6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by MIRANDA » 04 აპრ 2008, 18:03

ZVIOSULI wrote:"11:00 - კვალიფიკაციის სტარტი
კვალიფიკაციის ბოლო მონაწილის ფინიშიდან 30 წუთი - ორიენტირების სტარტი
18:00 - ორიენტირების ფინიში "

ამის შუალედში რა ხდება????!
ამის შუალედში ალბათ ორიენტირებაა :D (ანუ გეზის აღება და შემდეგ ფინიში) :)

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by დათო » 04 აპრ 2008, 18:15

მოგესალმებით,

მეც ასევე ახალი ვარ თქვენს შორის და პირველად ვწერ აქ, თუმცა რეგისტრაციის პროცესი უფრო ადრე დავიწყე :)

მსურს თქვენთან ერთად წამოსვლა.
თუ წინააღმდეგნი არა ხართ, კვირას 8 საათზე ვიქნები სამთო ქიმიასთან :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 04 აპრ 2008, 18:22

დათო
მსურს თქვენთან ერთად წამოსვლა.
თუ წინააღმდეგნი არა ხართ, კვირას 8 საათზე ვიქნები სამთო ქიმიასთან
მობრძანდი ბატონო - დასწრება კი არადა, წამოსვლა ნებაყოფლობითია. :D ბედნიერ ფეხზე შემოკარავებულიყავი. :)

tatunia
ბოდიალა
Posts: 174
Joined: 23 მაი 2007, 17:34
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by tatunia » 04 აპრ 2008, 18:56

დათო

სიამოვნებით მიგიღებთ :)

tatunia
ბოდიალა
Posts: 174
Joined: 23 მაი 2007, 17:34
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by tatunia » 04 აპრ 2008, 18:56

დათო

სიამოვნებით მიგიღებთ :)

madlenuka
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 04 დეკ 2007, 13:28
Location: Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by madlenuka » 04 აპრ 2008, 23:21

მეც მინდა წამოსვლა..მაგრამ, არ ვიცი შევძლებ თუ არა..ხვალ საღამოს მეცოდინება და დავწერ აქ ზუსტ პასუხს:)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 04 აპრ 2008, 23:42

madlenuka
ხვალ საღამოს მეცოდინება და დავწერ აქ ზუსტ პასუხს
თუ არადა, შეგიძლია, ზეგ პირდაპირ სამთოსთან მოხვიდე 8 საათზე. :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by Mta Mkvarebia » 05 აპრ 2008, 14:52

აბა, გზას დაგილოცავთ, ჭილის ტბის სტუმრებო :D

მაო, გამარჯვებას გისურვებ ოფროუდ-შეჯიბრში. შენ ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ, ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ :D

ფერეიდნელები მომიკითხეთ :D , და თორნიკეს მეილს თუ ჩაიწერს ვინმე დიდად დამავალებთ. სურათების გაგზავნას შევპირდი და მეილი მგონი არასწორად ჩავიწერე.

სულით და გულით თქვენთან ვარ :D
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 05 აპრ 2008, 18:39

Mta Mkvarebia
ფერეიდნელები მომიკითხეთ , და თორნიკეს მეილს თუ ჩაიწერს ვინმე დიდად დამავალებთ. სურათების გაგზავნას შევპირდი და მეილი მგონი არასწორად ჩავიწერე.
მთაშენკა, ჩვენ კი შევასრულებთ შენს თხოვნებს, მაგრამ აჯობებს, წამოხვიდე და ეგ ყველაფერი თავად მოაგვარო...
მოკლედ, რაც ვიცი, ის სამი ფერეიდნელი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოდიან, მაგრამ იქნებ კიდევ წამოვიდნენ სხვები - თორნიკეზეა ეგ საქმე მინდობილი. ვინც წამოხვალთ, გპირდებით, რომ იმდენად კარგ ქართველებს გაიცნობთ, არ ინანებთ. :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 05 აპრ 2008, 19:05

მოკლედ, ფერეიდნელებზე რაღაც მინდოდა დამეწერა - რა პატრიოტები და როგორი კარგები არიან ისინი, მაგრამ აჰა, ეს წერილი. მხოლოდ პატარა ნაწილი იმ საოცრებისა, რასაც ფერეიდნელები ეწოდება - ჩემზე უკეთ ეგ მონოლოგი აგიხსნით, ვინ არიან და რანი არიან ფერეიდნელები.

