ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში
Posted: 18 იან 2008, 19:47
ესეც დაპირებული ჯიპტური
ვაგრძელებთ გაჯიპების ტრადიციას
იდეა შემდეგში მდგომარეობს:
3 თებერვალს, კვირას გავდივართ ქვაბთახევის მონასტერში მაღალი გამავლობის მანქანებით. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მანქანა გვყავს.
გასვლა დილის 10 საათზე, მარშრუტი: გავივლით და ვნახავთ მაღალაანთეკლესიას - მშვენიერ ბაზილიკას(ეკლესიაში ჯერკიდევ შემორჩენილია ფრესკები) და იქვე მდგომ მაღალანთეკლესიის კოშკს, ჩავუვლით იქვე შემაღლებაზე მდგარ მაღალაძეების საგვარეული ციხეკოშკს და ავალთ ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში, (მონასტრის დათვალიერება, პარაკლისზე დასწრება), უკანა გზაზე კი შეგვიძლია მცხეთაში შევჩერდეთ და ვივახშმოთ.
თბილისიდან სავარაუდოდ 2 საათი დაგვჭირდება ადგილამდე მისასვლელად ამიტომ დილით ადრე გასვლა აუცილებელი არ არის.
კარგი იქნება თუ მცირეოდენ სურსათს ავუტანთ ბერებს.
რაც შეეხება გზას: ქოზიფასთან შედარებით გზა უფრო მოკლეა და ნაკლებ ყინულიანი, თუმცა ხეობაში როგორც წესი ყოველთვის თოვლია, მონასტერთან მისასვლელი გზა ტყეში გადის, რამდენიმე ადგილას შეიძლება დანამქრული იყოს, ბოლო მონაკვეთი რთული ასავლელია.