Page 1 of 15
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 16:16
by LIKA-KHATIA

გადავხედე თქვენს (ეხლა უკვე ჩვენს ) საიტს და აღმოვაჩინე რომ ძველ თბილისში არ გქონიათ გასვლა,

მე გთავაზობთ ძველი თბილისის ისტორიული ადგილების მონახულებას,

მე რამდენიმე კარაველმა გადავწყვიტეთ მოვაწყოთ ტური, ვნახავთ 4 რელიგიური აღმსარებლობის ტაძარს, ასევე ათეშგას- ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარს, კიდევ ერთხელ ავმაღლდებით სოლოლაკის ქედზე და დაგმოვხედავთ თბილისს ნარიყალას კოშკურებიდან, მოკლედ სანამ მოთოვს დავგეგმოთ ეს ტური, მერე გაჭირდება.

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 16:34
by Archil
LIKA-KHATIA
რა მარშუტს გვთავაზობ?
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 16:43
by გვალდა
LIKA-KHATIA
გეთანხმები, თბილისის ტური არის ძალიან საინტერესო რამ. დილის 9-ზე გავედით ერთხელ და 12 საათის მერე დავრუნდით სახლებში ...
ვნახავთ 4 რელიგიური აღმსარებლობის ტაძარს
სულ 6 ტაძარია და ბარემ ექვსივე ვნახოთ

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 16:45
by popins
ვა კაია როდის?
მე მინდა

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 16:50
by TuTa
LIKA-KHATIA
ამ შაბათ-კვირას ხომ არ დაგვეგეგმა
იდეა ძალიან მომეწონა, თან ისედაც დიდი ხანია ვაპირებდი მომარჯვებული ფოტოაპარატით თბილისის დალაშქვრას

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 17:07
by meore monadire
მაგარია
თან რა დროსაც გინდა იმ დროს შეუერთდები ლაშქრობას
მეც მინდა არ მაქვს დატვალიერებული თბილისი
ნარიყალაზეც ერთხელ ვარ ნამყოფი ისიც შუაღამით
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 17:11
by paata_
ვაა თბილისში არა ვარ ნამყოფი
მინდა
მართლა კაიიდეაა
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 17:37
by Archil
და სურათები ეხლავე დავდოთ თუ ლაშქრობის მერე ? *
ნ---------------------------------------------
* გამაჩეროს ეხლა ვინმემ...

**
ნ---------------------------------------------
** გავედი სტამბაში ***
ნ---------------------------------------------
*** სტამბებიც ხომ არ დგვეთვალიერებინ მაგ პონტში?
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 17:43
by KINALOKO
Archil
გაჩერდი
კარგიაა, ამ შაბათს, ან კვირას თუ მოვითბილისებთ ეგაც მომწონს

დაააა
მე +
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 17:49
by ZVIOSULI
კობამ დამირეკა მეც მინდა თქვენთან ერთად თუ მოვიცალეო. ვინ კომაბ? - სუბელიანმა!
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 18:18
by NINUCA
უნდა გამოგიტყდეთ რომ საინტერესო იდეაა

თუ კვირა დღეს იქნება ეს ყველაფერი აუცილებლად წამოვალ

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 18:57
by gobe
LIKA-KHATIA wrote:...ვნახავთ 4 რელიგიური აღმსარებლობის ტაძარს, ასევე ათეშგას- ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარს...
გვალდა wrote: სულ 6 ტაძარია და ბარემ ექვსივე ვნახოთ

საინტერესოა, თანაც ფრიად საინტერესო.
ისე, ზვიად, კობას მეც ველაპარაკე და მითხრა, 1-2 კვირაა რაც ინტერესის სფერო შევიცვალეო

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 19:06
by ნინი_85
NINUCA wrote:უნდა გამოგიტყდეთ რომ საინტერესო იდეაა

თუ კვირა დღეს იქნება ეს ყველაფერი აუცილებლად წამოვალ

+1

ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 19:42
by გვალდა
gobe
საინტერესოა
ძალიან:)
მართლმადიდებლური - თავისთავად

კლდისუბანში... ლესელიძეზე...
კათოლიკური - სამეფო უბნის თეატრთან, გია აბესაძის ქუჩა, შესახვევი ლესელიძიდან
სომხური გრეგორიანული - ჯვარის მამის გვერდზე (ზოგი ამბობს ქართულია, მაგრამ ტაძარს არაქრთული დეტალები აქვს...), ავლაბარში და ნარიყალას ასახვევთან (მგონი სუბგევორქი ჰქვია), საათნოვას საფლავით
სინაგოგა - ლესელიძეზე (არ ვიცი შეგვიშვებენ თუ არა დასათვალიერებლად)
მეჩეთი - აბანოთუბანში
ათეშგა - ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, ბეთლემის უბანში
ისტორიული თბილისი ყველას გინახავთ?
Posted: 11 დეკ 2007, 20:39
by popins
და ისა ვისაც არ უნდა წამოსვლა და
იაზვობაში იხარჯება შეგიძლიათ სხვა თემებში
დაიხარჯოთ