ინა ინარიძე – აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი!

ღმერთო, ნეტავ შემეძლოს რამეთი დავეხმარო ამ ხალხს

ფერეიდნული ზღაპარი


ქართული უნივერსიტეტის შემდეგ საფრანგეთში მეორე უნივერსიტეტი დაამთავრა. მერე ევროპა ჯინსებითა და ბოტასებით მოიარა და ყველას რომ ეგონა, აღარ ჩამოვაო, დაბრუნდა. თუმცა, მაინც ევროპულ და ამერიკულ იდეებს აფრქვევს. ვეუბნები, ეგრე არ გამოვა, ჩვენ არც მთლად ევროპა ვართ და მით უმეტეს, არც ამერიკა, და მათი წესები თავს რატომ უნდა მოვიხვიოთ-მეთქი. აღშფოთებული გაიძახის, იმიტომაც არის სიბნელეო (ელექტროენერგიას არ გულისხმობს!), მეც აღშფოთებული ვეუბნები, თუ აქაურობა არ მოგწონს, მაშინ იმ შენს ევროპაში წაბრძანდი და იქ იცხოვრე-მეთქი. მაგრამ ევროპაში კი არა, ღრმა აზიაში, ფერეიდანში გაემგზავრა და თანაც ფერეიდნული ზღაპრების ჩასაწერად. ინა ინარიძე პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ფერეიდანში იმოგზაურა ქართული ფოლკლორის ჩასაწერად. იქიდან ჩამოსულს ვკითხე, რა ქენი-მეთქი. ვიტირეო. ეგეც შენი ევროპელი! მოკლედ, ინას დღიურები წამოვიღე და... მეც ვიტირე. ეს წერილი ინას მასპინძელ ყველა ფერეიდნელ ქართველს ეძღვნება.


ლორელინი

– ლორელინი ფრანგი მეზღაპრეა, პარიზში გავიცანი. მითხრა, ქართული ზღაპრები უნდა ჩავწეროო. მიყვარს ზღაპრებიო, ჰოდა, მეც, კარგი, თბილისში გპატიჟებ-მეთქი, მაგრამ თბილისში მირჩიეს, – მაგ შენს ლორელინს ფული თუ აქვს, ფერეიდანში წადითო. მეც ვინახულე ავლაბრის ფერისცვალების ეკლესიის დედები. ისინი პატრონობენ ფერეიდნიდან ჩამოსულ ქართველებს და ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. დედა პარასკევას გაუხარდა, – ზუსტად ახლა მყავს ის სტუმრად, ვინც დაგეხმარებაო. მოკლედ, დავით გუგუნაშვილი დედა პარასკევამ გამაცნო. დავითს სპარსულად აჰმედი ჰქვია, მაგრამ ახლა ყველა დავითს ეძახის. ფერეიდნელები სპარსეთშიც კი ქართულ სახელს ეძახიან ერთმანეთს. დავითმა მითხრა, ფერეიდანში წასვლას ვაპირებ, ჩავალ, ყველაფერს მოგიმზადებ, დამირეკე და ჩამოდიო. რომ ვრეკავდი, დედამისი სულ მეკითხებოდა, – როდის მოხვალთო. როგორც იქნა, ავიბარგეთ. ჯერ ბაქოში, იქიდან – ირანში, ისპაჰანში. მე და ლორელინი ორი დღე ვისხედით ავტობუსში. მძღოლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იყო ინგლისური ენა, სამაგიეროდ, ჰქონდათ ხელები და ყოველ 15 წუთში გვანიშნებდნენ, ჩაის ხომ დალევთო. ჩვენც ვსვამდით და ცოტას ვლაპარაკობდით...

