Page 1 of 4
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 14:21
by Gvalva
კვირას ჩემი მეგობრების ჯგუფს უნდა წასვლა ხადას ხეობაში, რამდენადაც უკვე დიდი ხანია მინდა ამ ხეობის ნახვა და ყოველთვის როცა მიდიან მე რაღაც მიშლის ხელს, ახალ ყველანარად ვეცდები მეც წავიდე
ვისაც გაქვთ სურვილი გამოთქვით
ერთდღიანია, დილით გავლენ (გავალთ) საღამოს დავბრუნდებით.
ამჟამად არიან 5-6 ადამიანი, იმის მიხედვით რამდენი ვიქნებით ან საკუთარ მარშუტკას ვიქირავებთ ან გაყვებიან გუდაურისას.
მგზავრობის ხარჯები არ მგონია 15 ლარზე მეტი იყოს
საჭმელი ყველას თავისი მოაქვს.
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 14:28
by ZVIOSULI
და ვინაიდან დათვიჯვარი-შუაფხო-ს კონკურენტი გასვლაა და ათვიჯვარრისთვის სიაში ერთი მარშუტკის ხალხზე მეტნი ვართ, იქნებ ისიც დაგეწერათ თუ რითი სჯობს ან ღირშესანიშნავობს ხადას ხეობა დათვიჯვარ-შუაფხოს
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 14:39
by Wanderer
ეჰ რა ცუდია, რომ ემთხვევა.

ორივე ძალიან კარგი მარშრუტია! რომ შემეძლოს ორად გახლეჩა - ორივეგან წავიდოდი.
ZVIOSULI
ეხლა ხმალაობა წავა აქ.

ერთი მარშუტკის ხალხზე მეტნი არ ვართ, მაგრამ შენ სადაც გული გაგიწევს - იქ წადი. არცერთ შემთხვევაში არ ინანებ.
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 15:13
by guruli
Gvalva - იქნება და მაქეთ გადმოვეწერო, ჰა?

გამიგონია, ეგეც მაგარი ხეობააო...
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 15:21
by Naia
რა ცუდია დათვიჯვარს რომ ემთხვევა

არადა ორივეს ნახვა მაინტერესებს (და კიდევ პლიუს თრუსო)
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 17:46
by Gvalva
ბოდიშით რომ დაემთხვა, ვიცი რომ ეს ძალიან ცუდია, მარა რა ვქნა დაემთხვა
ხადას ხეობის ლაშქრობა არის აღწერილი სადღაც. მე ნამყოფი არ ვარ მარა ვიცი რომ ამ პაწაწინა ხეობაში 70 ძეგლიაო
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 06 სექ 2007, 17:52
by Archil
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 04:58
by a12
ariol reshka unda avagdo

arc ergan ar var namkofi xoda ras vambobdi
ariolze romeli chavifiqro? arioli borjgalis mxarea?
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 09:25
by Gvalva
a12
დაგეხმარები გადაწყვეტაში:
ხადას ხეობა - დატვირთული ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლებით ბაბუა ალუდაურის, დუშეთის მუზეუმის დირექტორის გაძღოლით (ხევსურეთის საღამოს უძღვებოდა კიდევ

) და 5 უცნობი მანდილოსნის გაცნობის იდუმალება
დათვიჯვარი-შუაფხო - კაი სასტავთან ერთად გატარებული ულამაზესი დღე, თავგადასავლებით და ხედებით
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 09:31
by Toma
Gvalva
ე.ი მამაკაცების სასტავი ხადას ხეობაზე გადაეწყობა იდუმალების
მოლოდინში 
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 10:02
by Wanderer
Gvalva
და 5 უცნობი მანდილოსნის გაცნობის იდუმალება
აბა აბა. ესეთები არ იყოს.

ეს უკვე შავი პიარია.
ხადას ხეობა მართლაც საინტერესოა. თეო(Tio74) ხომ მაქედან არის და მიყვება ხოლმე მაქაურ ბუნებასა და ძეგლებზე. ეხლახანს იყო წასული.
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 10:06
by ლეონტი
ხეობის გაცნობის იდუმალება - რა კარგია.
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 10:14
by meko
Gvalva
რომელ საათზე, რითი და საიდან გადიხართ?? მაინც რომ ვიცოდეთ

ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 10:34
by lama
ულამაზესია ხადას ხეობა იუხო და წკერე მომიკითხეთ

:D:D:D:D
ხადას ხეობა, კვირას 9 სექტემბერს
Posted: 07 სექ 2007, 10:37
by Kakha
ხადაში მეც წამოვალ. არ ვარ ნამყოფი არადა მაგრად მაინტერესებს. მან ერთი ეკლესიაა - ქოროღო, სწორედ მაგის ნახვა მაინტერესებს ყველაზე მეტად. ქოროღო X-XI საუკუნისაა და იმითია გამორჩეული და უნიკალური რომ სახრავს ქვემოთ რელიეფებიანი კარნიზი შემოყვება - ხოლო რელიეფებზე დეტალურადაა გამოსახული ეკლესიის მშენებლობის ყველა დეტალი დაწყებული ნახაზის მომზადებიდან დამთავრეული სამშენებლო ქვის ტრანსპორტირებითა და დუღაბის მომზადებით
აი ქოროღოს რამდენიმე სურათი გიორგი ბაგრატიონის დისკიდან
