Page 1 of 9
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 13:14
by Naia
როგორც იცით, 2 კვირის წინ გერგეთში ასვლა უამინდობის გამო ჩაგვეშალა და ყაზბეგისკენ მიმავალნი ვარძიაში აღმოვჩნდით. ჰოდა, სწორედ იქ გაჩნდა 9 აპრილს გერგეთში ასვლის იდეაც. 9 აპრილი დასვენების დღეა. შეგვიძლია 8 აპრილს, სამსახურების შემდეგ დაქირავებული მარშუტკით გავემგზავროთ, იქ გელოდისთან დავბინავდეთ და დილით გერგეთის სამებაზე ავიდეთ. საღამო ხანს კი უკან წამოვიდეთ.
ჩვენს გასვლას რომ უფრო მეტი დატვირთვა მივცეთ, მამებისთვის შესაწირი შევაგროვოთ და ავიტანოთ.
მოკლედ, მსურველები ჩაეწერეთ:
1. ნაია
2. ?
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 13:17
by Mta Mkvarebia
არისსსს!!!!
1. ნაია
2. მთა მყვარებია
3......
ჰო, ამინდი:
http://www.accuweather.com/world-foreca ... I&metric=1

გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 13:18
by Naia
ლიკა, იქნებ გელოდის შენ დაუკავშირდე და ტრანსპორტის და იქ გაჩერების ამბავი კიდევ ერთხელ დააზუსტო?
ჰო მართლა, გელოდისთან თუ გავჩერდით, საძილე ტომრები დაგვჭირდება.
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 13:46
by namcecuna
1. ნაია
2. მთა მყვარებია
3. 4. ნამცეცუნა და ჩემი +
5.
კიდევ რა დაგვჭირდება??? ან შესაწირზე როგორ ვიქცევით-ცალ-ცალკე თუ ერთობლივად?
ძალიან მიხარია

გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 13:54
by ZVIOSULI
da9-Si dilas ar gamova?
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 14:11
by Naia
namcecuna
შესაწირი სურვილისამებრ. წინაზე ყველამ ცალ-ცალკე ვიყიდეთ და ისე წავიღეთ.
ZVIOSULI
როგორ არ გამოვა, ოღონდ დროში შეზღუდულები ვიქნებით. 9-ში თუ წავედით, ადრე უნდა გავიდეთ, ასე 8 საათზე მაინც. რაც მეეჭვება რომ გამოგვივიდეს...
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 14:37
by namcecuna
Naia
კეთილი
და ღამეს სად ვათევთ-გელოდისთან-როგორც ვხვდები სასტუმროა? ანუ დაახლოებითი თანხებიც რომ ვიცოდეთ -თუნდაც გზის და საკვების გარეშე .
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 14:43
by Mta Mkvarebia
ველაპარაკე გელოდის. მითხრა საშიში აღარ არის, გზები მშრალია, რომც მოთოვოს ისეთი ძლიერი თოვლი არ იქნება, რომ გზები ჩაკეტოსო. თან უღელტეხილი მხოლოდ დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე იკეტება და ამ მხრივ საშიშროება არ იქნება, რომ ვერ გავიდეთო (რადგან ჩვენ ორივე გზაზე ღამით ვიმგზავრებთ). თან მთებზე იმდენი თოვლიც აღარ დარჩა რომ ზვავის მხრივ საშიშროება შეიქმნასო.
250 ლარად წაგვიყვანს (16 კაციანი სამარშრუტო), მიგვიყვანს ყაზბეგში, თავის სახლში გაგვათენებინებს ღამეს, უფასოდ, ოღონდ უნდა გვქონდეს საძილე ტომრები (რადგან მხოლოდ 5-6 საწოლი აქვს თეთრეულის გარეშე), სახლი თბებაო მითხრა. სასტუმროში 15 ლარის გადახდა არ დაგვჭირდება, მაგრამ არის ერთი ძალიან დიდი მინუსი. დილით , 10 საათზე უნდა წამოვიდეს თბილისში (ამ დროს აქვს რეისი ) და საღამოს 8 საათამდე ვერ ჩამოვა უკან. ასე რომ გერგეთზე ფეხით კი ავალთ, მაგრამ ვერც დარიალს ვნახავთ და ვერც სნოს ხეობას. იქ რამე ტრანსპორტის დაქირავება შეიძლება თუ არა ეს უკვე აღარ ვიცი.
მოკლედ გადავწყვიტოთ, მოგვწონს თუ არა ეს ვარიანტი. თუ სხვა მძღოლს დავეკონტაქტო, ამ შემთხვევაში სასტუმროს ფულიც უნდა გადავიხადოთ.
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 15:46
by Mta Mkvarebia
შეიძლება ვინმენ თქვას, ამ შემთხვევაში სხვა მძღოლს გავყვეთ 9-ში დილით ადრე და იმავე დღეს უკან დავბრუნდეთო. ამ შემთხვევაში ღამის გათევა არ დაგვჭირდება. მაგრამ გერგეთში გვიან ავალთ და წირვას ვერ ჩავუსწრებთ. თან შეიძლება სანამ უღელტეხილზე მივალთ, გზა უკვე ჩაკეტილი დაგვხვდეს. ჩვენი დაგვიანებების ამბავი რომ ვიცი, 11-მდე შეიძლება ვერ მივაღწიოთ.
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 15:54
by Naia
Mta Mkvarebia wrote:შეიძლება ვინმენ თქვას, ამ შემთხვევაში სხვა მძღოლს გავყვეთ 9-ში დილით ადრე და იმავე დღეს უკან დავბრუნდეთო. ამ შემთხვევაში ღამის გათევა არ დაგვჭირდება. მაგრამ გერგეთში გვიან ავალთ და წირვას ვერ ჩავუსწრებთ. თან შეიძლება სანამ უღელტეხილზე მივალთ, გზა უკვე ჩაკეტილი დაგვხვდეს. ჩვენი დაგვიანებების ამბავი რომ ვიცი, 11-მდე შეიძლება ვერ მივაღწიოთ.
ყველა ვარიანტში აჯობებს წინა საღამოს გასვლა.
დარიალისა და სნოს მონახულებას რაც შეეხება, იქ ალბათ იქნება რამე ტრანსპორტი და სასტუმროში დასახარჯი 15 ლარიც იმისთვის გამოვიყენოთ (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამდენი ნამდვილად არ დაგვჭირდება).
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 15:59
by meore monadire
მიმიღეთ თქვენს მარექაში
მაგრამ, თუ ვერ მოვგროვდით
16 კაცი მაშინ ჩვეულებრივ სამარშუტოს გავყვეთ
ოღონდ არ გადავდოთ!!!
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 15:59
by Mta Mkvarebia
Naia wrote:
ყველა ვარიანტში აჯობებს წინა საღამოს გასვლა.
დარიალისა და სნოს მონახულებას რაც შეეხება, იქ ალბათ იქნება რამე ტრანსპორტი და სასტუმროში დასახარჯი 15 ლარიც იმისთვის გამოვიყენოთ (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამდენი ნამდვილად არ დაგვჭირდება).
მეც ასე ვფიქრობ

გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 16:00
by Archil
Naia
I am (not) crazy
მემსგავსები ხოო?
ისე გერგეთზე 16 ივლისს სჯობიაო წასვლა, სამების დღესასწაულიაო და პატრიარქის მიდისო.
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 16:02
by Mta Mkvarebia
meore monadire wrote:მიმიღეთ თქვენს მარექაში
მაგრამ, თუ ვერ მოვგროვდით
16 კაცი მაშინ ჩვეულებრივ სამარშუტოს გავყვეთ
ოღონდ არ გადავდოთ!!!
მერე გელოდისთან კი ვერ გავათევთ ღამეს უფასოდ
მაგრამ არა მგონია, ვერ მოვგროვდეთ
1. ნაია
2. მთა მყვარებია
3. 4. ნამცეცუნა და ჩემი +
5. მეორე მონადირე
6.
გერგეთის სამება, 9 აპრილი
Posted: 03 აპრ 2008, 16:04
by namcecuna
მეც ვფიქრობ რომ საღამოს წასვლა აჯობებს, თუმცა, ვნახოთ სხვები რას იტყვიან.
ისე, საღამოს რომელი საათი იგულისხმება?