Page 1 of 2
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 06 ოქტ 2007, 19:14
by Mta Mkvarebia
ამასწინათ ერთ-ერთ თემაში წავიკითხე ვიღაც ულუმბოს შესახებ კითხულობდა. ჰოდა, ხალხნო, ხვალ ვაპირებ საპატრიარქოს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტურში წასვლას ულუმბო-ბრეთის მიმართულებთ. თქვენ არ გინდათ არავის წამოსვლა? როგორც ტურის ორგანიზატორმა მითხრა, სამი თუ ოთხი ბილეთია გაყიდული, მე ალბათ მე-5 ვიქნები, რადგან ბილეთი ჯერ არ შემიძენია. სულ მარშუტკაში 16 კაცი ეტევა. მაქსიმუმ კიდევ სამი შეიძლება უბილეთოდ მოვიდეს. ასე რომ მინიმუმ 8 თავისუფალი ადგილია. თუ ვინმეს გაინტერესებთ შეგიძლიათ დაპოსტოთ ან პირდაპირ მოხვიდეთ ხვალ დილის 8 საათზე რესპუბლიკის მოედანზე (ივერიის წინ). დაპოსტვა ჯობია იმიტომ რომ იცოდეთ დაახლოებით რამდენი ადამიანია მსურველი. მოვინახულებთ ასურელი მამების მიერ დაარსებულ ამ ორ ულამაზეს მონასტერს და საღამოს უკან დავბრუნდებით. გაითვალისწინეთ რომ ფეხით გვექნება სასიარულო 7 კილომეტრი და ამდენივე უკან. მაგრამ ეს გზა იქნება ტყეში (ხომ წარმოგიდგენიათ რა სილამაზეს ვიხილავთ?! წითელ-ყვითელი ფერებში აჭრელებულიმ პეიზაჟები და ა.შ.) და არ იქნება აღმართები, როგორც მითხრეს, საკმაოდ ეციება თბილად ჩაიცვითო. მოკლედ თუ გვინმეს აინტერესებს მობრძანდით ხვალ. მაგრამ არ დააგვიანოთ, მაქსიმუმ 8:20-8:30დაგველოდება მარშუტკა.
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 06 ოქტ 2007, 19:19
by Mta Mkvarebia
ფასი დამავიწყდა დამეწერა, 12 ლარი ღირს ბილეთი.
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 07 ოქტ 2007, 00:48
by lama
Mta Mkvarebia
ულუმბოს მთა სადააა?????
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 07 ოქტ 2007, 00:55
by ZVIOSULI
ულუმბოზე მე ვიკითხე, გამმიგია ვიზუალური მხარე ფრიად გემრიელად აღსაქმელი ფორმებით გამოირჩევაო..............
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 08 ოქტ 2007, 10:20
by Mta Mkvarebia
lama wrote:Mta Mkvarebia
ულუმბოს მთა სადააა?????
ერთერთი ასურელი მამის, მიქაელ ულუმბოელის, მიერ დაარსებული მონასტერი არის იმერეთში, საჩხერე-ჭიათურის გადასახვევიდან რამოდენიმე კილომეტრში. ჯერ სამანქანო გზაა, მერე კი მარტო ორხიდიანები მიდიან.
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 08 ოქტ 2007, 10:24
by Mta Mkvarebia
ZVIOSULI wrote:ულუმბოზე მე ვიკითხე, გამმიგია ვიზუალური მხარე ფრიად გემრიელად აღსაქმელი ფორმებით გამოირჩევაო..............
მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ წალკისგან განსხვავებით აქ ხეები ჯერ კიდევ არ შემოსილა წითელ-ყვითლად. ალბათ ეს გვიან შემოდგომაზე ხდება. შაბათს ვიყავი წალკაში, ოლიანკაში, კალმახების აუზი რომ არის საკურთხეველში. ისეთი გადაყვითლებულ-გადაწითლებულია იქაურობა ნოემბერი გეგონება...
ისე ულუმბოს რამოდენიმე სურათს დავდებ აქვე ხვალ, რომ გადავწერ კომპიუტერში მერე...
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 12:39
by Mta Mkvarebia
მოკლედ ტაძრის საძირკველი მე-6 საუკუნეს განეკუთვნება, მაგრამ დღევანდელი სახით ის მე-19 საუკუნეშია აგებული, კიდევ ყოფილა მიქაელ ულუმბოელის მიერ აგებული სხვა ტაძარიც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, და მესამე ტაძარი, რომლის ადგილ-მდებარეობა არ არის ცნობილი, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ალბათ ისიც დანგრეულია. მეორე ტაძრის ნანგრევებს რაც შეეხება, არ იცოდნენ, რომ ადრე იქ ეკლესია ყოფილა. მოსახლეობას ქვის ნატეხები წაუღია თავიანთი საცხოვრებელი სახლების მოსაწყობად, მაგრამ იმ ოჯახებს ათასი უბედურება დასტყდომია თავს. და აქ გაჩენილა ეჭვი რომ ეს ეკლესიის ნანგრევები შეიძლებოდა ყოფილიყო. ქვები უკან დაუბრუნებიათ და საძირკვლის გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, რომ აგებულებით ეს ნამდვილად ეკლესია იყო. მიქაელ ულუმბოელის საფლავის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, ვარაუდობენ რომ ის მის მიერ აშენებულ ერთ-ერთ ტაძარში უნდა იყოს დაკრძალული, მაგრამ კონკრეტულად სად, არ იციან.

ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 12:46
by Mta Mkvarebia
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 12:53
by Mta Mkvarebia
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 12:58
by Mta Mkvarebia
იმედია, არავის გავანაწყენებ სამომავლო გეგმების თემაში რომ უკვე შემდგარ ლაშქრობაზე ვწერ პოსტებს. მაგრამ კითხვაზე ერთგვარი პასუხის გაცემა გამომივიდა და ამიტომ მაპატიეთ.

ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 14:42
by ლეონტი
გაპატიებთ, თუ ამას აღარ გაიმეორებ.

.
ისე კი ეს ფოტოები გადასატანია , ახალი თემაა გასახსნელი ლაშქრობებში.
მეც მაქვს რაღაცეები და დავამატებ.
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 15:29
by Toma
ლეონტი
როგორ შეიძლება ულუმბომდე მისვლა მარშუტს დაწვრილებით ხომ ვერ აგვიღწერდი?
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 17:13
by Mata
Mta Mkvarebia
მანქანით ბოლომდე მიხვედიტ, თუ მოგიწიათ ფეხით სიარულმა?
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 09 ოქტ 2007, 17:52
by Mta Mkvarebia
Mata wrote:Mta Mkvarebia
მანქანით ბოლომდე მიხვედით, თუ მოგიწიათ ფეხით სიარულმა?
ორხიდიანი მანქანით რომ ვყოფილიყავით, ბოლომდე მივიდოდით, მაგრამ ჩვეულებრივი მარშუტკით ვიყავით და დაახლოებით 6 კილომეტრი ფეხით ვიარეთ მონასტრამდე და ამდენივე უკან.
ულუმბო-ბრეთი, კვირას, 7 ოქტომბერს
Posted: 10 ოქტ 2007, 11:46
by ლეონტი
Toma wrote:ლეონტი
როგორ შეიძლება ულუმბომდე მისვლა მარშუტს დაწვრილებით ხომ ვერ აგვიღწერდი?
მარშრუტის აღწერა:
ჯდები დიდუბეში საჩხერის მარშრუტკაში და ეუბნები რომ ჩამოგსვას ულუმბოს გადასახვევთან.
ჩამოდიხარ გატოპავ ფრონეს და აღმა 8 კმ.
ერთ ადგილზე გზა იოყოფა, მარჯვნივ წადი.
