Page 2 of 5

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 18:56
by TORO
Jnosy
მეც თქვენს გვერდში ვარ!

ერთი კითხვა: სამუშაო იარაღების ამბავი როგორ არის?

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 19:07
by TORO
Jnosy
Archil
chuna
lama
TORO
ჯერჯერობით მგონი ეს არის ბოლო სია :)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 22:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
Jnosy
კგ საქმისთვის შეგიყრია ამბავი. ფიზიკურად ნუნისში ყოფნა მაგ დროისთვის გამიჭირდება. სხვა საზრუნავი მაქვს. თუ საჭირო იქნება, ფინანსურად დაუყოვნბლივ შემოგი1დებით

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 22:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
იქნებ მართლაც ღირდეს რაღაც ფულად დახმარებაზე ზრუნვაც. მოკლედ, ამ ამბავში თქვენთან ვარ

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 22:36
by Archil
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:Jnosy
კგ საქმისთვის შეგიყრია ამბავი. ფიზიკურად ნუნისში ყოფნა მაგ დროისთვის გამიჭირდება. სხვა საზრუნავი მაქვს. თუ საჭირო იქნება, ფინანსურად დაუყოვნბლივ შემოგი1დებით
აბა ვაგზალზე "თეთრ კედელტან" გელოდებით, მოდი სამი ტომარა ცემენტით ;)

ეს ხუმრობით, მაგრამ მართლაც შეიძლება ფინანსურმა დახმარებამ ხელი შეუწყოს. მაგი კი არადა ისიც ვიფიქრე, რაც ჩვენ გზაში დაგვეხარჯება და ჭამაში, იმ ფულად ადგილობრივები რომ დაიქირაონ, ჩვენზე უკეთესადაც იმუშავებენ თქო.. 20-25 ლარად 3 დღე კი იმუშავენებ მგონია. მაგრამ საკუთარი ხელით გაკეთებულს სხვა მადლი აქვს... ასე რომ წავალ და...

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 23:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
makuku wrote:ძალიან კარგი იდეაა! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. სამწუხაროდ მე ვერ შემოგიერთდებით..
ბიჭებო, ასევე მხედველობაში მიიღეთ დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. იქაც ელიან თქვენნაირ მოწადინებულ ხალხს. ძალიან დიდი საქმე კეთდება და წვლილის შეტანა ურიგო არ იქნება ;)

მაგ კომპლექსის მშენებლობა ივლისში ვნახე და ახლა ფოტოს
Image
Image
Image

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 23:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil
კი, მართალი ხარ, საკუთარ შრომას სხვა ფასი და მადლი აქვს. უბრალოდ, თუ ფულის შეგროვება გადაწყდა, უმალვე გავიკრავ ჯიბეზე ხელს

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 23:08
by Archil
GAMARJOBA SAKARTVELO

მანდ ამწეცაა და ისეთი მასშტაბურია, რომ ალბათ ხელის შემწყობებიც ეყოლებათ. იქ, ნუნისში კი ორი კინკილა ბერია და ისინი მუშაობენ. მგონი განსხვავება მნიშვნელოვანია. თბილისში სამების ტაძარსაც აშენებდნენ ( და დღემდეც დაუმთავრებელია ბოლომდე), მაგრამ მას გაცილებით მეტი პატრონი ჰყავს, ვიდრე ნუნისის ორკაციან მონასტერს. ასე რომ ნუნისთან ნუ შევადარებთ რა მაგათ პლიიზ.

რა ვიცი, მე ასე ვხედავ და...

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 23:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil
მართალი ხარ, გეთანხმები და ნუნისში ტაძრის აგებაც დიდ მადლად მიმაჩნია. ფულად დახმარებაზე ამიტომაც გამომიდია თავი

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 06 სექ 2007, 23:54
by makuku
არჩილ, გეთანხმები. უბრალოდ სიტყვამ მოიტანა ;)
ისე, დიდ საქმეს დიდი ადამიანური რესურსიც უნდა ამწესთან ერთად ;) როცა არჩევანის წინაშე ხარ, რა თქმა უნდა სულ გაპარტახებულ კომპლექსს ჯობია შეეწიო ;)
ალბათ რო ჩახვალთ, ბევრი რამ გაირკვევა, რა უფრო ჭირდებათ და თანხაც უპრობლემოდ შეგროვდება ;)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 07 სექ 2007, 08:21
by chuna
Jnosy

ეს რიცხვები:13, 14, 15 -არის ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი!

მა კვირა?

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 07 სექ 2007, 10:00
by Jnosy
chuna wrote:Jnosy

ეს რიცხვები:13, 14, 15 -არის ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი!

მა კვირა?
მართალი ხარ :)
შემშლია

ხო ეხლა რაც შეეხება ფულს
არავითარი ფული არ იქნება ჯერ
ამისთვის კურთხევაა საჭირო :)
მე ვეტყვი იქ რომ ხალხს აქვს სურვილი დახმარებისა. რაღაც აქედანაც შეგვიძლია გავაკეთოთ და თუ კონკრეტული რამ გახდება აქ გასაკეთებელი (მაგ: რამე ნივთის ყიდვა და გაგზავნა ზამთარში. ან რამე ტელეფონის შეძენა და სიმ ბარათის ...)
TORO wrote:Jnosy
მეც თქვენს გვერდში ვარ!

ერთი კითხვა: სამუშაო იარაღების ამბავი როგორ არის?
არ ვიცი :)
ჩვენ ლაშქრობაში რომ ვიყავით მაშინ ნომერიც ჩავიწერეთ მამაოსი და სამწუხაროდ დავკარგე :)

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 08 სექ 2007, 11:55
by maribeli
ძალიან კარგი და კეთილშობილური ინიციატივააააა....ღმერთი შეგეწიოთ ყველას ....

რაც შეეხება წამოსვლას თუ 13 სექტემბრამდე ადგილები კიდევ დარჩება და 8 კაცს არ გადააჭარბებთ შეიძლება მეც წამოვიდე .....:)))))))

და კიდევ თუ ფინანსურ დახმარებაზე მიიღებთ კურთხევას შეძლებისდაგვარად მეც შემოგიერთდებით :))))))))))) :wink:

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 08 სექ 2007, 12:45
by TORO
Jnosy
:( ბოდიშის მოხდა მომიწევს, ერთდროულად ორი მოგზაურობა ჩამეშალა ერთი დათვიჯვარი და მეორე შენი წამოწყებული:( ხვალ მივლინებაში გამაგზავნეს და 15 კიდევ ჩემმა მეგობარმა ქორწილი ჩანიშნა:( მართლა ძაან ვწუხვარ რმ ვერ წამოვალ, მაგრად მინდოდა .....

ვეხმარებით ბერებს ნუნისში 28 29 და 30 სექტემბერს.

Posted: 08 სექ 2007, 19:46
by moxetiale
ძალიან კარგი იდეაა მართლა, ძალიან დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია 15-ში საქართველოდან მივდივარ.
იმედი მაქვს სხვა დროს ჩემი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მომეცემა.

წარმატებებს გისურვეთ და ღმერთი გფარავდეთ