ისპაჰანი



ნუთუ ეს არის სპარსი ლამაზმანების ქალაქი? მარტის ბოლოა, ცივა და ირგვლივ ხრიოკია. ხრიოკი არა, სხვა რამ მაწუხებს, – ირანული ქალაქის უგემოვნება მთრგუნავს. საათზე ვიყურები, როდის მოვა დავითი ჩვენს წასაყვანად. მე და ლორელინს თავზე ჩადრები გვახურავს და ჯინსებზე კაბები გვაცვია. დავითი იგვიანებს. ეტყობა, დავიღალე და ყურადღებას აღარ ვაქცევ, თავზე ჩადრი როგორ მეხდება. უეცრად გვეცხადება ჩადრებში გამოწყობილი ორი პოლიციელი ქალი და თავაზიანად მანიშნებენ, ჩადრი დაიხურეო. ნერვები მეშლება, მაგრამ აბა, ნუ გაისწორებ, იმდენ ჯარიმას გადაგახდევინებენ... კიდევ კარგი, დავითიც მოდის. ჩვენს დანახვაზე თვალებიდან სიხარულის ნაპერწკლებს ყრის, მანქანაში ჩაგვსხა და იაზდინ შაჰირში მივყავართ. ეს პატარა, ახალაშენებული ქალაქია. ასეთი ქალაქი ახლომახლო კიდევ ორია, – ნაჰაჯაბადი და ამირაბადი. სამივეში კომპაქტურად ფერეიდნელები სახლობენ. თავად ფერეიდანი უფრო შორს, 100 კილომეტრით იქით არის, მთებში... იქაც წავალთ, მაგრამ ჯერ იაზდინ შაჰირში უნდა დავბინავდეთ. დავითს მთელი ნუსხა აქვს შედგენილი, ვის უნდა შევხვდეთ და ვინ რა უნდა გვიამბოს. ჯერჯერობით კი პატარა, სპარსულ სახლში შევდივართ და დავითი მამასავით ამბობს, – თქვენ მოხვედით ნამდვილი ქართველის ოჯახში, სადაც გიპატრონებენო... სახლს ვათვალიერებ და კედელზე, ფარდაგზე ამოქარგულ ქართულ ანბანს ვხედავ, – ასეთი ანბანი ყველა ფერეიდნელის სახლში მხვდება და სწორედ ეს განასხვავებს ქართველების სახლებს უფერული სპარსული სახლებისაგან... მაგრამ ანბანის თვალიერებას არ მაცლიან (ლორელინს ისედაც არ აინტერესებს), ხელს გვკიდებენ და ხალიჩაზე გვსხამენ. ზედ შემწვარ ქათამს, მაწონს, ტარხუნასა და ბოლოკს აწყობენ, – იმას, რაც საქართველოში მიყვარს. მასპინძლები თვალებში შემოგვციცინებენ და სიხარულით აღარ იციან, რა ქნან. ღამით ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, 9 წლის ფარვანა გულში მეხუტება. მე ხელებს ვხვევ და ტირილი მინდა...
ოცდაცამეტი

ზღაპრები კი გვაინტერესებს, მაგრამ ფერეიდნელებთან ხარ და პირველი, რაც უნდა გააკეთო, ალავერდი-ხანი უნდილაძის აშენებული ხიდი უნდა ნახო, – სპარსეთის ყველაზე ძლიერი სარდალი მარჯვენა ხელი იყო ჩვენი დამაქცევარი შაჰ-აბასისა. სხვანაირად არ შეეძლო (ალბათ, უკვე აღარც უნდოდა! – სად არ გადაგვაგდო ბედისწერამ!).
მოკლედ, ხიდი ძალზე ეამაყებათ ფერეიდნელებს. ლორელინმაც კი, რომელიც ემოციას დიდად არაფერზე გამოხატავს, კარგიაო, ამოთქვა. ხიდი ორსართულიანია! ზემო სართულზე ორივე მხარეს 33 თაღი გასდევს. ფერეიდნელები ამბობენ, ალავერდი-ხანმა ეგ 33 თაღი 33 ქართული ასოს სიყვარულით გააკეთაო. შეიძლება მართალი არ არის, მაგრამ ფერეიდნელებს ასე უნდათ, რომ იყოს და მეც მჯერა, – მეც ასე მინდა და იმიტომ. თან ხიდზე ავდივარ. ვყვირი, (ალავერდი-ხანის მისამართით!) – აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი!

ქართველი ყორები მოვიდნენ

ეს რა ძნელი საქმე ყოფილა, – სადაც მივდივართ, ყველა გვეუბნება, – ზღაპრები მამაჩემმა, დედაჩემმა ან ბებიაჩემმა იცოდნენ და დაიხოცნენო, მაგრამ ამას ძალზე ლამაზი ქართულით მეუბნებიან. ლორელინი პირში შემომყურებს და ვუთარგმნი, მაგრამ როგორ უნდა გააგებინო, მე რას განვიცდი ყოველ ფერეიდნულ სიტყვაზე, – გულში მივლის! – ეს ძველი, სუფთა ქართულია, რომელზეც ჩემი და ფერეიდნელი ქართველების წინაპრები ლაპარაკობდნენ. რომც გავაგებინო, რა აზრი აქვს, ლორელინს არ აინტერესებს. თუმცა ფერეიდნელები სულაც არ განიცდიან, რომ ლორელინი ფრანგია, – რახან ჩემთან ერთად არის, ესე იგი ორივე ქართველი ყორები ვართ. გოგოს იქ “ყორს” ეძახიან, “სიყვარულიდან” მოდის, – ქართველი ყორები მოვიდნენო და სიხარულით თვალები უბრწყინავთ. ჩანთებში საჩუქრებს გვიტენიან, უფრო ხშირად, თავსაფრებს. ნათესაობას თავს უყრიან და სუფრებს გვიშლიან. მეტირება, მრცხვენია, – რამხელა სითბოს გასცემენ და ოდესმე შევძლებ ნაწილი მაინც დავუბრუნო? ალბათ, ვერა, სასოწარკვეთილი ვარ და ლორელინს ვთხოვ, ჩემთან ერთად იმღეროს, – კარგი სმენა აქვს, თბილისში ქართული სიმღერები ვასწავლე და სხვა რით შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ. ფერეიდნელები ტირიან, გვეფერებიან და მეორე დღეს ისევ გვპატიჟებენ, მაგრამ ერთხელაც ლორელინი აღარ მომყვება, – ჩემს პირად თავისუფლებას ვერ დავთმობო. საშინლად ვბრაზდები და ვეუბნები, რომ ჩვენ სწორედ იმით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, რომ სხვადასხვა კულტურა გვაქვს და ჩემს კულტურას დიდი სიყვარული და ღრმა ფესვები აქვს. მერე წვეულებაზე მარტო მივდივარ და მარტო ვმღერი. ამასობაში ლორელინს “თავისუფლება” მოსწყინდა და ისიც მოვიდა. მაინც მიხარია და ერთ-ორ ქართულ სიმღერას ერთად ვმღერით...
იყო ერთი ჩიტი...

ძალიან ბევრს დავდივართ და მაინც მივაკვლიეთ ზღაპრისა და თქმულებების მთქმელებს. ლექსებისაც კი. ქალაქში ერთ ქართველს ვხვდებით და მეღიმება, ძველი მანქანის საბარგულზე დიდი ასოებით უწერია, – “ქართველო, გაგიმარჯოს!..” მოკლედ, მარტყოფში ვიყავით. იქ ყველაფერს ქართული სახელი ჰქვია. ფერეიდნელები ამბობენ, – მარტყოფს იმიტომ დაერქვა მარტყოფი, რომ აქ პირველად მარტო ცხოვრობდა ერთი ქართველი კაციო... ის კი აღარ ახსოვთ, რომ მარტყოფი და სხვა სოფლები, რომლებსაც მათ ქართული სახელები დაარქვეს, საქართველოში იყო... რა ეხსომებათ!.. მას შემდეგ ოთხი საუკუნე გავიდა, მაგრამ ოდესღაც ღვინოს რომ წურავდნენ, ახსოვთ. ირანში სმა აკრძალულია, მაგრამ ჩუმად წურავენ, ჭურჭელში ჩაასხამენ და მიწაში მარხავენ. მე გამომიტანეს. დიდი ამბით დამალევინეს, ზაფრანის გემო ჰქონდა – ეს რა არის-მეთქი. ზაფრანა ვუყავითო... ღვინის გემო სხვაგანაც მეუცნაურა, – პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმული დაუმარხავთ. დავუშალე, ჩვენთან ღვინოს პლასტმასის ჭურჭელში არ ინახავენ, გემოს უფუჭებს-მეთქი. აღარც ჩვენ შევინახავთო... აი, ფერეიდნულ ზღაპრებს კი ზუსტად ის გემო აქვს, რაც ქართულ ზღაპრებს. თურმე რა ძველი ყოფილა ჩვენი ზღაპრები. ოთხასი წლის წინ გაიყოლეს და მაინც ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. მაგალითად, ღარიბი და ქილა ერბო. მელოდიურობაც ერთი აქვს, მაგალითად, ასე: ერთი ჩიტი იყო, გადაფრინდა, გადმოფრინდა და ფეხში ეკალი შეესო... ფერეიდნული თქმულებებიც – ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ გვაქვს...

ნახვამდის...

მე დროში ვიმოგზაურე, – 400 წლით ადრე... ვფიქრობ და უცებ ვფხიზლდები. შუაღამე კარგა ხნის გადასულია. მახსენდება ფერეიდნელი ბავშვები და ვშფოთავ. ქალები მახსენდება და უფრო ვშფოთავ, რატომ არიან დარდიანები, სად დაეკარგათ სილაღე? ერთმა ფერეიდნელმა მითხრა, – ჩვენი ქალები აქ დააძინესო... შარშან თურმე ქართველი მონაზვნები ყოფილან ფერეიდანში და ვისთანაც ცხოვრობდნენ, ყველა დაკითხვაზე დაიბარეს, რატომ იყვნენო! ნერვები მეშლება და ლორელინს ვეძებ. არ ჩანს, ალბათ, ეგეც მაღიზიანებს! როგორ დავანახვო, რა არის საქართველო! როგორ გავაგებინო, რა მემართება! ნეტა ვინმე ჩემიანი იყოს აქ და ყველაფერს მოვუყვებოდი. თუმცა მოყოლა რად უნდა, თავადაც დაინახავდა...
ერთ ფერეიდნულ ოჯახში მითხრეს, – ჯავახეთში უნდა წამოვიდეთ, ვიყიდოთ 100 ჰექტარი მიწა, დავხნათ და იქ საქართველოს მტრებს დედა ვუტიროთო!
გრიპი რომ დამემართა და თითისტოლა ბოთლით არაყი მომიტანეს, გიშველისო, ვერ დავლიე, გვეჩქარებოდა. სადაც მივდიოდით, იქ რომ მივედი, გამახსენდა და ვთქვი, – ის არაყი არ დამილევია, ისევ ჩანთაში მაქვს-მეთქი. ვისთან ერთადაც ვიყავი, გათეთრდა. რა იყო-მეთქი. არაყს პირველად რომ გიპოვიან, 50 მათრახს დაგარტყამენ, მეორედ – 6 თვით დაგაპატიმრებენ, მესამედ – ერთი წლით, მეოთხედ კი ჩამოგახრჩობენო! ღმერთო, ნეტა შემეძლოს რამეთი დავეხმარო ამ ხალხს, მაგრამ მე რა შემიძლია...
გულზე თითქოს ლოდი მაწვება. ეს ლოდი, ალბათ, საქართველოშიც წამყვება. როგორც ფერეიდნულ ზღაპრებში ჩიტს ფეხში ეკალი. მეც გულში ლოდით ვიფრენ, იმიტომ, რომ ფერეიდანი მაქვს... კიდევ კარგი, რომ მაქვს...


