მნახველები იკვში იშვიათად მიდიან. მერე დაბრუნდებით უკან სოფელში და წახვალთ რკონის მონასტერში ფეხით. აქაც დაახლოებით ასე 1.5 კმ თუა სავალი.

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 10 აპრ 2008, 15:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
Kakha,
ვაჰ, ეს რა სასარგებლო ცნობებია. გმადლობ.
ვერეს ეკლესია არ ვიცოდი.

ჰო, რკონზე ამიტომ ვწერდი, თუ დრო გვექნება, ვნახოთ-მეთქი.
ვაზანოსთან 1ად
მეტეხი-ჩაჩუბთის გზაზე ყველაფერი ვნახე და მანძილის გამო,
სჯობს, რკონი გადავდოთ.
მეტეხის ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიზე დასუფთავების გაქციის მოწყობაზე ვფიქრობ.

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 10 აპრ 2008, 17:02
by saskva
იმედი მაქვს მე შევძლებ და წამოვალ
ძალიან მინდა თორე უკვე დიდი ხანია არსად გავსულვარ და მოვიწყინე :P

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 11:34
by vazano
Kakha
რკონის გზა მგონი ხევებმა ძლიერ გააფუჭეს და წელს ძნელად აისვლება.
უფლისციხესთან ერთად ცემი აზრით ვერანაირად ვერ მოესწრება. უმჯობესია ცალკე მაგ მიმართულებით გასვლა დაიგეგმოს.GAMARJOBA SAKARTVELO მეტეხის დასუფტავებით აქციაზე მეც შემოგიერთდებით. რკონის დროს შეიძლება მისი დაგეგმვაც. Kakha-ს ეკლესიებს რკონის გზად ახალქალაქის ღვთისმშობლისა და ტევდორე მღვდლის და ფავნისის სამებასაც დავუმატებდი. ესენიც გზად არის

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 11:56
by lama
1. გოგლიკა
2. ლ(ი)ამა
3. ....
4. ....

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 13:24
by Monadire
მშვენიერი იდეაა იდეაა.ფარცხაფურცხით სირბილს მართლაც გამიჯვნა ჯობს.ატენში ბავშვობაში ვარ ნამყოფი და მახსოვს მონასტერს მაღლობი დაჰყურებდა ზედ მოთავსებული ჯვრით. თუ წამოვედი ისევ იმ ჯვრიდან უნდა გადმოვხედო ატენის სიონს

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 14:18
by ZVIOSULI
1. გოგლიკა
2. ლ(ი)ამა
3. ZVIOSSULSULI
4. ZVIOSULSULI's +
5. ?

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 14:26
by vazano
1. გოგლიკა
2. ლ(ი)ამა
3. ZVIOSSULSULI
4. ZVIOSULSULI's +
5. ვაზანო ?
6. ვინ იქნება შემდეგი?

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 17:23
by vazano
1. გოგლიკა
2. ლ(ი)ამა
3. ZVIOSSULSULI
4. ZVIOSULSULI's +
5. ვაზანო ?
6. ვაზანოს +?
7.ვაზანოს +-ის +?
8. ვინ იქნება შემდეგი?
_________________

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 18:06
by Tamusia
rogorc chans, shemdegi me viqnebi

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 18:15
by vazano
Tamusia
მერე მიასივოსნე საკუტარი ტავი :)

უფლისციხე-ატენის სიონი 2008ის ბზობას

Posted: 11 აპრ 2008, 21:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვაჰ, ლამამ გაიხაროს.
რამდენი ხანია, 1ად გასვლაში არ ვყოფილვართ.

სია ასე გამოიყურება:

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლ(ი)ამა
3. ZVIOSSULSULI
4. ZVIOSULSULI's +
5. ვაზანო ?
6-7. ვაზანოს +?
8. თამუსია
9. ...