Page 1 of 9

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 29 ივნ 2005, 16:33
by Nika
ხალხო მოგეხსენებათ საქართველოს ისტორიაში კვლავ არ მომხდარა კეშის მოძებნა. შემოვდივარ იდეით შაბათს წავიდეთ ბირთვისში და მოვძებნოთ ეგ კეში. თან მისი ზუსტი კოორდინატებიც დავადგიოთ.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 29 ივნ 2005, 16:36
by tekla
მოვფრინავ! :D და შეიძლება სტუმარიც წამოვიყვანო? :)

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 29 ივნ 2005, 16:42
by mika
Nika
movdivar Tu gamocda cavabare

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 29 ივნ 2005, 20:14
by ilia
Nika
მეც მოვდივარ, ოღონდ ცოტა დაწვრილებით დაწერე როდის გავდივართ და როდის დავბრუნდებით.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 29 ივნ 2005, 22:43
by mika
ilia
Nika
დააზუსტე რითი როგორ რა დროს???????????????????????

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 00:31
by Nika
mika
ilia
ამაში გვალვა დაგვეხმარება. მაგან იცის იქაურობა ზეპირად.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 07:43
by ilia
Nika
კაცო, ვერ გავიგე, რის საძებნათაც მივდივართ გვალვას დამალული არ არის?
GVALVA თუ წამოვიდა, მაგას რაღა აზრი აქვს?

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 08:10
by ilia
GVALVA, ამ ნიკას ვერ გავუგე ვერაფერი, შენ მაინც დაგვაკვალიანე.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 09:16
by Gvalva
აბა დაკვალიანდით:

შაბათს, 2 ივლისს, ვიკრიბებით სამგორის მეტროსთან არსებულ ავტობუსების სადგურში 8 საათზე. ერთი დღის საჭმელი ყველამ თვითონ წამოიღოს. განსაზღვრეთ საჭმელი, აპარატურა და ტანსაცმელი ისე რომ ყველამ თავისი ტვირთი თვითონ ატაროს ბოლომდე. დაათვალიერეთ წინა ლაშქრობის სურათები.

საჭმელს შევჭამთ ორ ეტაპად, პირველი: მსუბუქად, მდელოზე, ასვლამდე, მეორე: საჭმლის გათავებამდე, იმავე მდელოზე, ჩამოსვლის შემდეგ.

უცნობი მეგობრების საყურადღებოდ: თუ მომავალში ჩვენთან ერთად მოგინდებათ რამდენიმე დღიანში წამოსვლა, მიიღეთ მონაწილეობა რომელიმე ერთდღიან ლაშქრობაში, რომ ვნახოთ ვის როგორი "პახოდკა" აქვს. სრულიად უცნობებს მრავლდღიანში არ წავიყვანთ და უარი ნუ გეწყინებათ!

საწვიმარი აუცილებელია!

დაპოსტეთ კიდევ ვინ მოდიხართ რომ ვიცოდეთ ვის დაველოდოთ.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 10:03
by mika
დაგირეკავ ხვალ გამოცდა მაქვს და ვნახოთ რას ვიზამ

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 11:44
by Wanderer
ilia
კაცო, ვერ გავიგე, რის საძებნათაც მივდივართ გვალვას დამალული არ არის?
GVALVA თუ წამოვიდა, მაგას რაღა აზრი აქვს?
100%-იანი ხარ ! ეგ კეში ჩემი და გვალვას დამალულია და ჩემი აზრით თუ ვინმე არ უნდა წამოვიდეს მანდ ესაა 1 რიგში მე და გვალვა. :)

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 12:19
by Nika
Wanderer
ხო მარა კეშის ადგილმდებარეობა თვითონ გვალვამ არასწორად მიგვითითა. ამიტომაც ჩემი პირველი მცდელობა ჩაიშალა. ზევიდან მივადექი და იქ ჩასასვლელი გზა ვერ ვნახე. თანაც უკვე გვაქ ერთი ექსკურსიის გამოცდილება (www.forum.ge-ლების) რომლებიც გიდის გარეშე წავიდნენ და "დედაციხე" ვერ ნახეს. გვალვა ჩვენ უბრალოდ დედაციხეზე აგვიყვანს თორე კეშის ძებნა იქ ადგილზე უკვე ჩვენი საქმე იქნება.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 13:09
by David
Nika
Gvalva

მე მოვდივარ! უცნობების შესახებ მართალი ხარ! ახალბედებს როგორც არ უნდა გვინდოდეს მრავალდღიანში წამასვლა სხვას ზედმეტ ტვირთად არ უნდა ავეკიდათ.

ბირთვისი, 2 ივლისი, კეშის საზებნად

Posted: 30 ივნ 2005, 13:21
by nunuka sharvashidZe
მე ძალიან მინდა წამოვიდე და ზუსტ პასუხს ხვალ გაგაგებინებთ შუადღეს , თუ გვიანი არიქნება :(