ქარის ძახილს ავყევი...

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by N67 » 22 თებ 2008, 01:39


ანუ კიდევ ერთი ნამდვილი კარავული ლაშქრობა,
არაკარავული ატრიბუტების გარეშე

:wink:

ხო ნუ...
რა ვქნა, ხეების და ქარის დიალოგს მშვიდად ვერ ვუსმენ.. :P
თვალწინ მიდგას წინაკვირას ნაბოდიალი გზები და შემდეგ უქმეებზე აქ ვეღარ გავძლებ.. :o

მოკლედ, ბოლოს ასეთი აზრი გამიჩნდა, და მსურველებს უკვე გელოდებით მეც და სიაც :)

- შემდეგ შაბათს, 1ელ მარტს, დილიდან გავყვებით დუშეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, და სოფელ ბოდორნასთან ჩამოვალთ. იქიდან უკვე ფეხით ვიწყებთ სიარულს. ავალთ ქედზე, ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიასთან, და გადმოვხედავთ არაგვის ხეობას – ჟინვალიდან ზედაზენამდე..
შემდეგ გავივლით ტყეებს, მდელოებს და მივალთ ბაზალეთის ტბასთან. ამასობაში ცოტა ჩრდილები დაგვიგრძელდება, მაგრამ გზა გრძელი აღარ გვექნება დარჩენილი – ტბიდან ჩემი სახლისკენ გავწევთ და ღამით იქ დავრჩებით.
კვირას კი ავიბარგებით და სოფელ ბაზალეთიდან, ტბიდან, ან სულაც ტრასიდან გავყვებით რამეს თბილისისკენ.
ერთი ადამიანის მგზავრობა ორივე გზაზე 5 ლარამდე დაჯდება. დაახლოებით ამდენივე დაგვჭირდება რაღაც-რუღაცეების ყიდვისთვის, რომლებზეც წასვლის წინვე მოვილაპარაკებთ.
მაშ ასე, ვიწყებთ..


1. N67 (და 2-3 +)
2. Z g a r b i
3. . . .

P.S.
არ ვიცი იცით თუ არა როგორი დისინტერნეტოზი მჭირს, მაგრამ ლაშქრობა უკვე გადაწყვეტილი და დაგეგმილია, ვინც ვიქნებით, წავალთ და ჩემი იშვიათი აქტიურობა ნუ შეგაფიქრებთ.. ;)
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ქარის ძახილს ავყევი...

Post by Kakha » 22 თებ 2008, 10:21

N67
ნამდვილად კარგი მარშრუტია. მე ჩანადირში მაქვს აგარიკი და ვიცი ეგ ადგილიები. არა მგონია რომ შემოგიერთდეთ სამწუხაროდ...

N67 შენ კი გეცოდინება ალბათ, მაგრამ სხვების გასაგონად - ალბათ თოვლიში მოგიწევთ სიარული, განსაკუთრებით ბოდორნის აღმართს რომ შეუყვებით და შესაბამისად ჩაიცვით ფეხზე.

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by nusa » 22 თებ 2008, 10:40

1. N67 (და 2-3 +)
2. Z g a r b i
3. nusa
4. :?: :arrow:



აუ, უკვე ველოდები 1 რიცხვს,
გული მიგრძნობს საინტერესო და ექსტრემალური ლაშქრობა/თავგადასავალი გამოგვივა... :wink:
სადაც ნიკაა სხვანაირად აბა როგორ იქნება?!... :P
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by ZVIOSULI » 22 თებ 2008, 10:49

მიუხედავად იმისა რომ ზღვაზე წასვლის "კონკურენტი" ლაშქრობაა მე ამ ამბავს მივესალმები რადგან
ზღვაზე არ მივლაშქრდებით არამედ უბრალოდ გასეირნება იქნება აჭარის ცივილიზირებულ მიდამოებში
და მეორეც
არჩევანი ყოველთვის კარგია (მიუხედავად ჩემი შეხედულებებისა...) -

მოკლედ მართალია მე არ მოვდივარ, მაგრამ სხვების თვალებში დიიდ რეკომინდაციას ვუწევ - მართლა ლაშქრობას!
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევი...

Post by legenda » 22 თებ 2008, 11:07

რა კარგია....

თუმცა მე შაბათს არ მცალია... :cry: ... რაბოტაც ნადო

თოვლი, ლაშქრობა, ტაძარი....იფ,იფ.... :) :)

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by nusa » 22 თებ 2008, 11:17

ZVIOSULI

ალტერნატიული გასვლები ყოველთვის მისასალმებელია.

თუმცა მიძნელდება ზღვისპირეთის მონახულებაზე უარის თქმა, მაგრამ.... :?



აბა, აბა კიდევ ვინ მოდის? ;)
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 11:23

...
Last edited by meore monadire on 22 თებ 2008, 11:27, edited 1 time in total.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 11:23

მე თუ ფინანსებში ჩავეტიე ზღვისპირეთს ვნახავ ბოლოს და ბოლოს

ხოლო თუ ვერა და დიდი შანსია, რომ ვერა

მაშინ სამშობლოს მთებს ვეწვევი

და თუ ხალხი ნიკას სახლში ვერ დაიტევა

ჩემს სახლსაც გამოვიყენებთ :)


ნავალი ვარ ნიკას ნახსენებ გზაზე და ძალიან მოგვეწონება


და კიდევ შეიძლება მოესწროს ეშმაკის ხევის ნახვაც
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ქარის ძახილს ავყევი...

Post by saskva » 22 თებ 2008, 11:24

შაბათს თბილისში დაბრუნების შანსი იქნება ნეტა??? ან დუშეთში ჩასვლის მაინც??? ღამისთევასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს ოჯახობასთან :D :D :D :D :D
მომწერეთ რა პასუხი და ეგებ მეც შევძლო წამოსვლა, ძალიან მინდა :)

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ქარის ძახილს ავყევი...

Post by saskva » 22 თებ 2008, 11:30

1. N67 (და 2-3 +)
2. Z g a r b i
3. nusa
4. მეორე მონადირე ???
5. saskva ???

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 11:33

saskva
მე ნუ ჩამწერთ სიაში ჯერ
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
ქარის ძახილს ავყევი...

Post by saskva » 22 თებ 2008, 11:35

meore monadire
ოკ :P

1. N67 (და 2-3 +)
2. Z g a r b i
3. nusa
4. :?:
5. saskva ???

ვაკანსია გვაქვს 4 ადგილზე :D

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by nusa » 22 თებ 2008, 11:42

meore monadire

ნიკას სახლში ხალხის დატევის პრობლემაა არაა, და თუ წამოხვალ (და იმედია რომ წამოხვალ ;) ) სჯობს რომ ერთად ვიყოთ.
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
ქარის ძახილს ავყევი...

Post by meore monadire » 22 თებ 2008, 11:45

saskva
4 შალვას უყვარს მაგრად :)

თავის სოფელშიც გაუხარდებოდა წამოსვლა :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ქარის ძახილს ავყევი...

Post by legenda » 22 თებ 2008, 11:45

ვერ ვისვენებ ....თქვენთან ერთად მინდა...

სახლში ცივა?
და წყალი თუ არის?.....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]