Page 1 of 2

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 12:34
by saskva
კვირას 2 მარტს ვგეგმავ ნორიოში, ღვთაების მონასტერში წასვლას, გამიხარდება თუ შემომიერთდებით.
წასვლა უკვე გადაწყვეტილია, რამდენიც შევგროვდებით იმდენი წავალთ.

თუ ბევრნი ვიქნებით მსურველები შეიძლება ტრანსპორტის დაქირავება და მაშინ მონასტამდე აგვიყვანს, თუ არა მაშინ სამგორიდან გავყვებით სამარშრუტოს და სოფლიდან ფეხით ავალთ მონასტრამდე.

ჩამოსვლით 7სთვის ჩამოვალთ ალბათ, რადგან ბოლო სამარშრუტო ტაქსი იქიდან 5:30-6ზე გამოდის. ნუ გამონაკლისია ის შემთხვევა თუ ტრანსპორტს ვიქირავებთ.


ხარჯები:
გზა ორივე მხარე 5 ლარი
საკვები დაახლოებით 5 ლარი
დანარჩენი სურვილისამებრ

შეიძლება მამაოებისათვის რაღაცეების ატანაც, ესეც სურვილისამებრ :)

მემგონი ყველაფერი ვთქვი, დანარჩენი კითხვებით :D :D :D

Image

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 12:36
by lama
saskva
მე მოვდივარ შაბათს საქმე გამომიჩნდა და ვერ მივდივარ დუშეთში

1. saskva
2. lama
3. .... :?:

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 13:11
by meore monadire
ძალიან ლამაზი იდეაა

მე მცხეთაში მივდივარ თორემ აუცილებლად შემოგიერთდებოდით

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 13:20
by namcecuna
აუ, რა კარგია მაგრამ, მე რომ ვერ მოვდივარ რა ცუდია :(
დიდი ხანია მანდ არ ვყოფილვარ :roll:
ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, შეგეწიოთ ღვთაების მონასტრის მადლი !

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 13:23
by saskva
არც შაბათი გაწყობთ არც კვირა რა არის რაააააააააააა :D :D :D

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 14:52
by SHORENA
saskva,
რა კაი გოგო ხარ, ნამდვილად კარგი იდეაა :)
მარხვის დაწყების წინ ამ ზღაპრულ მონასტერში წამოსვლის მეც დიდი სურვილი მაქვს.
გუდაურში კი ვაპირებ მაგრამ მემგონი ღვთაებაში წამოვალ, თან ჩემებიც თუ დავითანხმე...

(ძალიან მინდა ნაყოფიერი კვირა მქონდეს, დასვენებას ორშაბათსაც მოვასწრებ :wink:)

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 15:03
by lama
SHORENA
გაიხარე

1. saskva
2. lama
3. SHORENA
4. ..... :roll: :?:

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 15:03
by Kakha
ანტონ მარტომყოფელის კოშკთან კეშია დადებული მიკას მიერ რამდენიმე წლის წინ. მას შემდეგ მე და ჩემმა შვილებმა და ილიამ და მისმა შვილებმა ვიპოვეთ და ჩანაწერები და სუვენირებიც დავტოვეთ. ახლა თქვენი ჯერია. ძნელი საპოვნელი არაა. დეტალები ნახეთ კეშების განყოფილებაში.

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 15:04
by lama
Kakha
აუცილებლად ამ კეშს აღმოვაჩენთ და ამით კიდევ უფრო საინტერესოს გავხდით ჩვენს მოგზაურობას :)

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=182&start=0

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 15:39
by saskva
ამ კეშის აღმოჩენა არამგონია მოხერხდეს, სვეტზე უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, იქ მალე მთელი კომპლექსი გაკეთდება, სვეტიც სულ სხვანაირია.ჩამონგრეული კედელი აღადგინეს. ასე რომ კეში ალბათ დიდი ხნის წინ სოფლის ბიჭებმა აღმოაჩინეს რომლებიც სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას

მაგრამ შეიძლება ჩვენ დავმალოთ ეგ არ არის პრობლემა :P

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 16:26
by saskva
ესეთი პასიურობა არ მომწონს, არავის არ გინდათ წამოსვლა???????????? :D :D :D :D :D

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 17:51
by shatilis asuli
saskva
მშვენიერია! ულამაზესი მონასტერია! აბა თქვენ იცით, კეში აუცილებლად მოძებნეთ ველით საინტერესო რეპორტაჟს :D

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 20:47
by qvevri
meore monadire wrote:ძალიან ლამაზი იდეაა

მე მცხეთაში მივდივარ თორემ აუცილებლად შემოგიერთდებოდით
მცხეთაშიოოო :roll: :?:

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 21:57
by meore monadire
გაუმარჯოს გიო :)

ერთ გოგოსთან ერთად მივდივარ წირვას უნდა დავესწროთ ოლეგის მონასტერში

ხოდა შეიძლება შენც შემოგიაროთ ;)

ღვთაება

Posted: 28 თებ 2008, 22:05
by qvevri
meore monadire wrote:გაუმარჯოს გიო :)

ერთ გოგოსთან ერთად მივდივარ წირვას უნდა დავესწროთ ოლეგის მონასტერში

ხოდა შეიძლება შენც შემოგიაროთ ;)
ოლეგის მონასტერიიიი :roll: :?:
ალბათ ოლგას მონასტერში არა :?: