Page 1 of 2
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 10:45
by ლეონტი
ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ ინფორმაცია მივიღო, რაიმე ახალი იდეის შესახებ.
მე ხალმხრავლობის გამო ბოლო წლებია თბილისიდან გავდივარ და სადმე მიყრუებულს ვეძებ, სადაც საშობაო წირვაზე ნორმალურად დავესწრები , ვგულისხმობ ხალხით არაა გადაჭედილი
და ჭიდაობა არ მომიწევს ტაძარში გადაადგილების გამო.
ბოლო წლებია სამთავროში ვესწრები, მაგრამ ბევრი ხალხია.
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 13:28
by გვალდა
მე წელს ალბათ დავითგარეჯში...
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 13:33
by Naia
გვალდა wrote:მე წელს ალბათ დავითგარეჯში...
ვაუუუ, რა მაგარია!!!
ლეონტის სიტყვები მეც ჭკუაში დამიჯდა.... ჩემს ეკლესიაში ისეთი ჭედვაა ასეთ დღესასწაულებზე, რომ ვიფიქრე სადმე სხვაგან ხომ არ წავიდე-თქო...
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 13:39
by ლეონტი
გვალდა
ეგ მართლა იდეაა, რომელში, ნათლისმცემელში?
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 13:47
by გვალდა
ლეონტი
ეგ ჯერ არ ვიცი. გარეჯის დიდ ტაძარში, ფერიცვალებაში რემონტია, პატარაში რა იმდენი ხალხი უნდა დაეტიოს... შეიძლება ნათლისმცლემელში.
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 14:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
შობას მეც აუცილებლად ტაძარში შევხვდები.
ალბათ, უფრო მეტად იქ ვიქნები, სადაც პატრიარქი.
აი, დღისით კი პატრიარქის ნაკურთხ სახალხო ალილოში აუცილებლად ვიმონაწილევებ.
უფრო მეტიც, ახლა ვაზუსტებ მარშრუტს და "კარავზეც" დავდებ თემას სა1ო მონაწილეობის თაობაზე.
ლეონტი
კგ აზრია სადმე მშვიდად შეხვედრა. შობის სახელობის თბილისში ბეთლემის ტაძარია
ახლო-მახლოში ღამისთევით წასვლა კგ იქნებოდა შავნაბადაზე, ატენის სიონში (ბოლნისისაში მუდამ ბევრი ხალხია),
წილკანში, ანანურში, ყინწვისში, შიო მღვიმეში, მეტეხში, ნინოწმინდაში (ამ ტაძრებში ძირითადათ
ადგილობრივები იკრიბებიან და ჭყლეტვა თითქმის არ არის ხოლმე)
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 14:25
by გვალდა
შუამთაშიც შეიძლებოდა... მგონი თოვლი გზას არ ჩაკეტავს.
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 14:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
გვალდა wrote:შუამთაშიც შეიძლებოდა... მგონი თოვლი გზას არ ჩაკეტავს.
მიყვარს შუამთა.
ჩემთვის რაღაც სხვა განწყობებს აღძრავს.
ჰო, შუამთაშიც, ალავერდშიც, ყველაწმინდაშიც, იქით სურამში, ურბნისში, სულაც გელათშიც შეიძლება
შობის შეხვედრა, მაგრამ როგორც მივხვდი, ლეონტის ახლო-მახლოს, სადღაც მანქანით 1სთიან რადუისში წასვლა ურჩევნია.
შენ დიდებულ ადგილას მიდიხარ
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 14:37
by gio giorgi
ლეონტი
რატომღაც ძალიან მინდა ზედაზენზე ასვლა ფეხით საგურამოდან ვნახოთ თუ დავითანხმე მეგობრები აუცილებლათ ავალ....
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 14:58
by gobe
თბილისში.
ვაკის სამების ტაძარში
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 15:05
by Mta Mkvarebia
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 15:17
by ლეონტი
ხალხო ეხლა გამიელბვა თავში ძველმა აზრმა.
ეს ხომ ქრისტეს დაბადების დღეა, ჩვენ რო "რა ლამაზი დღეას" სიმღერა გვიყვარს .
ჰოდა აქედან გამომდინარე ეს ღამისთევაც ხომ ერთგვარი მილოცვაა ქრისტესადმი დაბადების დღისა.
მასაც უხარია , როცა ულოცავენ ისე როგორც ჩვენ გვიხარია როცა გვილოცავენ, რადგან ის სრულყოფილი ღმერთია და ამავე დროს სრულყოფილი ადამიანი.
და ჩვენ გულებსაც ჩვენზე უკეთ ხედავს.
კარგია რომ ყველა სადღაც მიდის, ერთად ხომ არ წავიდეთ სადმე?
მონასტერში.
დილით კი ავღნიშნოთ შობა.
განა გასულ და აწ აღნიშნულ ზეიმზე უპირატესი არაა?
ეს დღესასწაული?
გასულის საფუძველი დედამიწის 1 წრეა.
ამისი კი სამყაროს შემოქმედის დაბადების დღის აღნიშვნა.
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 15:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
ლეონტი wrote:
კარგია რომ ყველა სადღაც მიდის, ერთად ხომ არ წავიდეთ სადმე?
მონასტერში.
დილით კი ავღნიშნოთ შობა.
ეგ უკვე იდეაა. თუ გასვლა ვერ მოხერხდა, ბოლო-ბოლო, შეკრება თბილისშიც შეიძლება.
ჰო, აქვე ერთი დეტალი შენთვის, კასპი-გორის რაიონების უამრავ ეკლესია-მონასტერთაგან შობის სახელობის არც ერთი ყოფილა.
რაღაცნაირად, სიმბოლური იქნებოდა შობის აღნიშნვნა შობის სახელობის ტაძარში.
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 04 იან 2008, 15:43
by ლეონტი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
რაღაცნაირად, სიმბოლური იქნებოდა შობის აღნიშნვნა შობის სახელობის ტაძარში.
მე ნეკნებს ვუფრთხილდები, თორე კიბატონო.
ვინ სად ხვდება შობას ღამისთევით?
Posted: 05 იან 2008, 14:31
by likakoo
შობას შევხვდები მამა-დავითზე!!! რაც არ უნდა ხალხმრავლობა იყოს ჩემი მოძღვრის ჩატარებულ წირვა-ლოცვა მინდა მე...
შემდეგ, კი ბატონო სადაც მოისურვებთ მეც იქ წამოვალ
ალილოს იდეა მომეწონააა.....