მოამზადა ეთერ ერაძემ
კვირის პალიტრა 17-23 დეკემბერი, 2007

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by kiki » 05 აპრ 2008, 23:22

ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ბეთანიის საოცარი ამინდის გამო გავცივდი :( გულით თქვენთან ვარ.........
განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით მოკითხვა ფერეიდნელ ქართველებს

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 აპრ 2008, 02:32

დათო wrote:მოგესალმებით,

მეც ასევე ახალი ვარ თქვენს შორის და პირველად ვწერ აქ, თუმცა რეგისტრაციის პროცესი უფრო ადრე დავიწყე :)

მსურს თქვენთან ერთად წამოსვლა.
თუ წინააღმდეგნი არა ხართ, კვირას 8 საათზე ვიქნები სამთო ქიმიასთან :)
კეთილი იყოს შენი შემოკარვება.
რა პრობლემაა? შემოგვი1დი ჭილიზე.
kiki wrote:ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ბეთანიის საოცარი ამინდის გამო გავცივდი :( გულით თქვენთან ვარ.........
განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით მოკითხვა ფერეიდნელ ქართველებს
უი, ეგ რა დაგმართნია.
არადა, როგორი იმედი მქონდა, რომ ჭილიზეც წამოხვიდოდი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by NINUCA » 06 აპრ 2008, 08:32

კიკი ეს რა დაგმარტნია საყვარელო :( არაუშავს მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ და შემდეგ ლაშქრობაში ბევრ მზეს კიდევ რომ არ გაცივდე :)


"ჭ"-ზე წამსვლელებს კი კარგ ამინდს და ცარმატებებს ვუსურვებ :) აბა თქვენ იციტ სულით და გულით თქვენთან ვარ :D

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by popins » 06 აპრ 2008, 09:11

გეგამ დღეს თოჯინების თეატრიო..ასე რომ
სულ რომ არ გავტყიურდეთ ,დღეს ჩვენ პას:lol:

წარმატებულ გასვლას გისურვებთ! :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
6 აპრილს ჭილის ტბაზე ფერეიდნელებთან ერთად

Post by guruli » 06 აპრ 2008, 19:12

ძალიან ცუდი, რომ უფრო მეტნი ვერ შემოგვიერთდით, ხალხნო... მაგრამ არა უსავს - მომავალი წინაა, ფერეიდნელები კი ჩვენთან ერთად არიან. ახლა თქვენზეას დამოკიდებული, რამდენად ხშირად შეეხმიანებით მაგ ხალხს, რამდენად აჩვენებთ გულის სითბოს... დღეს იქაც მითხრა რამდენიმემ და ერთმა ტელეფონზეც დამირეკა გუშინ "კვირის პალიტრიდან" გადმოკოპირებულ წერილზე... ნახეთ http://www.fereidani.ge და ჩვენს თანაფესვთა, ჩვენს თანაერთთა ეგეთ სულისა და გულის შემძვრელ მოთქმას უამრავს წაიკითხავთ. ფერეიდნელები იმსახურებენ იმას, რომ მათ შესახებ გაცილებით მეტი ვიცოდეთ და გაცილებით მეტად ვიცნობდეთ, ჩვენ კი გვევალება, ბევრად მეტი ვიცოდეთ მათზე და ბევრად უკეთ ვპატრონობდეთ. დანარჩენს ლაშქრობებში რომ ახალი თემა გაიხსნება, იქ დავწერ.
kiki - ნამდვილად გელოდებოდი დღეს. ცუდია, რომ გაციებულხარ, მაგრამ მალე გაგივლის.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]